USA2GEORGIA.COM

USA2GEORGIA.COM

Share

LOCKER.GE | ფილიალებთან | 17/01/2026

19 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ - ᲓᲐᲡᲕᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲓᲦᲔ

მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 19 იანვარს კომპანია USA2GEORGIA-ს ფილიალები და საკურიერო მომსახურება ვერ მოგემსახურებათ!

*შეგახსენებთ იმასაც, რომ 24-საათიანი თვითმომსახურების ლოქერებით სარგებლობას ნებისმიერ დროს შეძლებთ, თუკი ამანათ(ებ)ი გადამისამართებული გაქვთ სამუშაო საათებისას.

_______________________

Please be informed that on January 19, the branches of USA2GEORGIA and courier service will not be able to serve you!

*We also remind you that you can use the 24-hour self-service lockers at any time.

LOCKER.GE | ფილიალებთან | USA2GEORGIA-ს გუნდმა სერვის-ცენტრების გარე პერიმეტრზე დაამონტაჟა 24-საათიანი ლოქერები. გარეთ განთავსებული ლოქერები შეს.....

USA2GEORGIA 06/01/2026

„ღმერთი განკაცდა, რათა ადამიანი განეღმრთო" - წმ. ათანასე დიდი

"სიყვარული მარადიულია.
და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული" -
ილია მეორე

"ამრიგად, ნუ შეიწუხებ ამაოდ თავს და ნუ ეცდები სარწმუნოების ჭეშმარიტებათა დარღვევას, ნუ გამოიძიებ, იყო ასე ეს თუ არა - ეს ყოველივე კაცობრივ გონებას აღემატება. უბრალოდ მიპასუხე, გწამს თუ არა?" - წმ. სპირიდონი
_______________________

უბრალოების სამოსით მოსილი მარადიული სიყვარული დაიბადა!
თავად სიყვარული მოევლინა დედამიწაზე, სიყვარულის მასწავლებლად!

"მოხვედ, ჩუენდა ქალწულისაგან - არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ - დიდებასა ძალსა შენსა!"

USA2GEORGIA USA2GEORGIA

30/12/2025

ᲡᲐᲓᲦᲔᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲝ ᲓᲦᲔᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲠᲘᲒᲘ:
____________________________________

📌 31 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲠᲘᲡ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲡᲐᲐᲗᲔᲑᲘ:
(09:00 – 15:00 ᲡᲗ.)

1-4 იანვარი: დასვენების დღეები

📌 5, 6 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ - ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲓᲦᲔᲔᲑᲘ
(ᲩᲕᲔᲣᲚᲘ ᲒᲠᲐᲤᲘᲙᲘᲗ 09:00-21:00 ᲡᲗ)

7 იანვარი - "ᲛᲐᲪᲮᲝᲕᲠᲘᲡ ᲨᲝᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ" (უქმე დღე)

____________________________________

📌 DECEMBER 31 - WORKING HOURS:
(09:00 - 15:00)

January 1-4: Days off

📌 JANUARY 5, 6 - WORKING DAYS
(REGULAR SCHEDULE: 09:00 - 21:00)

January 7 - CHRISTMAS (Day off)

10/11/2025

USA2GEORGIA-Ს ᲮᲔᲚᲝᲕᲜᲣᲠᲘ ᲘᲜᲢᲔᲚᲔᲥᲢᲘ K-AI-A: ᲡᲠᲣᲚᲘ ᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲘ, ᲡᲠᲣᲚᲘ ᲐᲕᲢᲝᲛᲐᲢᲘᲖᲐᲪᲘᲐ

USA2GEORGIA-მ მორიგი რევოლუციური ნაბიჯი გადადგა - ლოგისტიკური პროცესების სრული კონტროლი ხელოვნურ ინტელექტს K-AI-A-ს გადასცა. რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა თქვენი ამანათის ყველა ეტაპი - დეკლარირებიდან მიწოდებამდე - კონტროლდება 24/7 რეჟიმში მომუშავე ინტელექტუალური სისტემით.

2025 წელი, თბილისი - USA2GEORGIA აცხადებს AI-ზე დაფუძნებული ავტონომიური აგენტის, K-AI-A-ს, დანერგვას ლოგისტიკურ ოპერაციებში.

სისტემა წარმოადგენს პირველ მრავალფუნქციურ AI-აგენტს საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს სრულ ავტომატიზაციას საბაჟო დეკლარირების, ამანათების მართვისა და მომხმარებელთა მომსახურების პროცესების მართვაში.

K-AI-A-ს ტექნოლოგიური შესაძლებლობები:

K-AI-A წარმოადგენს ავტონომიურ AI-აგენტს, რომელიც მოქმედებს დამოუკიდებლად და პროაქტიულად - განსხვავებით ტრადიციული ჩათ-ბოტებისგან, რომლებიც მხოლოდ კითხვებს პასუხობენ. სისტემა რეალურ დროში აკონტროლებს ამანათების მდგომარეობას, ავტომატურად ინახავს ინფორმაციას - ზომის, წონის, დეკლარირების სტატუსისა და საბაჟო პროცედურების შესახებ.

K-AI-A უზრუნველყოფს სრულ ავტომატიზაციას საბაჟო დეკლარაციების შევსებაში. სისტემა ამუშავებს ატვირთულ ინვოისებს, ავტომატურად აღიქვამს ინფორმაციას და ავსებს დეკლარაციებს, რის შემდეგაც მომხმარებელი მხოლოდ გადაამოწმებს და დაადასტურებს მონაცემებს.

საბაჟო დოკუმენტაციის სისტემა უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ავტომატურ დამუშავებას და ახსნა-განმარტებას, საგადასახადო დოკუმენტების გაშიფვრასა და ანალიზს, ასევე დეკლარირებისთვის საჭირო ვებ-რესურსების ავტომატურ დამატებას.

სისტემა ასევე, უზრუნველყოფს რეალურ დროში განახლებების (ამანათის სტატუსების მოძრაობის შესახებ) გაგზავნას და ავტომატურად ამოცნობას ამანათის ლეიბლების - არასრული ინფორმაციის შემთხვევაშიც.
მომხმარებელი იღებს შეტყობინებებს: ამანათის მიღების შესახებ, დეკლარირების საჭიროებაზე, დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნაზე, სტატუსის განახლებებზე და სხვა.

K-AI-A ასევე ასრულებს პირადი შოპინგ-ასისტენტის როლს, ეხმარება პროდუქტების მოძიებასა და შედარებაში. სისტემა ამოწმებს ატვირთულ დოკუმენტებს (ინვოისები, საგადასახადო დავალებები, შესყიდვის დოკუმენტები, მისამართები) და აფასებს ინფორმაციის სისწორეს.

_________________________

ᲠᲐᲡ ᲔᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲣᲚᲘ ᲘᲜᲝᲕᲐᲪᲘᲣᲠ-ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲣᲠᲘ ᲠᲔᲤᲝᲠᲛᲐ:

• მომსახურების სისწრაფე და უწყვეტობა - 24/7 ავტომატიზაცია. მომხმარებელი აღარ არის დამოკიდებული სამუშაო საათებზე ან ოპერატორის ხელმისაწვდომობაზე.

• შეცდომების მინიმიზაცია - ზუსტი და სტანდარტიზებული საბაჟო დეკლარირება. დეკლარაციები ხშირად ითხოვდა ხელით შევსებას და შეცდომები იწვევდა დაგვიანებებს. K-AI-A კი ავტომატურად ამუშავებს ინვოისებს, აღიქვამს ინფორმაციას და ავსებს ყველა საჭირო ველს - მომხმარებელი მხოლოდ ამოწმებს და ადასტურებს.

• გამჭვირვალობა და სრული კონტროლი - რეალურ დროში თვალ-ყურის დევნება. მომხმარებელს აღარ სჭირდება ყოველდღე შესვლა სისტემაში ან ზარი ოპერატორთან.
K-AI-A ავტომატურად ატყობინებს ყველაფერს, როგორიცაა: დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა თუ ამანათის სტატუსი.

• ინტელექტუალური პერსონალური შოპინგ-ასისტენტი. K-AI-A პირადი შოპინგ-ასისტენტიც არის, რომელიც დაგეხმარება:

- პროდუქტების მოძიებასა და ფასების შედარებაში;
- ატვირთული ინვოისების სისწორის შემოწმებაში;
- საგადასახადო დავალებების ანალიზში;
- მიბმული საფოსტო მისამართ(ებ)ის გადამოწმებაში.

_________________________

K-AI-A ხელმისაწვდომია ვებ-პლატფორმაზე: www.usa2georgia.com
ასევე, მომხმარებლის მობილურ აპლიკაციაში, მესენჯერებში, WhatsApp-სა (https://wa.me/+14344235441) და ელ-ფოსტაზე.

*სისტემა მუშაობს უწყვეტად - 24/7 რეჟიმში.

USA2GEORGIA 09/11/2025

ᲡᲐᲐᲥᲪᲘᲝ ᲢᲐᲠᲘᲤᲘ ($2/ᲙᲒ) - ᲩᲘᲜᲔᲗᲘᲓᲐᲜ ᲡᲐᲮᲛᲔᲚᲔᲗᲝ ᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲘᲠᲔᲑᲐᲖᲔ

CHINA2GEORGIA - ᲐᲛᲐᲜᲐᲗᲔᲑᲘ ᲩᲘᲜᲔᲗᲘᲓᲐᲜ (ᲡᲐᲮᲛᲔᲚᲔᲗᲝ ᲠᲔᲘᲡᲔᲑᲘᲗ):

▪️30კგ-მდე მოცულობითი წონის ამანათები - $2/კგ (მხოლოდ რეალური/სასწორის წონით);
▪️30კგ-ზე მეტი მოცულობითი წონის ამანათები - $2/კგ (მოცულობით და სასწორის წონებს შორის მაქსიმალურით);

___________________________________

*ᲡᲐᲐᲥᲪᲘᲝ ᲢᲐᲠᲘᲤᲘᲡ ᲮᲐᲜᲒᲠᲫᲚᲘᲕᲝᲑᲐ:
2025 ᲬᲚᲘᲡ 10 ᲜᲝᲔᲛᲑᲠᲘᲓᲐᲜ 2026 ᲬᲚᲘᲡ 1-ᲔᲚ ᲘᲐᲜᲕᲠᲐᲛᲓᲔ!

USA2GEORGIA USA2GEORGIA

Want your business to be the top-listed Transport Service in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Address


ვაჟა-ფშაველას გამზ. 96
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 21:00
Tuesday 09:00 - 21:00
Wednesday 09:00 - 21:00
Thursday 09:00 - 21:00
Friday 09:00 - 21:00
Saturday 10:00 - 17:00