UG Dent

UG Dent

Share

09/09/2021

საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ კლინიკაში „იუჯი რეავიტა დენტი“ ხორციელდება კვლევითი პროექტი სახელწოდებით
„საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პირის ღრუს სტატუსის, სტომატოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის კვლევა“.
„იუჯი რეავიტა დენტი“ ასრულებს არა მხოლოდ სტომატოლოგიური სამკურნალო-პროფილაქტიკური და ამბულატორიული სერვისების მიწოდებას, ასევე წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო საუნივერსიტეტო ბაზას.
უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტის აკადემიური, პროფესიული თუ სხვა ნებისმიერი რესურსის გამოყენებას როგორც საუნივერსიტეტო საზოგადოების, ასევე ქვეყნისა და ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისათვის-„იუჯი რეავიტა დენტში“ შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირებს უფასოდ ჩაუტარდებათ :
🔴 ექიმის კონსულტაცია
🔴 პირის ღრუს ჰიგიენური წმენდა (ულტრტაბგერითი წმენდა, აირჭავლოვანი წმენდა )
🔴კბილების აბრაზიული პასტით გაპრიალება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ან/და (მეურვეებს) დეტალურად განემარტებათ მკურნალობის შემდგომი რეკომენდაციები :
🔴პირის ღრუს მოვლის სწორი ჰიგიენური ჩვევების ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ;
🔴პირის ღრუს მოვლის საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ;
სტომატოლოგიურ კლინიკა „იუჯი რეავიტა დენტ“-ში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფექციის კონტროლს. დეზინფექცია-სტერილიზაცია ითვალისიწინებს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას. ეპიდემიოლოგიური კონტროლით უზრუნველყოფილია კოვიდ-უსაფრთხო გარემო. ხარისხის მართვის გუნდი ზრუნავს სტანდარტებთან შესაბამისი მომსახურების მუდმივ გაუმჯობესებაზე და პაციენტების კმაყოფილებაზე.
კლინიკა აღჭურვილია ვიზიორენტგენის დანადგარით და კომპიუტერული 3D ტომოგრაფით, მიკროსკოპით, მაღალი ხარისხის სამკურნალო საშუალებებით და აპარატურით. კლინიკა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
პროექტის ბენეფიციარების ასაკი განსაზღვრულია 15-19; 35-44; 65-74 ასაკობრივი ჯგუფებით.
აღნიშნული მომსახურების გაწევის მსურველებმა გთხოვთ, მოგვმართეთ ნომერზე:
5 71 55 00 22, რეგისტრაციის შემდეგ, ვიზიტისას წარმოადგინეთ ფორმა #100 და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
„იუჯი რეავიტა დენტი“ გისურვებთ ჯანმრთელობას.
#საქართველოსუნივერსიტეტი #თუსწავლაგინდა

Want your practice to be the top-listed Dentist in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Website

Address


Kostava 77a
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 09:00 - 09:00
Tuesday 09:00 - 21:00
Wednesday 09:00 - 21:00
Thursday 09:00 - 21:00
Friday 09:00 - 21:00
Saturday 09:00 - 21:00