Association Life Chance
01/12/2024
მეგობრებო და მხარდამჭერებო , როგორც უკვე იცით , ჩვენი ორგანიზაცია არის პარტნიორი ორგანიზაცია ახალგაზრდული სახლი • Youth House, და ჩვენ წლების წინ ერთი მიზნისთვის გავვერთიანდით . ,,ახალგაზრდულ სახლში “ ჩვენი ახალგაზრდების პიროვნული , ემოციური , სოციალური და პროფესიული მხარდაჭერა არის მიზანი და ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს .
თქვენ იცით , რომ ჩვენს ორგანიზაციას ჰყავს ერთგული მეგობრები და მხარდამჭერები, რომლებიც მუდამ მხარში გვიდგანან და გვეხმარებიან, ესეც უწყვეტი პროცესია .
დღესაც , ჩვენი ორგანიზაციის მეგობრების ინიციატივით , გვაქვს მნიშვნელოვანი დღე , თქვენ ჩვენთან ნახავთ ჩვენი ახალგაზრდების ნამუშევრებს , რომლებიც მათ სახელოვან მხატვრებთან ერთად შექმნეს , დიდი შრომა ჩადეს , იმისათვის რომ ეს დღე შემდგარიყო.
ჩვენ ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს, ახალ გზებს და პერსპექტივებს ჩვენი ახალგაზრდებისთვის , რომ ჩვენი საქმე არ შეფერხდეს და არ გავჩერდეთ 🌟
დღეს , 12 საათიდან 18 საათამდე გაიმართება გამოფენა გაყიდვა ჩვენს ეზოში , მოეწყო კულინარიული სივრცეები, საინტერესო აქტივობები ბავშვებისთვის , სურნელივანი ჩაი და კოცონი .
გელით ❤️
მისამართი - სიმონ ჩიქოვანის 14 , თბილისი
მუსიკის გაკვეთილი, როგორც ასეთი..
ლიქოკელი ჩამორბოდ! 🪈🗻
01/10/2024
ახლა კი დროა,
ჩვენი თითოეული სახელოსნოს შიგნით შეგახედოთ,
სადაც ჩვენი მონაწილეები ახალ პროფესიულ უნარებს ეუფლებიან და საინტერესო გამოცდილებებს იღებენ მომავალი ცხოვრებისათვის 🌻
კულინარიის კურსს მაია კაციაშვილი ხელმძღვანელობს! 👩🍳
სახელოსნო მოწყობილია მაქსიმალურად პროფესიონალურ დონეზე.
ექვს მაგიდასთან, ექვსი მონდომებული მომავალი მზარეული.
ნელ-ნელა ჩვენს გაოცებას იწყებენ საკუთარი გემრიელობებით 🍨
დანარჩენს შემდგომ მოგიყვებით
Click here to claim your Sponsored Listing.
Contact the organization
Telephone
Website
Address
S. Chikovani Street 14
Tbilisi
0171