EMSA Tbilisi
07/05/2025
2025 წლის 2 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით დაიწყო საფაკულტეტო კონფერენციები - “წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი”. პირველი კონფერენცია ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტისთვის, EMSA Tbilisi-ის ჩართულობით.
🔵კონფერენცია საზეიმოდ გაიხსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ირაკლი ნატროშვილის, მისასალმებელი სიტყვით. გამოსვლაში რექტორმა ხაზგასმით აღნიშნა მეცნიერების გადამწყვეტი როლი თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში და მომავალ თაობას მოუწოდა კვლევით საქმიანობაში აქტიური ჩართულობისკენ. რექტორთან ერთად თსსუ-ის ვიცე-რექტორმა მეცნიერების მიმართულებით, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ გაიხსენეს სტუდენტობისას მათი ორგანიზაციაში მოღვაწეობის წლები და ისაუბრეს ორგანიზაციის მნიშვნელობაზე, როგორც ტრადიციულ და მყარ პლატფორმაზე სტუდენტური სამეცნიერო საქმიანობისთვის.
🔵კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო თანამედროვე მედიცინის უახლესი მიღწევები და გამოწვევები.
🎉კონფერენციაზე გამოვლინდა სამი გამარჯვებული:
🥇ნიტა ვერულავა და ქეთევან აბესაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტები,ხელმძღვანელი პროფ. თენგიზ ვერულავა-,,ორსულთა რკინადეფიციტური ანემია საქართველოში, მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მიდგომები”.
🥇ნიკოლოზ ქაჯაია და ვახტანგ კახიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტები, ხელმძღვანელი ხათუნა რეხვიაშვილი, თსსუ-ის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი-,,კიბოსთან ბრძოლის ისტორია-პაპირუსიდან პერსონალიზებულ იმუნოთერაპიამდე”
🥇ლიზი სარჯველაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის V კურსის სტუდენტი, ხელმძღვანელი ასისტენტ პროფ. გიორგი გელეიშვილი-,,აკადემიური მოსწრების ხარისხი სტუდენტის ფსიქოლოგიურ ტიპთან”.
EMSA-Tbilisi-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალწლიანი თანამშრომლობა, რომელმაც საფუძველი დაუდო არაერთ წარმატებულ პროექტსა და შექმნა მტკიცე პროფესიული და მეგობრული კავშირი ჩვენს ორგანიზაციებს შორის.
მადლობა, რომ მუდამ გვიდგახართ გვერდით სტუდენტური მეცნიერების განვითარებისა და მომავალი მედიკოსების მხარდაჭერის გზაზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ერთობლივი გზა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქნება წარმატებით სავსე.
🔵ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით მონაწილეებს გაწეული შრომისთვის!
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ხელმძღვანელებს, ჟიურის წევრებს, დამსწრე პროფესორ-მასწავლებლებს და მთელს დამსწრე აუდიტორიას აქტიური ჩართულობისთვის.
02/04/2025
26-30 მარტს, პოლონეთის ქალაქ ლოძში, გაიმართა ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (EMSA) ყოველწლიური საგაზაფხულო ასამბლეა EMSA-MUL-LODZ-ის ორგანიზებით.
ჩვენთვის დიდი პატივი იყო ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობა, და კოვიდ-19 პანდემიის შემდეგ, პირველად, საქართველოც კვლავ აქტიურად ჩაერთო ორგანიზაციის სტრუქტურაში.
გულწრფელად ვუხდით მადლობას ორგანიზატორებს დაუღალავი შრომისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ასამბლეის თითოეულ წევრ ქვეყანასთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება 💙💙💙
On March 26-30, in the city of Łódź, Poland, the European Medical Students' Association (EMSA) held its annual Spring Assembly, organized by EMSA-MUL-LODZ.
It was a great honor for us to take part in this significant event, and for the first time since the COVID-19 pandemic, Georgia has once again actively engaged in the structure of the organization.
We sincerely thank the organizers for their tireless efforts and hope to continue fostering close and fruitful collaboration with each member country of the Assembly 💙💙💙
02/04/2023
2 აპრილი - აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე 2007 წელს გაეროს გენერალური ანსამბლეის რეზოლუციით გამოცხადდა.
🔸რა ახასიათებს აუტიზმის სპექტრის აშლილობას?
სოციალური კომუნიკაციის სირთულე და ქცევის, ინტერესის ან აქტივობების შეზღუდული, განმეორებადი ნიშნები.
🔸აუტიზმის სწრაფად მზარდი შემთხვევების მიუხედავად, ცოტა რამ არის ცნობილი მისი ეტიოლოგიის, რისკ-ფაქტორებისა და დაავადების პროგრესირების შესახებ.
🔸ნეირომეცნიერების მეთოდების კონვერგენცია სულ უფრო ფართოდ არის აღიარებული მისი მნიშვნელობით აუტიზმის პათოლოგიური მექანიზმების გარკვევაში.
,,ფაზლის ყოველი ნაწილი ისეთივე უნიკალურია, როგორიც ჩვენ. ნუ დავტოვებთ ცალკეულ ფიგურებს განმარტოებით.“
🔸Autism spectrum disorder (ASD) is a prevalent and complex neurodevelopmental disorder which has strong genetic basis.
🔸 Despite the rapidly rising incidence of autism, little is known about its aetiology, risk factors, and disease progression
🔸 The convergence of neuroscience methods is becoming more widely recognized for its significance in elucidating the pathological mechanisms of autism.
,, Each piece of the puzzle is as unique as we are. Let's not leave individual figures alone.“
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the school
Website
Address
Tbilisi
0177,