Visit Samegrelo

Visit Samegrelo

Share

მდ. მაგანაზე არსებული ვანტური ხიდის სამუშაოები დაიწყება 23/02/2026

🟩ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარში მდ. მაგანაზე არსებული ვანტური ხიდის რეაბილიტაციისა და მისი ტურისტულ ატრაქციად ჩამოყალიბების პროექტზე მუშაობს
🟦80 მეტრის სიგრძის ისტორიული საფეხმავლო ხიდი 1931-1932 წლებშია აგებული და ამჟამად დაზიანებულია.
🟨ხიდს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი
🟦ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ილია ინჯიასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და „ენგური ატრაქციის“ დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანაზე არსებული ვანტური ხიდის მდგომარეობას გაეცნო
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/YBp2Q

Photos from Visit Samegrelo's post 13/02/2026

📢 20 თებერვალს, 14:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ჯვარი მასპინძლობს მორიგ პროფესიულ გამოწვევას.

🔥 წალენჯიხა, ჯვარი — სსიპ პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ გახდება შეხვედრის ადგილი, სადაც კულინარიული პროფესიონალიზმი და შემოქმედება ერთ სივრცეში მოიყრის თავს. 🔥

👨‍🍳 საქართველოს შეფთა ასოციაცია სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გეგმავს სამეგრელოს რეგიონში აქტიურ ჩართულობას და ამჯერად ახალგაზრდა და მოქმედ მზარეულებს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი შესაძლებლობები სცენაზე წარმოაჩინონ. 👩‍🍳

✨ კონკურსი არ არის მხოლოდ შეჯიბრი — ეს არის გამოცდილების გაზიარება, პროფესიული ზრდა, ახალი კავშირები და შთაგონება. ✨

🚀 თუ მზად ხარ გამოწვევისთვის — გელოდებით სამეგრელოში! 🚀

#საქართველოსშეფთაასოციაცია
#სამეგრელოს Samegrelo DMO

Photos from ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration's post 02/02/2026

✅ წელს საქართველო ჩინეთში, შანხაიში, აზიაში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB China-ს პარტნიორი ქვეყანა იქნება. პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია თბილისში გაიმართა.

13/01/2026

🎉 სამეგრელოში, ძველით ახალი წლის პირველ დღეს, 14 იანვარს „კალანდა“ ეწოდება. 🎉

📜 სიტყვა „კალანდა” ლათინური სიტყვა Calendae-დან მომდინარეობს და სამეგრელოში, უშუალოდ ძველ რომაელებისგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან გავრცელდა. 📜

🌿 ამ დღისთვის საგანგებოდ მზადდებოდა თხილის ტოტისგან დამზადებული „ქუჩუჩი”, იგივე „ჩიჩილაკი”. 🌿

🎄 საახალწლოდ მორთულ მეგრულ სახლში ყველაზე გამოსაჩენ ადგილას სწორედ ჩიჩილაკი გვხვდებოდა, რომელსაც მორთავდნენ სხვადასხვა ხილით, ტკბილეულით, სუროსა და დაფნის ტოტებით. 🎄

☀️ ქუჩუჩი – ჩიჩილაკის სიმბოლიკა უძველესი პერიოდიდან იღებს სათავეს. მას მზის წარმართული ღვთაება „ბასილას წვერსაც” უწოდებდნენ. ახალი წლის აღნიშვნვაც სწორედ მისი თაყვანისცემის სიმბოლოდ აღიქმებოდა. ☀️

🥧 ამ დღეს აცხობდნენ ბასილას ღვეზელს, რომელშიც კვერცხის გულს დებდნენ. უხვად გაწყობილ საახალწლო ტაბლაზე კი ყველა ოჯახი თავისთან სასურველ „მეკვლეს” დაპატიჟებდა. 🥧

🤝 სამეგრელოში, ამ დღეს არსებობდა ისეთი ტრადიციაც, რომელსაც ხუმრობით „სტუმრის მოტაცება” ეწოდებოდა. ყველა ოჯახი ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ვინ ვის დაასწრებდა სტუმრის სახლში მიპატიჟებას, მათ გამასპინძლებას და ტკბილეულობით დასაჩუქრებას. 🤝

🎁 ძველ სამეგრელოში, კალანდა დღეს, რომ გემოგზაურათ და „გატაცებული სტუმარი” აღმოჩენილიყავით, მასპინძელი ოჯახი გულუხვად დაგასაჩუქრებდათ და მომდევნო წლის კალანდობაზე აუცილებლად დაგპატიჟებდათ! 🎁

✨ სამეგრელოს დმო გილოცავთ ძველით ახალ წელს! ✨

🎉 In Samegrelo, the first day of the Old New Year, January 14, is called “Kalanda.” 🎉

📜 The word “Kalanda” comes from the Latin word Calendae and spread in Samegrelo either directly from the ancient Romans or through Byzantine Greeks. 📜

🌿 For this day, a special decoration called “Kuchuchi,” also known as “Chichilaki,” was made from hazelnut branches. 🌿

🎄 In a festively decorated Megrelian home, the Chichilaki was placed in the most prominent spot and adorned with various fruits, sweets, ivy, and laurel branches. 🎄

☀️ The symbolism of the Kuchuchi–Chichilaki dates back to ancient times. It was also called “the Beard of Basil,” a pagan sun deity. Celebrating the New Year was perceived as a symbol of worship toward this deity. ☀️

🥧 On this day, people baked Basil’s pie, placing an egg yolk inside it. At the richly prepared New Year’s table, every family invited their desired “Mekvle” (the first guest of the year). 🥧

🤝 In Samegrelo, there was also a tradition humorously called “guest kidnapping.” Families competed with one another to be the first to invite a guest into their home, host them, and gift them sweets. 🤝

🎁 In old Samegrelo, if you happened to travel on Kalanda and became a “kidnapped guest,” the host family would generously reward you and would definitely invite you to the next year’s Kalanda celebration. 🎁

✨ Samegrelo DMO congratulates you on the Old New Year!

Photo By ეთნო სოფელი "სისატურა" Ethno Village "Sisatura"

Want your business to be the top-listed Business in Zugdidi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Address


Zugdidi