Avon102
04/03/2017
ხუთშაბათს 2 მარტს Avon 102 ის გუნდმა კომპანიის თამანშრომლებთან ერთად გამართა საინფორმაციო აქცია ბუკიას ბაღში.
აქციამ წარმატებით ჩაიარა და უამბრავმა ადამიანმა გაიგო მეტი,კომპანიის და ბენეფიტების შესახებ,რაც აქ შეგიძლიათ სრულიად უსასყიდლოდ მიიღოთ.
თუ დაინტერესდები თქვენც დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია.
20/02/2017
შენ ხარ თანამედროვე 21-ე საუკუნის ადამიანი?
და შენთვის კომფორტულია სახლიდან გაუსვლელად: შეარჩიო,დაათვალიერო,შეუვკიეთო სასურველი პროდუქტი?
მაშინ გადადი ლინკზე,შეარჩიე პროდუქტი,გაიარე ამრტივი რეგისტრაცია და იგრძენი პროგრესის დადებითი მხარეები.
მიიღეთ საუკეთსო რჩევები,პროფესიონალებისგან.
15/02/2017
102 ზონის მენეჯერის და მთლიანად ზონის სახელით.
გვინდა დაბადების დღე მივულოცოთ ჩვენი გუნდის ერთ-ერთ წარმატებულ და ულამაზეს კოორდინატორ ეკა ბერიძეს.
ეკა შენთვის მთავარი ბედნიერება შენი ოჯახია და გისურვე,ჯანმრთელი,ბედნიერი და წარმატებული იყოს ოჯახის ყველა წევრი.
ასევე გისურვებ ისეთი სიმაღლეები დაგეპყროს აქამდე რომ არ დაგიპყრია. :)))
08/02/2017
⚠⚠⚠სოციალურ სივრცეში გავრცელდა აღნუშნული პოსტი,რომლის ავთენტურაბაშიც რათქმაუნდა დარწმუნებული არ ვართ,მაგრამ მინდა დახმარება შენოგთავაზოთ.
♼ გპირდებით რომ დაუსაქმებელი არ დარჩებით და გექნებათ ბევრად უკეთესი,სამუშაო პირობები და ღირსეული შემოსავალი.
ამისთვის გთხოვთ მოგვწერეთ:
✅ სახელი გვარი.
✅ტელ ნომერი.
✅მიმდინარე ან წინა სამუშაო ადგილი.
წაიკითხეთ აუცილებლად !!!
"ფრესკოს თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ ხმა მოგაწვდინოთ მთელს საქართველოს და გაგაგებინოთ, თუ რეალურად რა სიტუაციაა სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოში" !
დღევანდელ საქართველოში სამსახურეობრივი ანაზღაურება შრომის ხარისხსა და კოეფიციენტს რეალურად რომ არ შეესაბამება ეს ყველასთვის ნაცნობი და სამწუხარო ფაქტია, რაც ნამდვილად აღარავის უკვირს, თუმცაღა ის რაც ფრესკოში ხდება ყოველგვარ საზღვარს სცდება, არაადამიანურობის უმაღლესი გამოხატულებაა და თავისუფლად შეგვიძლია "თანამედროვე მონობის" გამოვლინებაც ვუწოდოთ. ეს ჩამონათვალი კი ნათლად დაგანახებთ აღნიშნულს:
1. სამუშაო საათები განისაზღვრება 12 საათით, კვირაში 5 დღე. როგორც ვიცით, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სამუშაო საათების რაოდენობა არის კვირაში 48 საათი,რაც ზეგანაკვეთურ სამუშაოს წარმოდგენს და უნდა ანაზღაურდეს შესაბამისად. ფრესკოს თანამშრომლების სამუშაო საათები კი კვირაში შეადგენს 60 საათს, ხოლო ანაზღაურება არის მინიმალური - 400 ლარამდე.
2. სამუშაო დღეს შესვენების დრო განისაზღვრება 1-1.5 საათით განისაზღვრება(რაც დამოკიდებულია დასაქმებულის დაკავებული პოზიციით), ამ პერიოდის განმავლობაში, თანამშრომლებს აუკრძალეს მობილური ტელეფონებით სარგებლობა, რითაც ისინი ფაქტობრივად მოწყვიტეს გარესამყაროს, ვინაიდან მათ ყავთ შვილები, ქმრები, ცოლები, მშობლები, რომელთაც ვერანაირი საშუალებით ვერ დაუკავშირდებიან 12 საათის განმავლობაში.
3. ინვენტარიზაციის შემდეგ გათვალისწინებული იყო, რომ თანამშრომლებს დააკლდებოდათ ხელფასის 20%, რეალურად, თანამშრომლებს ხელფასიდან დაექვითათ 50% და ზოგიერთს მეტიც. მაგ. ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ზედმეტად ნამუშევარი საათების სანაცვლოდ 404 ლარი უნდა დარიცხვოდა ანაზღაურების სახით, ინვენტარიზაციის შემდგომ დაურიცხეს 185 ლარი.
4. თანამშრომლებს ვერავინ გასცა პასუხი თუ რატომ დაერიცხათ ზემოთ ნახსენები მცირე ოდენობის ხელფასები, სავარაუდო მიზეზად მათ მიმართ არსებული ჯარიმები დასახელდა, თუმცაღა მათ ვერ შეძლეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ან რაიმე საბუთის წარდგენა. ფილიალის მენეჯერის საბოლოო პასუხი კი "არვიცი" და კაბინეტის კარის "მიჯახუნება" იყო.
5. ქმნიან ხელოვნურ დანაკლისებს რისი ანაზღაურებაც თანამშრომლების ხელფასიდან ხდება, მაგ. სალაროზე ტარდება ყველანაირი შტრიხ-კოდი, არ არსებული, მიუთვლელი, რაც იწვევს არასწორ ფასებში პროდუქციის გატარებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.
6. ვადაგასული პროდუქციის უმეტესობას უკან არ/ვერ აბრუნებენ და ამ დანაკლისის ანაზღაურება თანამშრომელთა ხელფასებიდან გარკვეული თანხის ჩამოჭრით ხორციელდება
7. საახალწლო დღეებში თანამშრომლები აიძლეს ემუშავათ 12 დღე დასვენების გარეშე, დღეში 12 საათი, რისი ანაზღაურებაც დამატებით 40 ლარის ნაცვლად მოხდა 18 ლარით.
8. პერსონალის მიმართ ჯარიმების რაოდენობა არის არაადეკვატური, 10 ლარიდან 100 ლარამდე. მაგ, თანამშრომელი, რომელიც ე.წ გასახდელში ქურთუკს დაკიდებს საკიდზე და არა კარადაში ჯარიმდება 20 ლარით. მოლარეები, რომელთაც სალაროზე ექნებათ "მეტობა" , ჯარიმდებიან ამ თანხის გაორმაგებული ოდენობით.
9. თანამშრომლების მიმართ ხორციელდება ზეწოლა. მაგ. ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომლების უმეტესობამ ნოემბრის თვეში გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა, შესაბამისი განცხადების დაწერის საფუძველზე, თუმცაღა საოპერაციოს დირექტორმა ამის საშუალება არ მისცა მათ და დაემუქრა , რომ წასვლის შემთხვევაში დაუკავშირდებოდა სხვადასხვა კომპანიებს და ცუდ სტატუსს მიანიჭებდა მათ CV-ს
ეს არის იმ დარღვევების და არაადამიანური მოპყრობის მცირე ჩამონათვალი რაც ხდებოდა და დღესაც ხდება ფრესკოში.
ჩვენი, ყოფილი თანამშრომლების დიდი სურვილი და მიზანია, რომ ამ პოსტს მოყვეს გამოხმაურება და სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რათა შემდგომში სხვა ადამიანები არ აღმოჩნდნენ ასეთი ზეწოლისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი."
მეგობრებო, მიმართვის ეს წერილი ახალგაზრდა ასისტენტებისგან მივიღეთ, აუცილებლად გაავრცელეთ და რაც მთავარია, უთხარით უარი მაღაზიათა ქსელ ფრესკოს !
#ბოიკოტიფრესკოს
30/01/2017
გაუზიარეთ ყველას!!!
Jobs.GE - გაყიდვების კოორდიანტორი - ეივონ 102 ჯობს.გე - საქართველოში სამუშაოს ძიება აქ იწყება
16/12/2016
ესეთი ახალი წელი არასოდეს ყოფილა!!!
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Website
Address
Tbilisi
0119