George Tavadze Philosophical Library

George Tavadze Philosophical Library

Share

განათლების ფილოსოფია - იან მაშელაინი და მაარტენ სიმონსი: უნივერსიტეტი როგორც საჯარო საკითხი 20/05/2024

https://youtu.be/w3gw5ZkKWsI

განვიხილავ თანამედროვე განათლების ფილოსოფოსების იან მაშელაინისა და მაარტენ სიმონსის საინტერესო სტატიას „უნივერსიტეტი როგორც საჯარო საკითხი“. საკმაოდ ვრცელი ჩანაწერი გამოვიდა, თუმცა თემა იმდენად მომწონს, რომ ვერ შევამოკლე 😊.

#განათლებაყველასთვის - ამ ვიდეოჩანაწერების მიზანია, ფართო აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია ამა თუ იმ მოაზროვნის, ინტელექტუალური სკოლის ან პრობლემის შესახებ. ჩემი ღრმა რწმენით, განათლება და ცოდნა ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მხოლოდ ასე შევძლებთ საზოგადოების უკეთესობისკენ განვითარებას.

განათლების ფილოსოფია - იან მაშელაინი და მაარტენ სიმონსი: უნივერსიტეტი როგორც საჯარო საკითხი #განათლებაყველასთვის - ამ ვიდეოჩანაწერების მიზანია, ფართო აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია ამა თუ იმ მოაზროვნის, ....

ბაბუის პარადოქსი - #ფილოსოფიისარხი 15/05/2022

https://youtu.be/19zi0fLt-vg

სააზროვნო ექსპერიმენტი „ბაბუის პარადოქსი“ ქართული სუბტიტრებით 🤓

ბაბუის პარადოქსი - #ფილოსოფიისარხი ჩართეთ ქართული სუბტიტრები cc ღილაკის მეშვეობით :-) ანიმაცია: ნინო ქრისტენიმთარგმნელი: გიორგი თავაძეAnimation: Nino Christen © SRF KulturI...

String theory - a simple way to understand the universe - BBC Reel 12/10/2021

https://www.bbc.co.uk/reel/video/p09xhj2b/string-theory-a-simple-way-to-understand-the-universe?utm_source=taboola&utm_medium=exchange&tblci=GiDOvb4n2K9YbFTkGGrGJ8V_1YlekvNTUxfZq05ySmkGxyCMjFQoisecxsbIpsIU

რა კავშირშია სიმების თეორია ფილოსოფოს პითაგორასთან? ამის შესახებ იაპონური წარმოშობის ამერიკელი თეორიული ფიზიკოსი მიჩიო კაკუსგან (დაიბ. 1947 წ.) შეიტყობთ 🤓

სიმების თეორია მიზნად ისახავს აინშტაინის ფარდობითობის თეორიისა და კვანტური მექანიკის ერთმანეთთან მორიგებას. აინშტაინის თეორია კარგად ხსნის ვარსკვლავებისა და გალაქტიკის მოძრაობას, თუმცა ის ვერ ხსნის სუბატომური ნაწილაკების ქაოტურ მოძრაობებს. ამისგან განსხვავებით, კვანტური თეორია კარგად ხსნის ატომებს, თუმცა პრობლემები აქვს „მაკრო დონეზე“.

სიმების თეორიის მიხედვით, სუბატომური ნაწილაკები (ელექტრონები, ნეიტრინოები, კვარკები და ა.შ.) სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. „სიმები“, რომლებიც ვიბრირებენ (მაგ. გიტარის სიმების მსგავსად 😊). საინტერესოა ისიც, რომ სიმების თეორია სამყაროში არსებული ბნელი მატერიის ახსნასაც ცდილობს. ბნელი მატერია სამყაროში არსებული მატერიის უდიდეს (!) ნაწილს ქმნის, ის ერთმანეთთან აკავშირებს გალაქტიკებს,თუმცა უხილავია. სწორედ ამიტომ ეწოდება მას „ბნელი მატერია“. მაშ ასე, სიმების თეორიის მიხედვით, ბნელი მატერია სიმების რხევის ერთ-ერთი „ოქტავაა“. სიმების თეორიის თანახმად, ჩვენს სამყაროში არსებული უზარმაზარი მრავალფეროვნება სიმების ვიბრირებით შეიძლება აიხსნას.

სიმების თეორია, შესაძლოა, მცდარი აღმოჩნდეს. თუმცა, ჩემი აზრით, მან უნდა ჩაგვაფიქროს. პოლიტიკით გადაღლილებს, ეკონომიკური პრობლემებით შეწუხებულებს და საბოლოო ჯამში, ძირითადად მაინც ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე ორიენტირებულებს, სიმების თეორია შეგვახსენებს, რომ სუბატომური ნაწილაკების მსგავსად, ჩვენც უსასრულო სამყაროს უპაწაწინესი ნაწილაკები ვართ, სამყაროსი, რომელზეც ხშირად არ ვფიქრობთ ხოლმე, რადგან ჩვენი მიკროსამყაროების აწყობით ვართ დაკავებული. არადა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გაადამიანება მაშინ დაიწყო, როდესაც ჩვენმა წინაპარმა შიშით, გაოცებითა და ცნობისმოყვარეობით აღვსილი მზერა ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას მიაპყრო.

------------------------------------------------------------------------
გიორგი თავაძის ფილოსოფიური ბიბლიოთეკის დევიზია „გაავრცელე ცოდნა!“ 🤓📖📖📖🤓

ჩემი სურვილია, ხელი შევუწყო ფილოსოფიის უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და კრიტიკული აზროვნების განვითარებას საქართველოში 😊🇬🇪🇬🇪🇬🇪😊

String theory - a simple way to understand the universe - BBC Reel Theoretical physicist Michio Kaku explains why he thinks string theory is the best way to understand how the universe works.

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Address


Tbilisi