Fides - Real Estate

Fides - Real Estate

Share

23/08/2021

#საინვესტიციორჩევები

❗️რჩევა N2

⚒თუ კონკრეტულ უძრავ ქონებას ყიდულობთ გასაქირავებლად ან უბრალოდ საინვესტიციოდ შეეცადეთ, რომ რემონტი გააკეთოთ მაქსიმალურად ბიუჯეტურად. ხშირად რემონტზე ადამიანები მოსალოდნელზე დიდ თანხებს ხარჯავენ, რაც ინვესტირების თვალსაზრისით საკმაოდ წამგებიანია. ნებისმიერი რემონტი არის დროებითი, რადგან დროთა განმავლობაში ერთის მხრივ მისი ცვეთა ხდება, ხოლო მეორეს მხრივ იცვლება ინტერიერის დიზაინის ტენდენციები, რაც ხშირად მნიშვნელოვნად განსაზღვრავს აქტივის, როგორც გასაყიდ ისე გასაქირავებელ ღირებულებას.

💸გირჩევთ, რომ გააკეთოთ გემოვნებიანი საშუალო ხარისხის რემონტი, რომ თავი დაიზღვიოთ ზედმეტი ხარჯების გაწევისგან და საბოლოოდ უფრო მომგებიანი ინვესტიცია გამოგივიდეთ.

#უძრავიქონება #რემონტი #ინვესტიცია

10/08/2021

#საინვესტიციორჩევები

არსებობს ინვესტირების მრავალი სტრატეგია, ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები და მიზნები აქვთ, მაგრამ არის რკინის წესები, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში გამოსაყენებელი და გასათვალისწინებელია. ჩვენ პერიოდულად შემოგთავაზებთ მათ, რაც დაგეხმარებათ მეტად სწორი და მომგებიანი გადაწყვეტილებები მიიღოთ უძრავი ქონების შეძენისას.

❕ წესი N1:
შეიძინეთ უძრავი ქონება განვითარების პროცესში მყოფ ტერიტორიებზე. ამგვარად თქვენ დაზღვეული იქნებით დიდი მოულოდნელი ხარჯებისგან, რაც უკვე განვითარებულ ტერიტორიებს ახასიათებს და ასევე დაზღვეული იქნებით ღირებულების გაყინვისგან, რაც ხშირად მოსდის განუვითარებელ ტერიტორიებზე არსებულ უძრავ ქონებას.

📈 უშუალოდ განვითარებაში მყოფ ადგილას არსებულ უძრავ ქონებას, სწრაფად ეზრდება, როგორც ღირებულება, ისე ქირის ფასი.

Want your business to be the top-listed Realtor/realty Service in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Website

Address


Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00