Auto Life Car Service

Auto Life Car Service

Share

04/01/2025

,,აღშფოთებას გამოვხატავ ევროპული ქვეყნების
ხელისუფლებათა სისასტიკის მიმართ. რა დააშავეს
ადამიანებმა, რომლებიც, უბრალოდ, ერთობოდნენ:
მოლოტოვის კოქტეილებს და ქვებს ისროდნენ,
თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და მეხანძრეებს?
მერე რა, რომ ცეცხლში გახვიეს ქუჩები? მერე რა
რომ დიდი არეულობა და ქაოსი გამოიწვიეს?..
ამის გამო, შეიძლება ასეულობით უმწეო ადამიანის
დაპატიმრება? მერე რა, რომ არეულობას მსხვერპლი
მოჰყვა? ახალი წლის ზეიმი იყო და, მოსულააა!..
საბრალო მოქალაქეები! საბრალო, ხალისიანი ხალხი!
ბელგიის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების
ასოციაციაში (VVSG) აცხადებენ, რომ ფოიერვერკის
გაყიდვაზე აკრძალვა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში
უნდა გავრცელდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული
ფოიერვერკის შესაძენად საზღვრის გადაკვეთის
შემთხვევები (სისასტიკეს დამიხედეთ, რა?).
ცნობისათვის, ახალი წლის ღამეს, ბრიუსელში.
არეულობის დროს, ათეულობით ავტომანქანა
დაწვეს, მეხანძრეებს კი მოლოტოვის კოქტეილები
ესროლეს. ქალაქის მასშტაბით 1700-ზე მეტი
შემთხვევა აღინიშნა.
ბელგიას, არც გერმანია ჩამორჩა!
ბერლინიც კარგად დაზარალდა და მიუნჰენიც!
შედეგი: დაპატიმრებულია 309 მოქალაქე, დამწვარია
ათეულობით მანქანა, დაზარალდნენ პოლიციის
ოფიცრები და მეხანძრეები...
მოკლედ, ეს ერთი სიხარული ჰქონდათ ევროპულად
ახალი წლის აღმნიშვნელებს და, ახლა, უვნებელი
ფოიერვერკების გამოყენებასაც აუკრძალავენ!
თავისუფლება დაკავებულ პოლიტპატიმრებს!
თავისუფლება ევროპელ მოქალაქეებს!
თავისუფლება მხიარულ ბავშვებს!
ძირს ძალადობა!
საფრანგეთის, გერმანიის და ბელგიის პოლიციელები
რუსები ან, უბრალოდ, რუსეთუმეები არიან!
არა რუსულ კანონს! არა რუსულ პოლიციას!
ვიცი, იფიქრებთ, რომ ვხუმრობ...
ვხუმრობ, აბა, რა?!. მერედა, როგორ ვხუმრობ?..😄
ანუ, რა გამოდის? ევროპაში პიროტექნიკის გამოყენება
და ქუჩების გადაბუგვა დანაშაულია და საქართველოში
ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი?..
მოკლედ, კოკისპირულად აღშფოთებული ვარ!
ევროპულად აღშფოთებული და გაოცებული!
მაწანწალა დეიდა როთი ხომ გახსოვთ?..
აი, ის, რუსთაველის გამზირს რომ შემოეჩვია...
როთის ქალწულებრივი ტანის ფორმებს გეფიცებით!😊" -
წერს თინათინ მღვდლიაშვილი

03/08/2023

ირაკლი ზარქუა: რუსების მიერ დაბომბილ ჩვენს სახლებს ბოლი რომ ასდიოდა, ჩვენი ბიჭების ცხედრები ისევ ბრძოლის ველზე, რომ იყო დაყრილი, ესენი [ნაცმოძრაობა] კიდევ ეპატიჟებოდნენ საზღვარზე რუსებს - გემით შემოვა თუ ლარსის ხეობით ავტომობილით რა განსხვავებაა? ეს არის ორმაგი სტანდარტი, ამ ორმაგ სტანდარტს გრძნობს ქართველი მოსახლეობა

Want your business to be the top-listed Autos & Automotive Service in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Website

Address


Gudauta Street 7
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00