Design Institute
25/04/2026
24 აპრილს დიზაინის ინსტიტუტმა TypoNet • ტიპონეტის მეოთხე შეხვედრას უმასპინძლა, შეხვედრის ფარგლებში სპიკერებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილებები კითხვა პასუხის რეჟიმში.
Georgian Calligraphers Association • საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია
24 აპრილს 20:00 საათზე დიზაინ ინსტიტუტში TypoNet • ტიპონეტის მეოთხე შეხვედრა გაიმართება, სადაც სპიკერები წარადგენენ საკუთარ არჩეულ თემას ტიპოგრაფიის ფართო სპექტრიდან.
შეიძინე ბილეთი: kalami.ge
22/04/2026
21 აპრილს, დიზაინის ინსტიტუტში დოკუმენტური კინოს ასოციაციის მიერ გამართულ ლექციაზე, შვედმა რეჟისორმა იოჰანა ბერნჰარდსონმა ისაუბრა პერსონალური დოკუმენტური კინოს შექმნისა და ახლობელი ადამიანების გადაღების თავისებურებებზე.
On April 21, Design Institute Hosted a lecture initiated by Documentary Association Georgia, Swedish director Johanna Bernhardson explored the process of creating personal documentaries and addressed the complexities of filming those closest to us.
22/04/2026
გაიცანით შემოქმედებითი უნარების აკადემიის პირველი ნაკადის ლექტორები!
შემოქმედებითი ბიზნესის საფუძვლების სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეები ეცნობიან და სწავლობენ თანამედროვე შემოქმედებითი ბიზნესის ყველა ძირითად საჭიროებას.
შემოქმედებითი უნარების აკადემია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "შემოქმედებითი კომპასი საქართველოს" ახალი საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელსაც Goethe-Institut Georgien დიზაინის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ახორციელებს.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ: https://www.goethe.de/ins/ge/ka/kul/sup/ccg/csa.html
20/04/2026
სამდღიანი სამუშაო სესიის მიზანია, ბიზნესისა და სტარტაპის მფლობელებს შეასწავლოს იდეის შექმნის მეთოდოლოგიები და დაეხმაროს მათ, ბიზნესის ამოცანის შემოქმედებით დავალებაში გარდაქმნაში.
დასაწყისი: 28 აპრილი
დარეგისტრირდი: https://designinstitute.ge/course/f2a6a954-8d47-4347-b6c7-fd6ac11504eb/
20/04/2026
შემოქმედებითი უნარების აკადემიის ფარგლებში, „შემოქმედებითი ბიზნესის საფუძვლების პროგრამას" მონაწილეთა მეორე ნაკადი შემოუერთდა.
დიზაინის ინსტიტუტში შეიკრიბნენ პროგრამის ახალი მონაწილეები საქართველოს რეგიონებიდან - ხელოვანები, საინტერესო შემოქმედებითი წამოწყებების ავტორები, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ სურვილიც და შესაძლებლობაც, რომ საკუთარი იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ. ორი დღის განმავლობაში, მათ საშუალება ჰქონდათ, საკუთარ შემოქმედებით იდეებსა თუ წამოწყებებზე ესაუბრათ და პროგრამის მენტორების პირველი რჩევებიც მიეღოთ. შემოქმედებითი უნარების აკადემია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "შემოქმედებითი კომპასის" ფარგლებში, Goethe-Institut Georgien და დიზაინის ინსტიტუტის თანამშრომლობით ხორციელდება.
ექვსი თვის განმავლობაში, ეს ადამიანები საკუთარ იდეებზე იმუშავებენ და ისწავლიან, როგორ ააწყონ ბიზნეს-მოდელი, იმუშაონ ბრენდინგზე, კომუნიკაციასა თუ სტრატეგიაზე, მართონ წარმოება და გუნდი, დაგეგმონ ფინანსები და მიიღონ სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები.
რეგიონებში მცხოვრებმა მონაწილეებმა ერთმანეთი გაიცნეს, შეხვდნენ პროექტის გუნდსა და ლექტორებს და მიმოიხილეს სწავლების სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რაც თანამედროვე შემოქმედებით ბიზნესს სჭირდება: შემოქმედებითი იდეების შექმნა, წარმოების მართვა და ლიდერობა, ბიზნესმოდელირება, ფინანსური და სამართლებრივი საფუძვლები, ფასების განსაზღვრა, სამართლებრივი და ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლები, ბრენდინგი, პროდუქტის განვითარება, ციფრული მარკეტინგი, გაყიდვების სტრატეგიები, ფინანსების მოძიება და პრეზენტაციის ტექნიკა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოცდილებას ისინი სფეროს საუკეთესო ექსპერტების კონსულტაციებისა და მენტორობის საფუძველზე შეიძენენ.
შემოქმედებითი ბიზნესის საფუძვლების პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შექმნიან ბიზნეს გეგმებს და შეძლებენ, უკეთ მართონ წარმოება და ფინანსები, დაიცვან საკუთარი ინტელექტუალური საკუთრება და განსაზღვრონ ციფრული თუ საკომუნიკაციო სტრატეგიები. მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდება მათი პროფესიული ქსელი, გაიზრდება მათი ცნობადობა და ჩამოყალიბდება ახალი თანამშრომლობები ქვეყნის მასშტაბით.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ: https://www.goethe.de/ins/ge/ka/kul/sup/ccg/csa.html
Social Design is about solving the right problems together as a community.
The Design Institute established Social Design Days as a platform aimed at raising awareness around the issues and tools that are important for solving social issues.
Details of the fourth edition are coming soon.
სოციალური დიზაინი პრობლემების ერთობლივად და სწორად გადაჭრის გზაა.
სოციალური დიზაინის დღეები დიზაინის ინსტიტუტის პლატფორმაა, რომლის მიზანია აამაღლოს ცნობიერება იმ საჭიროებებსა და ინსტრუმენტებზე, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სოციალური საკითხების გადაჭრაში.
მეოთხე კონფერენციის დეტალები მალე გამოცხადდება
შემოქმედებითი ბიზნესის საფუძვლების სასერტიფიკატო პროგრამის შერჩეული მონაწილეები ეცნობიან და სწავლობენ თანამედროვე შემოქმედებითი ბიზნესის ყველა ძირითად საჭიროებას.
შემოქმედებითი უნარების აკადემია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "შემოქმედებითი კომპასი საქართველოს" ახალი საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელსაც Goethe-Institut Georgien დიზაინის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ახორციელებს.
14/04/2026
ლექციების სერია და ვორქშოპი აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ფოტოგრაფიაში.
კურსი განკუთვნილია სტუდენტებისათვის, დამწყები ფოტოგრაფებისა და ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ფოტოგრაფია.
დარეგისტრირდი: https://designinstitute.ge/course/c7dc556b-3aaa-43b5-aa11-0e6d0acf486a/
14/04/2026
კონტენტის მენეჯმენტის სამთვიანი კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს შეისწავლოს კონტენტის წარმოების სტრატეგია და დაგეგმვა საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის ან ბრენდის მარკეტინგის გუნდში სამუშაოდ.
კურს ჰყავს 6 ლექტორი და 4 სტუმარი ლექტორი, რომლებიც მოიცავენ კონტენტის შექმნისა და დაფარვის სრულ სპექტრს.
დასაწყისი: 8 მაისი
დარეგისტრირდი: https://designinstitute.ge/course/891dbe26-d94e-4d2d-a568-7ccfe9a9402a/
08/04/2026
10-შეხვედრიანი, შემეცნებითი, კურსი ინტერიერის დიზაინის შესავლებში განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს ამ სფეროსთან კარიერული შეხების, თუმცა შესაბამისი გამოცდილება ჯერ არ გააჩნია.
დასაწყისი: 18 მაისი
დარეგისტრირდი - https://designinstitute.ge/course/3db20805-352a-43f6-a222-5f7bf144a637/
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the school
Telephone
Website
Address
82 Dimitri Uznadze Street
Tbilisi
0102