GOLD WAY
24/01/2017
რაოდენ სასარგებლოა ცურვა ჯანმრთელობისთვის?!
ცურვა რომ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ყველამ იცის. სხვა საკითხია, რომ ამ გამაჯანსაღებელი სპორტით დატვირთვის საშუალება ყველას არ აქვს. ზოგს დრო, ზოგს ფული, ზოგსაც ნებისყოფა და სურვილი არ აქვს.
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 3-დან 5 წლამდე ასაკის 180 ბავშვი მონაწილეობდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე ცურავდნენ, თანატოლებთან შედარებით გაცილებით მოაზროვნენი და ჭკვიანები იყვნენ. ამ და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ცურვა გონებისთვისაც მეტად სასარგებლოა.
და კიდევ, წყალი იმდენად სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, რომ საკმარისია 20°C ტემპერატურის წყალში სულ ერთი წუთით დგომა და ჰემოგლობინის დონე მაღლა იწევს.
11/01/2017
მჯდომარე ცხოვრების ყოველი საათი ადამიანს სიცოცხლეს 22 წუთით უმოკლებს
ცხოვრების უმოძრაო, მჯდომარე სტილი რომ მძიმე დარტყმას აყენებს ჯანმრთელობას, ამაზე დღეს აღარავინ დავობს. ერთს შეგახსენებთ მხოლოდ, უმოძრაო ცხოვრება მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის, არაინფექციური პათოლოგიებიდან (ფაქტორებიდან), მეოთხე ადგილზეა. მედიკოსთა განმარტებით, ადამიანები რომ ყოველ საათში სულ ორიოდე წუთით დგებოდნენ ფეხზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად, პრობლემის არსი ძირეულად შეიცვლებოდა.
ოფიციალური რეკომენდაციების თანახმად, დღეში მინიმუმ 30-წუთიანი ფიზიკური აქტივობაა საჭირო. ხოლო სტრატეგია "სულ ორიოდე წუთი ყოველ საათში" ამ მაჩვენებელთან მიახლოების საშუალებას იძლევა. აღნიშნულ აქტივობას კვირაში 2,5-3 საათიანი ზომიერი ინტენსივობის ვარჯიშიც უნდა დაემატოს.
ეს დასკვნა სპეციალისტებმა გამოიტანეს 3243 მოხალისეზე (რომლებიც აქსელერომეტრებს ატარებდნენ) სამწლიანი დაკვირვების შედეგად. უიტისა და კოლორადოს უნივერსიტეტების სამედიცინო სკოლების თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ თუ ადამიანები უბრალოდ იდგნენ ამ ორი წუთის განმავლობაში, არანაირი განსხვავება არ შეინიშნებოდა, ხოლო თუ აქტიურობდნენ - ვარჯიშობდნენ ან აჩქარებული ნაბიჯით სეირნობდნენ, სიკვდილის რისკი 33 %-ით ქვეითდებოდა.
როგორც გაირკვა, სკამზე გატარებული ანუ მჯდომარე ცხოვრების ყოველი საათი ადამიანს სიცოცხლეს 22 წუთით უმოკლებს, ხოლო ფიზიკური ვარჯიშის ყოველი საათი 90 წუთით უხანგრძლივებს. ეს ლოგიკურია, ადამიანის ორგანიზმი ხომ მოძრაობისა და აქტივობისთვისაა შექმნილი.
^_^
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Website
Address
#2 University Str.
Tbilisi
0186