Geo Rugby

Geo Rugby

Share

01/05/2026

😳 მსოფლიომდე ახალი ზელანდიას ვუმასპინძლებთ!

🏉 20 - წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრები, რუსთავში, ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს.

🇬🇪 16 ივნისს, ვიტო კოლელიშვილის შეგირდები აშშ - ს, ხოლო 22 ივნისს ახალ ზელიანდიას უმასპინძლებენ!

📸 Georgian Rugby

02/03/2026

🙌 ტულონში დებიუტის შემდეგ, 19 წლის მიხეილ შიოშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს! 🇬🇪

🏉 შიოშვილმა 2025 წლის 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 7 ლელოს გატანა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო მელელოვე გახდა!

🔝 ქართველი მორაგბე ერთადერთი იყო, რომელიც Tier 2 - ის ქვეყნებიდან სიმბოლურ თხუთმეტეულში მოხვდა!

✊ მიხეილ შიოშვილს 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოშიც ვიხილავთ, რომელიც სტარტს ივნისის მიწურულს აიღებს!

10/07/2025

🇬🇪 ნაკრების შემადგენლობა „ ჩიტასის “წინააღმდეგ!

✊ წარმატებები ბიჭებს, რომლებსაც ეროვნული კვართით არც თუ ისე დიდი გამოცდილება აქვთ, გარდა მესამე ხაზისა და 9 - 10 ნომრებისა. სასიამოვნოა ფრთებზე ოთარ მეტრეველისა და შაკო აფციაურის ხილვა. მეტრეველი 2004 წელს, ხოლო აფციაური 2003 წელს არიან დაბადებულნი, რაც იმას ნიშნავს, რომ თოდუას წასვლის შემდეგ ისინი მთავარი პრეტენდენტები იქნებიან! აღსანიშნავია, რომ ირლანდიასთან საშინელ თამაშში ვინმეს გამორჩევა თუ შეიძლებოდა, ისევ თოდუა იყო, მაგრამ დროა გადამზადება დაიწყოს მომავლისთვის! ასევე, ძალიან საინტერესო იქნება მეორე ხაზის თამაში!

Want your business to be the top-listed Gym/sports Facility in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Telephone

Website

Address


Georgia, Tbilisi
Tbilisi
0162