Elnote
21/03/2013
ტყუილად არ ჰქვიათ ამ საოცრებებს ლომვეშაპები. მათ საკმაოდ მრისხანე გარეგნობა აქვთ. ოთხი მეტრი სიგრძის ქონიანი ტანი თითქმის ტონას იწონის და ერთი მეტრის სიგრძის ორი თეთრი ეშვი უელავს, რომლებიც პატარა თავის ზედა ყბიდან, ძირისკენაა წაზრდილი. ლომვეშაპი ზანტი და მოუქნელი არსებები გეგონებათ, მაგრამ თუ დაჭერას დაუპირეთ, ის საოცრად სწრაფად დაიწყებს მოძრაობას. ზაფხულს ისინი პატარა კუნძულ კრუგლოვზე ატარებენ, რომელიც მოლუსკებითაა მდიდარი, ეშვების დახმარებით ლომვეშაპები სანაპირო წყლის ფსკერიდან ფხეკენ მიდიებს და ხამანწკებს და ხმელეთზე დასასვენებლად ამოფოფხდებიან. ლომვეშაპები ახლომხედველები არიან, ცუდად ესმით, მაგრამ კარგად აქვთ განვითარებული ყნოსვა. ჩვეულებრივ, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში მათ სძინავთ სანაპიროს ქვიშებზე, ხმამაღლა ხვრინავენ; ლომვეშაპები მოჩხუბრები არიან: ხშირად მათ შორის ნამდვილი ომი იმართება ხოლმე.
18/03/2013
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Telephone
Website
Address
დოლიძის #7
Tbilisi