WECF Georgia
30/05/2025
✳️ გაეცანით ჩვენს სახელმძღვანელოს კლიმატის გენდერულად სამართლიანი დაფინანსების შესახებ.
ეს სახელმძღვანელო გთავაზობთ ყოვლისმომცველ გზამკვლევს კლიმატის სამართლიანობას, გენდერულ თანასწორობასა და კლიმატის დაფინანსებას შორის კომპლექსური კავშირების გასაგებად.
სახელმძღვანელოს თითოეული თავი მოიცავს კოლუმბიის, საქართველოსა და უგანდის კონკრეტული სიტუაციების ანალიზს, სადაც წარმოდგენილია ქვეყნისთვის დამახასიათებელი კონტექსტები შესაბამისი თავების თემატიკასთან. და ბოლოს, მოცემულია პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც უზრუნველყოფს პრაქტიკულ მიდგომას ამ თემების ვორქშოფებსა და ტრენინგებში ინტეგრირებისათვის.
კლიმატის გენდერულად სამართლიანი დაფინანსების სახელმძღვანელო - WECF Georgia KL
08/05/2025
🇪🇺 ხვალ, 9 მაისს, თბილისში, ევროპის დღის ფარგლებში 12:00 საათიდან წარმოვადგენთ პროექტს SENSE., რომელიც დაფინანსებულია Horizon Europe-ის მიერ და საქართველოში ჩვენი ორგანიზაციის მიერ, ახმეტის ინოვაციურ ცენტრთან თანამშრომლობით, ხორციელდება! 🔬🎨
💡 მზის ენერგიაზე მომუშავე რობოტებიდან 🤖☀️ და 3D-ბეჭდური ნამუშევრებიდან დაწყებული, ნიადაგის ექსპერიმენტებითა და კალიოპეს ინტერაქტიული თამაშებით დასრულებული – ვეცდებით მეცნიერება სახალისო და ყველასთვის ხელმისაწვდომი გზით წარმოგიდგინოთ.
ასევე, ღონისძიებაზე მასწავლებლებსა და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს წარვუდგენთ ახალი ევროპული საგანმანათლებლო რუკას STEAM განათლებისთვის – შემოქმედებითი და ინკლუზიური მიდგომა სწავლებისადმი.
🌱✨ SENSE. პროექტი ებრძვის გენდერულ სტერეოტიპებს და ხელს უწყობს საჭიროებაზე მორგებულ და შინაარსიან სამეცნიერო განათლებას – განსაკუთრებით გოგოებისა და ახალგაზრდა ქალებისთვის.
📢 იმ დროის ფონზე, როცა საქართველოს ევროპული გზა საფრთხის ქვეშ დგას, უაღრესად მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გამოვკვეთოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და ევროპული პროექტების რეალური გავლენა განათლებაზე, ჩართულობასა და ინოვაციაზე. 💙💛
07/03/2025
2025 წლის 8 მარტს საქართველოში პირველად ვხვდებით ქალ პოლიტპატიმრებთან ერთად – მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა დღეს.
მასთან ერთად, არც სხვა ქალები ვეგუებით საქართველოში ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმსა და პოლიციურ რეჟიმს, რომელმაც დაამწყვდია უდანაშაულო ადამიანები ციხეში, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შეურაცხყოფას აყენებდა მოშიმშილე მზია ამაღლობელს, აწამა მშვიდობიანი მანიფესტანტები და თავისი ყოველდღიური ქმედებით მიჰყავს საქართველო სულ უფრო და უფრო ღრმა კრიზისამდე.
სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელსაც ქალთა მოძრაობა ყოველწლიურად ვუძღვნით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ქალები რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით და რუსთაველისკენ მსვლელობას გავმართავთ.
ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს! ✊
8 მარტს, 19:30 საათზე, შემოგვიერთდი რესპუბლიკის მოედანზე და ერთად გავაგონოთ რეჟიმს გაბრაზებული ქართველი ქალების ხმა!
თბილისის გარდა, 8 მარტს მარშები გაიმართება სხვა ქალაქებშიც:
📍ქუთაისი, მე-3 სკოლა, 19:00 საათი
📍ბათუმი, მემედ აბაშიძის 48 (გაზეთ "ბათუმელების" ოფისთან), 18:00 საათი
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the organization
Website
Address
Kazbegi Avenue #44
Tbilisi
0160
Opening Hours
| Monday | 10:00 - 18:00 |
| Tuesday | 10:00 - 18:00 |
| Wednesday | 10:00 - 18:00 |
| Thursday | 10:00 - 18:00 |
| Friday | 10:00 - 18:00 |