Lamborghini Tbilisi
21/05/2026
Lamborghini Squadra Corse ბრენდის ოფიციალური სარბოლო დეპარტამენტია, რომელიც სუპერქარების განვითარებასა და გლობალურ ტურნირებს კურირებს.
დეპარტამენტი მართავს Lamborghini Super Trofeo-ს ერთმოდელიან ჩემპიონატს იდენტური Huracán Super Trofeo Evo-ებით. სერია სამ კონტინენტს მოიცავს და ყოველწლიურად მასშტაბური მსოფლიო ფინალით გვირგვინდება.
ლამბორგინი თბილისის სერვის-ცენტრში თითოეული ოპერაცია ერთი პრინციპით იმართება - შევინარჩუნოთ სუპერქარების სიმძლავრე, საიმედოობა და მართვის ის პირველადი სიამოვნება, რომელიც მხოლოდ ლამბორგინის ახასიათებს.
Revuelto-ის ლეგენდარული V12 ძრავის დაშლა, შემოწმება და შეკეთება, სწორედ ამ პრინციპით, ოფიციალური პროცედურების დაცვით მოხდა.
19/05/2026
განახლებული ლეგენდა - 1972 წლის Miura SV.
Polo Storico-ს სამწლიანმა რესტავრაციამ ავტომობილს პირვანდელი დიდება დაუბრუნა.
ავთენტური Luci del Bosco-ს ექსტერიერი და Senape-ს მდოგვისფერი ინტერიერი თითოეული დეტალის ისტორიულ სიზუსტეს ინახავს.
15/05/2026
გაიცანით უახლესი Lamborghini Urus SE „Tettonero“ Capsule - სუპერ-SUV-ის, ყველაზე ექსკლუზიური ფორმა.
ლამბორგინიმ მილანის დიზაინის კვირეულზე URUS SE-ის ლიმიტირებული ვერსია, ფერებისა და ინტერიერის 70-ზე მეტი ინდივიდუალური ოფციით, წარმოადგინა.
სუპერ-SUV-ის ექსკლუზიური ვერსია 800-ცხენისძალიანი ჰიბრიდული სისტემით გამოირჩევა და მისი წარმოება 630 ეგზემპლარზეა ლიმიტირებული.
13/05/2026
YOU CAN'T HIDE WHO YOU ARE
Temerario - ლამბორგინის ოჯახის უახლესი სუპერქარი და ბრენდის მომავლის სიმბოლო.
63 years driven by vision.
გამოწვევა, რომელიც 1963 წელს დაიწყო, ათწლეულების შემდეგ უამრავი ადამინისთვისთვის გამბედაობის, ემოციებისა და სტილის სიმბოლოდ იქცა.
დღეს Automobili Lamborghini-ს დაბადების დღეა!
04/05/2026
Lamborghini Revuelto - ავტომობილი, რომელიც ბრენდის მემკვიდრეობას ახალ სიცოცხლეს სძენს.
ჰიბრიდული V12 ძრავა და 1.001 ცხენის ძალა, დინამიკური დიზაინით - ყველაფერი, რაც მას უნიკალურს ხდის, ახლა უკვე ერთ ავტომობილში.
01/05/2026
Born in Sant’Agata Bolognese.
ლამბორგინის თითოეული სუპერქარი Made in Italy ფილოსოფიის უმაღლესი გამოხატულება.
3.000 პროფესიონალის ხელით შექმნილი ხელოვნება, რომელიც მუდამ დროს უსწრებს.
30/04/2026
Temerario - უფრო მშვიდი, როცა გჭირდებათ და უფრო ეფექტური, როცა თავად გსურთ.
უახლესი სუპერქარით ლამბორგინის ყოველდღიური მართვის გამოცდილება ახალ, უფრო მრავალფეროვან საფეხურზე აჰყავს.
29/04/2026
ლამბორგინის დიზაინის ევოლუცია.
Temerario აგრძელებს ბრენდის დიზაინის ენას, მკვეთრი ხაზებითა და აგრესიული პროპორციებით.
თუმცა, აქცენტი უფრო სუფთა, აეროდინამიკულ ფორმებსა და ყოველდღიურ კომფორტზეა გადატანილი.
28/04/2026
Lamborghini Temerario - შექმნილი ყოველდღიური მგზავრობისთვის.
სუპერქარის ჰიბრიდული ტექნოლოგიის წყალობით, Città რეჟიმში ავტომობილი სრულად ელექტროძრავზე გადადის და საშუალებას გაძლევთ, ქალაქის ცენტრში კომფორტულად და შეუფერხებლად გადაადგილდეთ.
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Website
Address
David Agmashenebeli Alley 129
Tbilisi
0131
Opening Hours
| Monday | 09:30 - 18:30 |
| Tuesday | 09:30 - 18:30 |
| Wednesday | 09:30 - 18:30 |
| Thursday | 09:30 - 18:30 |
| Friday | 09:30 - 18:30 |
| Saturday | 09:30 - 18:30 |
| Sunday | 09:30 - 15:00 |