Know How Training Center
12/11/2025
ტრენინგი
ფონდების მოძიება და საგრანტო განაცხადის მომზადება
ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• პრობლემის აღწერა/ საჭიროების გამოვლენა;
• პრაქტიკული SWOT ანალიზი (დონორისა და ორგანიზაციის ინტერესების თანხვედრა);
• დონორების იდენტიფიცირება და მათი ნდობის მოპოვება;
• საგრანტო გზამკვლევის დამუშავება;
• პროექტის ლოგიკური მოდელი (რესურსები, ქმედებები, შედეგი) (input-output-outcome);
• „ბენჩმარკინგი“ და ინდიკატორების მომზადება SMART პრინციპით;
• ბიუჯეტის მომზადება;
• დროში განაწილება;
• სათაური და რეზიუმე;
• რისკები და მდგრადობა.
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, გაგრძლდება 3 საათი, ერთი ოცწუთიანი შესვენებით,
თარიღი: 3,6 და 10,13 დეკემებერი, 2025 (ოთხშაბათი და შაბათი)
საათი: 19:00 - 21:00
ტრენინგს გაუძღვება: დავით დარსაველიძე MPA, PhD, ე.წ. „სოფტ“ უნარების სერტიფიცირებული ტრენერი, ფონდების მოძიების 20 წელს მეტი გამოცდილებით.
ტრენინგის მსვლელობისას დიდი ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რაც მაქსიმალურად აღქმად და შინაარსობრივს ხდის ტრენინგს.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატი.
რეგისტრაცია: 30 ნოემბრამდე, სმს-ით გამოგვიგზავნე შენი სახელი, გვარი, და წერილის სათაურში მიუთითეთ ტრენინგის დასახელება (ექსელი (Excel) ბიზნესში - ფინანსური მოდელირება) მისამართზე: 557000587.
საფასური: 300 ლარი
თანხის გადახდა: 30 ნოემბრამდე, საბანკო რეკვიზიტების მისაღებად დაგვიკავშირდით სმს-ით ან დაგვირეკეთ ტელეფონზე: 557 000 587.
12/09/2023
8. მეს მიღმა?
ვინც იტყვის ეგოისტი არ ვარო, ალბათ, თავს მოიტყუებს ან შესაძლოა სხვაგვარად აღიქვამდეს ეგოიზმს.
ნებისმიერი ადამიანი ეგოისტია, ის ცდილობს საკუთარი ინტერესების მაქსიმალურად რეალიზებას და სხვაგვარი აღქმა მხოლოდ სტერეოტიპებით ჩამოყალიბებულ ლაბირინთის ერთი მორიგი ჩიხია.
ზოგის ეგო გაზრდილია, ზოგის შედარებით მცირე, ზოგის ეგო უხეში პირდაპირი ფორმებით გამოიხატება, ზოგის კი დახვეწილი და მისაღებია. თუ ერთი ადამიანის ქცევა შემაწუხებელია და ამბობენ როგორი „ეგოსიტია“, ეს ხშირ შემთხვევაში ასოცირდება დაუხვეწავ ეგოსთან. განათლებული და, ამასთან, განვითარებული ემოციური ინტელექტის ადამიანი იმ ფორმით ახდენს მისი ეგოს დემონსტრირებას, რომ ეს სხვებისთვის არა თუ გამაღიზიანებელი, არამედ მისაღებიცაა, სხვა სიტყვებით, ის ფიქრობს სარგებელი მიიღოს არამხოლოდ მან, არამედ პროცესში ჩართულმა სხვა მხარეებმაც.
აინშტაინს აქვს ნათქვამი: რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მისი ეგო უფრო მცირეაო, ვფიქრობ უფრო მართებულია ვთქვათ: რაც უფრო განათლებულია ადამიანი მისი ეგო უფრო დახვეწილია. განათლებით ეგო არათუ მცირდება, იზრდება, თუმცა, სწორ ფორმას იღებს, ისეთ ფორმას, რომ სხვებსაც რგებს და ეს თვალშისაცემი სულ უფრო ნაკლებადაა.
ე.ი. ადამიანის განათლების მიღებისა და ემოციური ინტელექტის განვითარებასთან ერთად უფრო მისაღები ფორმით ყალიბდება მისი ეგო და იმდენად ნაკლებადაა ის გამაღიზიანებელი, რომ ზოგჯერ ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს ადამიანი ეგოსგან „გათავისუფლებულია“, სინამდვილეში ეს ასე არაა.
შეიძლება ვინმემ იკითხოს: სად არის ეგო როცა ადამიანი სხვას ეხმარება, მაგალითად შეჭირვებულზე ფულით დახმარება „არაფრის“ სანაცვლოდ ან კიდევ შვილისთვის სიცოცხლის გაწირვა. როცა სხვას „უანგაროდ“ ეხმარება ადამიანი, ბევრი მიზეზის გამო შეიძლება აკეთებდეს, რაც კვლავაც ეგოს უკავშირდება: შეიძლება ადამიანს სწამდეს, რომ კეთილი საქმე გარდაცვალების შემდეგ მისი სულის ცხოვნებისთვის აუცილებელი ქმედება იყოს, ან კიდევ მას სიამოვნებას ანიჭებდეს სხვის თვალებში ამოკითხული მადლიერება/იმედი, ან კიდევ სურდეს წარმოჩენა რომ სხვას ეხმარება, ან სულაც ცდილობდეს მსგავსი ადამინებისგან აგრესიის თავიდან აცილებას და კიდევ სხვა მრავალი. შვილის შემთხვევაში, ეგოცენტრული ფაქტორები კიდევ უფრო მარტივად შესაცნობია, შვილი ქვეცნობიერ დონეზე მშობლის მიერ მის ყველაზე ფასდაუდებელ ნაწილად აღიქმება და იმდენად დიდი საგანძურია რომ მისი სიცოცხლე ხშირ შემთხვევაში მეორე ხარისხოვნადაც კი წარმოსდგება, შვილი მშობლისთვის მისი სხეულის ყველაზე მგძნობიარე ნაწილია, რომლისთვის ზრუნვა, როგორც წესი, სწორედ რომ მისი ეგოს დაკმაყოფილების აუცილებელი პირობაა.
სწორად ფორმირებული ეგო ჩვენი წარმატებისა და ბედნიერების გასაღებია, ის ჩვენი არათუ პროფესიული ზრდისა თუ რეალიზების აუცილებელ ნაწილს, არამედ ყოველდღიური ცხოვრების ლოგიკურად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.
12/09/2023
7. უფროსობის გარეშეც „მოსულა“
ყველას პირველობა უნდა და ბევრს გვგონია პირველობა უფროსობაშია, სამწუხარო რეალობაა რომ პირველობას უმეტესწილად ვერტიკალურ დაქვემდებარებაში (უფროსისა და შემსრულებლის) და არა ჰორიზონტალურ იერარქიაში (პროფესიონალიზმის ხარისხით) ვხედავთ. არადა, ბედნიერებას შესაძლოა ერთი რომელიმე ჩვენთვის სასურველი პროფესიის სათანადო დაუფლებით მივაღწიოთ და უფროსობა საერთოდ არ დაგვჭირდეს.
თუ უფროსობას ზედმეტად არ ვეტრფით და ვეძებთ ჩვენი განვითარებისთვის ყველაზე სასურველ კალაპოტს, მაშინ უფრო დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია და შესაბამისად, განვლილი ცხოვრებაც ბედნიერი წუთების ნაკრები დიდი ისტორია ხდება, რომლის ფურცლების გაცნობა, საინტერესო ამბის მთხრობელად აქცევს ავტორს.
მენეჯერობა/უფროსობა საჩვენოა?
ბევრი ადამიანი ხარბი თვალით უყურებს მენეჯერების, მმართველების პოზიციებს, თუმცა არ იაზრებს რამდენადაა ეს მისთვის სასურველი. იყო მმართველი აუცილებლად მოითხოვს სპეციალურ უნარებს, როგორიცაა: განვითარებული კომუნიკაციის უნარი და ინტუიცია, ერთდროულად სხვადასხვა ქმედებების გააზრება და დროული გადაწყვეტილების მიღების უნარი, სამართლიანობა, ვერტიკალური და ჰორიზონტალური თანასწორობის აღქმა, მართვის სხვადასხვა სტილების (ლიდერი, ექსპერტი, ფასილიტატორი, მკვლევარი, და ა.შ. ) გამოყენების უნარი და სხვა მრავალი. აღნიშნული უნარები მინიმალურ დონემდე შესაძლოა განივითაროს ინდივიდმა, თუმცა, მის მიღმა, აღნიშნული უნარები მის ბუნებრივად ძლიერ მხარეს თუ არ წარმოადგენს, სათანადო მენეჯერად ვერ ჩამოყალიბდება.
ამასთან, ე.წ. უფროსობა დიდი პასუხისმგებლობაა და თუ ადამიანი ბუნებრივად არ არის ზემოთ მოყვანილი სპეციალური უნარებით დაჯიდოვებული, მისი მხრიდან მართვა შესაძლოა არცთუ ისე სახარბიელო მაგალითად იქცეს. მაშინ როცა, გამორჩეულად სამაგალითო იყოს მისი როგორც რომელიმე დარგის სპეციალისტის/შემსრულებლის საქმიანობის შედეგი.
აუცილებელია გვახსოვდეს რომ მართვა, მენეჯმენტი ერთ-ერთი სპეციალიზაციაა და მის გარდა, უამრავი სხვა სპეციალობაა, რომელშიც უმეტესი ჩვენგანი ბევრად უფრო კარგად ვრეალიზდებით და ვპოულობთ ჩვენთვის სასურველ ბედნიერებას.
04/09/2023
FLEX პროგრამით ამერიკაში სწავლების შესაძლებლობისთვის, რეგისტრაცია მიმდინარეობს შესაბამისი სასკოლო ასაკის მოსწავლეებისთვის.
აგერ, ბურთი და მოედანი, წარმატებები 👀🎯✈️🏛 🇺🇸
Future Leaders Exchange Program — AC Georgia FLEX Program აპლიკაციების მიღება დაიწყება აგვისტოში აღმოაჩინე FLEX-ი, აღმოაჩინე სამყარო! აპლიკაციის შევსება მომავალ ლიდე...
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the school
Telephone
Website
Address
34 V. Gorgasali Str.
Tbilisi
0114