Mathbag International Mathematical Puzzl Contest Georgia
11/11/2019
საერთაშორისო კონკურსების მონაწილეებს!
ძვირფასო კონკურსანტებო, სისტემაში მიმიდინარე გასაგები მიზეზების გამო, დაჯილდოების ცერემონიალის ჩატარება გვიანდება; ვიცით, რომ თითოეული თქვენგანი სულმოუთქმელად ელოდება სერტიფიკატებს, ზოგიერთი კი, საჩუქრებსაც.ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ელექტრონული სერტიფიკატები გამოგიგზავნოთ(რაც პირდაპირ შეესაბამება საერთაშორისო კონკურსების წესებს), რომლის ფერადად ამობეჭდვა სირთულეს არ წარმოადგენს;ვიმედოვნებთ, ახლო მომავალში ყველაფერი დალაგდება და ახალი მინისტრი მოგილოცავთ წარმატებებს.
ვფიქრობთ, ბევრ მასწავლებელსაც ესაჭიროება იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ საერთაშორისო კონკურსებისათვის ამეცადინებდნენ მოსწავლეებს.
ამიტომ:
1. მოსწავლეებს ვთხოვთ: 14 ნოემბრიდან-24 ნოემბრის ჩათვლით(თქვენი აქტიური ელფოსტის მისამართიდან) გამოგვიგზავნოთ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, რაიონი/ქალაქი, სკოლა,კლასი.
მონაცემები გამოგვიგზავნეთ მისამართებზე:
[email protected] ან/და
[email protected]
თუ გამოგზავნიდან 10 დღის განმავლობაში ვერ მიიღებთ პასუხს(ელოქტრონულ სერტიფიკატს), ე.ი. თქვენი გამოგზავნილი მისამართი არასწორია და ხელმეორედ დაგვიკავშირდით.
გთხოვთ, არ დაიზაროთ და წერილი გამოგვიგზავნოთ თქვენი ფოსტიდან, რამეთუ ძალიან ბევრი კონკურსანტის მეილი არასწორი იყო!
2. მასწავლებლებს, ვისაც სჭირდება დოკუმენტო, რომ საერთაშორისო კონკურსისათვის ამეცადინებდა მოსწავლეებს, ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი. რაიონი/ქალაქი, სკოლა, რომელ საგანს ასწავლით, რამდენ ბავშვს ამეცადინებდით და ისიც, თუ თქვენმა რომელსამე მოსწავლემ მოიპოვა წარმატება(დაკავებული ადგილი).
ძვირფასო ბავშვებო, პატივცემულო მასწავლებლებო, გთხოვთ, ეს ინფორმაცია გადასცეთ თქვენს ნაცნობ-მეგობრებს.
,,ბალავარის" ადმინისტრაცია
13/05/2019
საერთაშორისო კონკურს MathBag-ის მონაწილეთა საყურადღებოდ!
ძვირფასო კონკურსანტებო, ახლახანს, კანადიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ შედეგების შეჯამება 3(სამ) დღეში დასრულდება. ასოციაციის ვებგვერდზე კი, პარასკევს, 17 მაისს გამოქვეყნდება.
07/04/2019
MathBag-ის ჩატარების თარიღი
ძვირფასო კონკურსანტებო!
მათემატიკური თავსატეხების საერთაშორისო კონკურსი
MathBag ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილს.
ტესტების ცენტრების სია(ანუ იმ სკოლების ჩამონათვალი, სადაც ჩატარდება კონკურსი), 9 აპრილს(საღამოს) გამოქვეყნდება www.balavarigeorgia.ge საიტზე;
იმ კონკურსანტების საყურადღებოდ, ვინც ინდივიდუალურად დარეგისტრირდა ონლაინ რეჟიმში!
ძვირფასო ბავშვებო, კონკურსზე დარეგისტრირებისას ბევრმა თქვენგანმა გარკვეული შეცდომები დაუშვა(ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ გაცნობეთ
ელ-ფოსტით); ამიტომ აუცილებელია თქვენი მონაცემების გადამოწმება გთხოვთ, არ დაიზაროთ და დღესვე გამოგვიგზავნოთ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, ქალაქი(სადაც ცხოვრობთ/სწავლობთ), სკოლის დასახელება და კლასი( [email protected] მისამართზე).
ეს თხოვნა არ ეხება მათ, ვინც მასწავლებელმა დაარეგისტრირა, ან ვისმა მშობელმაც გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და უკვე გამოგვიგზავნა მონაცემები.
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the school
Telephone
Website
Address
Shevardenidze #11
Tbilisi
Opening Hours
| Monday | 10:00 - 18:00 |
| Tuesday | 10:00 - 18:00 |
| Wednesday | 10:00 - 18:00 |
| Thursday | 10:00 - 18:00 |
| Friday | 10:00 - 18:00 |