ABCEG
01/01/2026
🎄საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია გულითადად გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ახალ, 2026 წელს!🎉🥂✨
💙 გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, პროფესიულ წინსვლას და ახალ მიღწევებს. 🚀📈🔬
ახალი წელი იყოს ინოვაციების, წარმატებული თანამშრომლობისა და მნიშვნელოვანი პროექტების წელი ჩვენი დარგისთვის და თითოეული თქვენგანისთვის. 💡🤝🏥
🙏 მადლობას გიხდით ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და ერთობლივი საქმიანობისთვის.
ერთად ვქმნით უკეთეს მომავალს მეცნიერებისა და კლინიკური ინჟინერიის განვითარებისთვის საქართველოში. 🌍🔧❤️
🎊🎀 სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით, 🎀🎊
საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია
🎆 #შობა 🎄 #ახალი2026წელი 🔧 #ბიოსამედიცინოინჟინერია 🔬 #კლინიკურინჟინერია 🎉 #გილოცავთ 🥂 ❤️
🇬🇪 🌍 საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია (ABCEG) აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას! ✨ ჩართულობა საერთაშორისო ღონისძიებებში ჩვენი ქვეყნის პროფესიული პოტენციალის განვითარების და წარმოჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა.
🎥 იხილეთ მე-6 საერთაშორისო ICEHTMC კონგრესზე გამოქვეყნებული მოკლე ვიდეო, რომელიც ჩვენს ასოციაციას წარმოაჩენს განვითარების ამ ეტაპზე.
💫 ერთად შევძლებთ უფრო მასშტაბური აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას - ამისათვის კი საჭიროა მეტი პროფესიონალის გაერთიანება ასოციაციაში!
👩🔬👨💻 მოვუწოდებთ ყველა სპეციალისტს, ვინც მუშაობს სამედიცინო ტექნოლოგიებთან:
🎓 სტუდენტებს, 👩🔬 ლკექტორ მასწავლებლებს ⚙️ ტექნიკოსებს, 👨💻 ბოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინრებს, 🏥 ჯანდაცვის მენეჯერებს, ასევე 🧾 კლინიკებს, სახელმწიფო დაწესებულებებსა და კომპანიებს - შემოგვიერთდით!
🔗 შეავსეთ მარტივი განაცხადი ჩვენი ვებგვერდიდან 👉 www.abceg.org ან ამ ბმულიდან: https://form.jotform.com/242983035426459
🧾 კლინიკებმა, სახელმწიფო დაწესებულებებმა და კომპანიებმა მოგვწერეთ მეილზე: [email protected]
💳 ყოველტვიური საწევრო შენატანი:
• სტუდენტები – 5 ლარი
• დასაქმებული სპეციალისტები – 10 ლარი
• კომპანიები – 100 ან 200 ლარი (სიდიდის შესაბამისად)
👉 გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
🏦 თიბისი ბანკი: GE54TB7435736020100006
🏦 საქართველოს ბანკი: GE70BG0000000607804654
28/10/2025
🇬🇪 🌐 პირველად - საქართველოს სახელით - „საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაციამ (ABCEG)“ აქტიური მონაწილეობა მიიღო "გლობალური კლინიკური ინჟინერიის ალიანსის (GCEA)" მსოფლიო კონგრესში — ICEHTMC (International Clinical Engineering & Health Technology Management Congress), რომელიც გაიმართა ჩინეთის ქალაქ შენჟენში 17–20 ოქტომბერს.
🤝 ეს მნიშვნელოვანი ფორუმი აერთიანებს მსოფლიოს წამყვან კლინიკურ ინჟინრებს, მეცნიერებსა და ჯანდაცვის ტექნოლოგიების ექსპერტებს, სადაც განიხილება კლინიკური ინჟინერიისა და სამედიცინო ტექნოლოგიების მართვის უახლესი მიღწევები, ინოვაციები და განვითარების სამომავლო მიმართულებები.
🌍 მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგატებთან ერთად, აქტიურად ვიყავით ჩართული დისკუსიებში ისეთ თემებზე, როგორიცაა სამედიცინო ტექნოლოგიების ეფექტიანი მართვა, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია და ინჟინერიის როლის გაძლიერება თანამედროვე ჯანდაცვის სისტემებში.
✨ წარვსდექით როგორც სპიკერები, მომხსენებლები და პანელური დისკუსიის მონაწილენი.
💡 ასოციაცია აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და მზად არის, მიღებული გამოცდილება და ცოდნა გამოიყენოს საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკური ინჟინერიის განვითარების მხარდასაჭერად, რაშიც თითოეული ინჟინერის და პროფესიონალის ჩართულობის იმედი გვაქვს 🚀
#სამედიცინო #ტექნოლოგიები
28/10/2025
🇬🇪 🌐 მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკური ინჟინერიის საზოგადოებისთვის!
🤝 „საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია (ABCEG)“ ოფიციალურად გახდა
„სამედიცინო და ბიოლოგიური ინჟინერიის საერთაშორისო ფედერაციის (IFMBE – International Federation for Medical and Biological Engineering)“ წევრი!
✨ ეს არის ისტორიული ნაბიჯი საქართველოს ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების გზაზე.
IFMBE აერთიანებს მსოფლიოს წამყვან პროფესიულ ორგანიზაციებსა და სპეციალისტებს, რომელთა მიზანია სამედიცინო და ბიოლოგიური ინჟინერიის სფეროს წინსვლა, ინოვაციების ხელშეწყობა და გლობალური თანამშრომლობის გაღრმავება.
🔹 ამ წევრობით საქართველო უკვე ოფიციალურადაა წარმოდგენილი მსოფლიო ბიოინჟინერიის პროფესიულ ქსელში;
🔹 ABCEG-ს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო პროექტებსა და კვლევებში;
🔹 გაიზრდება ქართველი სპეციალისტების ჩართულობა გლობალურ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ინიციატივებში.
💡 ასოციაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან — საქართველოს ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების და ჯანდაცვის ტექნოლოგიების გაძლიერების მიზნით.
დარგის პროფესიონალების ძალიან საინტერესო საუბარი მნიშვნელოვან თემაზე 👇
სრული გადაცემა 👉 https://www.myvideo.ge/tv/puls/2025-04-03/21:12:00
28/03/2025
საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია (ABCEG) ოფიციალურად გახდა გლობალური კლინიკური ინჟინერიის ალიანსის (GCEA) წევრი! 🌍🤝 🇬🇪
ეს პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის ქართული კლინიკური ინჟინერიისთვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და თანამედროვე ტექნოლოგიების გაზიარებას. 🏥💻
გლობალურ ქსელში გაწევრიანებით, ABCEG კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება კლინიკური ინჟინერიის მსოფლიო ინიციატივებში, რათა გაუმჯობესდეს ჯანდაცვის სისტემის ხარისხი და ტექნოლოგიური მდგრადობა. 🚀✨
🌐 გაიგეთ მეტი GCEA ს შესახებ:
🔗 www.globalcea.org/home
წარმატებები სტუ ს ბიოსამედიცინო ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესიონალთა გუნდს! 🚀🔬 🇬🇪
https://www.facebook.com/profile.php?id=100063544151676&rdid=pjQht5huvzHgdrtN&share_url=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshare%2F161d4rsFkb%2F #
ბიოსამედიცინო ინჟინერია/Biomedical Engineering საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი�
01/02/2025
🩺🔬 გახდი საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაციის (ABCEG) წევრი!
📢 თუ ხარ ბიოსამედიცინო ან კლინიკური ინჟინერი, სტუდენტი ან ამ სფეროთი დაინტერესებული პროფესიონალი, გაწევრიანდი ასოციაციაში და გახდი ამ დარგის განვითარების ნაწილი! 🌍🤝
🔗 რეგისტრაციისთვის შეავსე ელექტრონული განაცხადი:
👉 https://form.jotform.com/242983035426459
📌 გაერთიანდი პროფესიონალთა საზოგადოებაში, ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი ბიოსამედიცინო და კლინიკური ინჟინერიისთვის! 🚀
#ბიოსამედიცინოინჟინერია #კლინიკურიინჟინერია #გაწევრიანდი
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Website
Address
Tbilisi