Otar Consulting
ამ პოსტში ინსპირაციისა და ინოვაციურობის დემისტიფიკაციის მიზნით, განვიხილოთ რამდენიმე რეალური, ნამდვილი ისტორია.👍👍
საყოველთაოდ ცნობილია, რომ საკვები პროდუქტების უმრავლესობა, ასევე მედიკამენტები ძალიან მგრძნობიარეა სინათლის(შუქის მიმართ).
სინათლის შუქზე ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად დრამატულად მცირდება მათი კვებითი თუ სამკურნალო ღირებულება/ეფექტი, მოხმარების ვადა და საზიანოც შეიძლება გახდეს.😲
ამიტომ ასეთ პროდუქტებს ათავსებენ შუქისაგან დამცავ ტარაში/შეფუთვაში, რომელიც ხშირად სრულიად გაუმჭვირვალე ან დაბურულია.
ასეთი შეფუთვა ხშირ შემთხვევაში არ აძლევს საშუალებას მომხმარებელს ვიზუალურად შეაფასოს შიგთავსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისათვის ყიდვის გადაწყვეტილების პროცესში. 😡
ეს სიტუაცია ზოგჯერ მომხმარებლისათვის ემსგავსება შავი კატის ძებნას ბნელ ოთახში.😁
არის პრობლემა? არის ეს „მტკივნეული წერტილი“? რა თქმა უნდა, არის.😠
მეორე პრობლემა, იგივე პროდუქტების შემთხვევაში, არის მარეგულირებლების სულ უფრო გამკაცრებული სტანდარტები ეტიკეტირების სფეროში.
ეს გამკაცრებული სტანდარტები მოითხოვენ სულ უფრო მეტი ინფორმაციის დატანას შეფუთვაზე.
მცირე პარტიების(მცირე ზომის შეფუთვის) შემთხვევაში სიტუაცია დრამატული ხდება და მწარმოებელს უხდება კომპრომისზე წასვლა მომხმარებლის საზიანოდ - სულ უფრო წვრილი შრიფტის გამოყენება, რომელიც პრაქტიკულად არ იკითხება შეუიარაღებელი თვალით და ფორმალობას ემსგავსება.😡
ესეც მეორე შავი კატა ბნელ ოთახში და მეორე „მტკივნეული წერტილი“.😠
როდესაც მიზნობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ასეთი პრობლემები, „მტკივნეული წერტილები“იქმნება, დაკვირვებული და კრეატიული მეწარმისათვის ეს ნამდვილი ოქროს საბადოა. 👍👍
სწორედ ამ „კრიზისით“ ისარგებლა ერთ-ერთმა კომპანიამ და წარმოუდგენლად მარტივი და ამავე დროს ეფექტური და უჩვეულო გზა გამონახა მომხმარებლისათვის ამ „მტკივნეული წერტილების“ მოსახსნელად.🙂👍
ამ კომპანიამ შექმნა შეფუთვის დიზაინი, რომელსაც შიგთავსის დასანახად ჰქონდა გარკვეული გამჭვირვალე ფართობი შეფუთვაზე, მაგრამ ამავე დროს ის დაფარული იყო კომფორტულად მოძრავი ნაწილით. შეფუთვის ეს მოძრავი ნაწილი სხვა და სხვა სახის პროდუქტისათვის და განსხვავებული შეფუთვისათვის არის ადექვატური ზომის და კონსტრუქციის(მოძრავი ნაწილი გაიწევა/გასრიალდება ზევით, ქვევით, გვერდზე, ან არის თვითწებადი).👍
მოკლედ რომ ვთქვათ, კომპანიამ ორი კურდღელი დაიჭირა ერთდროულად:
👍მომხმარებელს მისცა შეფუთვის შიგთავსის(პროდუქტის) ვიზუალურად დათვალიერების და შეფასების საშუალება
👍გაზარდა(ან შეინარჩუნა) შეფუთვაზე მინიმალურად აუცილებელი ფართობი სრულყოფილი ინფორმაციის დასატანად და სტანდარტი დაიცვა
👍კონკურენტებისაგან განსხვავებით, მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აღსაქმელად/წასაკითხად უფრო კომფორტული გახადა მომხმარებლისათვის.
ამ ინოვაციით კომპანიამ მინიმუმ ერთი ნაბიჯით გაასწრო კონკურენტებს და დამატებით შეიძინა ლოიალური მომხმარებელი, რომელსაც ძალიან ეფექტურად მოუხსნა გაურკვევლობის, არაინფორმირებულობის პრობლემა. ამავე დროს თვითონ მოიხსნა ეტიკეტირების სტანდარტების დაცვის პრობლემა.👍👍👍
მეორე მაგალითი.
ერთი აფრო-ამერიკელი ქალბატონი, თავის თავზე და სხვა აფრო-ამერიკელებზე დაკვირვების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ბაზარზე არსებული კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები არ შეესაბამებოდა აფრო-ამერიკელების(ზოგადად, ნეგროიდული რასის) სპეციფიკურ საჭიროებებს.😔
არსებობდა „მტკივნეული წერტილები“,😭 რომლებსაც ბაზარზე საყოვეთაოდ გავრცელებული ეს პროდუქტები თუ სერვისები ვერ ხსნიდა.
ამ დაკვირვებულმა ქალბატონმა შექმნა კოსმეტიკური და თავის მოვლის ისეთი საშუალებების ხაზი(გამა), რომელიც გაცილებით უფრო ეფექტური ნეგროიდული რასის წარმომადგენლებისათვის.👍
პროდუქტების ეს გამა ითვალისწინებდა მოსახლეობის ამ სეგმენტის სპეციფიკას(კანის და თმის სტრუქტურა და ნიუანსები) და ზუსტად პასუხობდა ამ „მტკივნეული წერტილებს“.🙂
არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ამ ქალბატონის მიერ დაფუძნებული კომპანია დღესაც ყვავის.👍
კრეატიულობის, ინოვაციურობის უამრავი მსგავსი მაგალითების მოყვანა შეიძლება, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა შეუძლია დაკვირვებულ, ცნობისმოყვარე გონებას. 👍
მომავალ პოსტამდე, სადაც შემოგთავაზებთ დასკვნებს ინოვაციურობის თემაზე და ძალიან, ძალიან საინტერესო ინსპირაციულ გამონათქვამებს გენიალური ადამიანებისაგან. 🤝❤️
ახლა ისევ ინსპირაციისათვის.😃
აბა, თუ გამოიცნობთ უძველესი პროფესიების/ მომსახურების სახეებს. პირველი, სავარაუდოდ ყველამ ვიცით,😁 ეჭვი მაქვს, რომ მეორეც იცით(მე თავად დიდ პატივს ვცემ ამ პროფესიას).👍
აი, მესამე და შემდგომი სიძველის სერვისებიზე/ პროდუქტებზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ ნივთების გაგზავნა-გამოგზავნა და სატრანსპორტო საშუალებებით მომასახურებაც რომ ერთ-ერთი უძველესი სერვისებია, ამაში ალბათ დამეთანხმებით.
ახლა გავიხსენოთ, კაცობრიობის ისტორიაში ეს უძველესი და ტრადიციული სერვისები რა სიმაღლეზეა ამჟამად, ინოვაციური მიდგომების შედეგად.
ავიღოთ ყველასათვის ცნობილი საფოსტო/საამანათო კომპანიის “FedEx”-ის მაგალითი. ამ კომპანიამ პირველმა შესთავაზა მომხმარებელს ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური სერვისი - არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში ამანათების დანიშნულების ადგილზე მიტანა გარანტირებულად, საიმედოდ და კომფორტულად კონკურენტუნარიანი ფასებით.👍👍
ეს იყო სრული სიახლე მიზნობრივ ბაზარზე, რომელმაც საშუალება მისცა კომპანიას შეენარჩუნებინა ლიდერის პოზიცია, ხოლო მომხმარებელმა მიიღო განუზომლად მეტი კომფორტი და სარგებელი.
როგორ შეძლო ეს “FedEx”-მა? მას არ გაუკეთებია რაიმე გამოგონება ან აღმოჩენა, უბრალოდ ახლებურად გამოიყენა იმ მომენტისათვის არსებული უახლესი ტექნოლოგიები(ტელესაკომუნიკაციო, ციფრული, პროგრამული და ა.შ) და სატრანსპორტო საშუალებები(საჰაერო, სახმელეთო) და წარმოუდგენლად სწრაფი და საიმედო გახადა ეს სერვისი.👍
იგივე შეიძლება ითქვას, სატრანსპორტო საშუალებებით(ტაქსით) მომსახურების კომპანია Uber-ზე, რომელიც თანდათნ იპყრობს მსოფლიო ბაზარს და მომხმარებელს მობილურ აპლიკაციაზე ერთი ღილაკის მეშვეობით სთავაზობს მანამდე წარმოუდგენლად კომფორტულ სატრანსპორტო სერვისს - შეკვეთიდან არაუმეტეს 5 წუთში თქვენს ფეხებთან შეჩერდება ტაქსი, რომელიც სრულიად კონკურენტულ ფასებში მოგემსახურებათ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში.
ამ კომპანიამაც ყოველგვარი გამოგონებებისა და აღმოჩენების გარეშე ნოვატორულად, კრეატიულად გამოიყენა ამ მომენტისათვის არსებული უახლესი ტექნოლოგიები და სატრანსპორტო საშუალებები.
მრავალი ასეთი საყოველთაოდ ცნობილი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ერთი წუთით დავეშვათ მიწაზე და შემგომ პოსტებში განვიხილოთ ძალიან სახასიათო და მარტივი მაგალითები, რომელიც გვიჩვენებს ერთი შეხედვით, სრულიად მარტივი კრეატიული ცვლილების ეფექტურობას ჩვენს მიზნობრივ, ლოკალურ ბაზარზე.
მორიგ პოსტამდე.🤝
თუ ეს პოსტი მოგეწონა და ჩათვალე სასარგებლოდ, არ დაიზარო, გააზიარე მეგობრებში, მათაც ნახონ სარგებელი.🤝❤️
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
29, Gamarjveba Str
Zugdidi
2100
Opening Hours
| Monday | 09:00 - 17:00 |
| Tuesday | 09:00 - 17:00 |
| Wednesday | 09:00 - 17:00 |
| Thursday | 09:00 - 17:00 |
| Friday | 09:00 - 17:00 |
| Saturday | 09:00 - 17:00 |