Start - Business Solutions
12/12/2025
💬 დღეს მოგიყვებით ქალბატონ ლეილაზე, რომელმაც შემოქმედებითი ხედვა და ბავშვებისადმი სიყვარული საკუთარ პროფესიულ საქმედ აქცია და შექმნა საბავშვო ბაღი, რომელიც ბათუმის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი სივრცეა.
🎈საბავშვო ბაღი "ტაატი" უკვე 4 წელია ქმნის თბილ, უსაფრთხო და შემოქმედებით გარემოს, სადაც ბავშვების პირველი ნაბიჯები განსაკუთრებული მზრუნველობითა და საინტერესო აღმოჩენებით იწყება. ბაღი გამოირჩევა ინკლუზიურობით, ინდივიდუალური მიდგომებითა და თამაშით სწავლის უნიკალური ფილოსოფიით.
ბიზნესის შეფასების შემდეგ გამოიკვეთა ძირითადი საჭიროებები - ბრენდის ციფრულ არხებში სწორად პოზიციონირება და განვითარებისა და კომუნიკაციის სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც ბაღის უნიკალურ მიდგომებს სწორად წარმოაჩენდა.
დღეს ბაღი წარმატებით ახორციელებს სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ აქტივობებს. ჩვენ კი გვჯერა, რომ „ტაატი“ კიდევ უფრო მეტ ბავშვს მისცემს შესაძლებლობას გაიზარდოს და განვითარდეს იმ უსაფრთხო, თბილ და შემეცნებით სამყაროში, რომელიც მათ ძლიერ და წარმატებულ მომავალს შექმნის.
#გააძლიერექართულიბიზნესი
29/10/2025
💬 კიდევ ერთი დასრულებული კომპლექსური პროექტი, რომლის ფარგლებშიც გვინდა გაგაცნოთ ბაბანეურის მარანი • Babaneuris Marani.
🍷ბაბანეურის მარანი • Babaneuris Marani არის ადგილი, სადაც ერთიანდება ტრადიციული ღვინის წარმოება და ქართული სტუმართმოყვარეობა.
პროექტის ფარგლებში, სტარტის გუნდმა იმუშავა ბიზნესის განვითარების მიმართულებით. შესაბამისად, კვლევისა და მონაცემების დეტალური ანალიზის საფუძველზე მომზადდა ბიზნესის განვითარების სტრატეგია და ახალი მიმართულების ბიზნეს გეგმა.
🚀გვჯერა, რომ ბაბანეურის მარანი წარმატებით აღასრულებს განვითარების სტრატეგიას და მრავალფეროვანი შესაძლებლობებით გააგრძელებს გამორჩეული ბრენდის შენებას.
#გააძლიერექართულიბიზნესი
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
University Steet 24
Tbilisi
0186
Opening Hours
| Monday | 10:00 - 19:00 |
| Tuesday | 10:00 - 19:00 |
| Wednesday | 10:00 - 19:00 |
| Thursday | 10:00 - 19:00 |
| Friday | 10:00 - 19:00 |