M Design Studio - Interior & Graphic
12/03/2026
KEY GROUP/ Real Estate
🏢თანამედროვე და მინიმალისტური სახელი და ლოგოს დიზაინი უძრავი ქონების კომპანიისთვის.
იდეა დაფუძნებულია „გასაღების“ სიმბოლოზე, რომელიც წარმატებასა და ახალი შესაძლებლობების კარს აღნიშნავს.
🔑ლოგოს კონცეფცია აერთიანებს ასოებს „K“ და „G“-ს ერთ სიმბოლოში.
გასაღების გრძელი ნაწილი ქმნის „K“ ასოს, რომელიც წარმოადგენს კომპანიის სახელის მთავარ იდენტობას, ხოლო გასაღების თავი ფორმირებულია „G“ ასოთი და შენობის სილუეტებით, რაც ასახავს უძრავი ქონების სფეროს.
✅მთავარია მოგვწეროთ, კომპანიის სახელზეც, ლოგოზეც, ბრენდინგზეც და საზოგადოებისთვის თქვენი კომპანიის ესთეტიურად და მაღალხარისხიანად გაცნობას M Design Studio - Interior & Graphic იზრუნებს😊❤️
11/03/2026
დღეს მინდა გაგიზიაროთ დასრულებული პროექტი ✨
🏢ბინა – 75 კვ.მ, რომლის ინტერიერის პროექტიც სრულად ჩემი შედგენილია.
პროექტის მიმდინარეობისას თავად ვარჩევდი და ვაკონტროლებდი მასალებს, რათა საბოლოო შედეგი მაქსიმალურად ზუსტად დამთხვეოდა იდეას და დიზაინს, ეს ყოველივე კი, რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიონალი ხელოსნების გუნდის წევრების დამსახურებაა.
🛋️შედეგად მივიღეთ კომფორტული, ფუნქციური და თანამედროვე სივრცე, სადაც ყველა დეტალი ერთმანეთთან ჰარმონიაშია.
✅პოსტში წარმოდგენილია რეალური ფოტოები დასრულებული ბინიდან 📸
😊დიდი მადლობა ნდობისთვის დამკვეთს — ყოველთვის დიდი სიამოვნებაა იდეის რეალურ სივრცედ ქცევა.
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Website
Address
Tbilisi