AI Process
28/07/2024
ავტომწარმოებელი კომპანია Ford Motor Company ცდილობდა წარმოების პროცესის გაუმჯობესებას, რათა შეემცირებინა ხარჯები და ნაკლებ დროში მოეხდინა წარმოება. კომპანიის ტრადიციული წარმოების პროცესი არ იყო საკმარისად ეფექტური და მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:
1️⃣ დეტალების წარმოება: თითოეული ავტომობილის დეტალის წარმოება ხდებოდა ცალკე;
2️⃣ შემდეგ ეტაპზე სხვადასხვა ქარხნებიდან დეტალების ტრანსპორტირება ხდებოდა მთავარ ასაწყობ ცენტრში;
3️⃣ მესამე ეტაპზე ასაწყობ ცენტრში ხდებოდა დეტალების ხელით აწყობა;
4️⃣ საბოლოო ეტაპზე, წარმოების დასრულების შემდეგ ხორციელდებოდა ტესტირება და ხარისხის შემოწმება.
Ford-მა მიიღო რამდენიმე ძირითადი გადაწყვეტილება წარმოების პროცესის შესაცვლელად, რამაც გამოიწვია ხარჯების შემცირება, წარმოების სიჩქარის ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება:
✅წარმოებისა და ასაწყობი ხაზის ავტომატიზაცია: Ford-მა დანერგა წარმოების და ასაწყობი ხაზის ავტომატიზაცია, რომ შემცირდეს ხელით მუშაობის საჭიროება და გაიზარდოს სისწრაფე.
✅წარმოების მოდულური სისტემა: კომპანიის მიერ დაინერგა მოდულური წარმოების სისტემა, რომლის მეშვეობითაც დეტალები მზადდება და იგზავნება ასაწყობ ცენტრში სწრაფად და ეფექტურად.
✅რეალურ დროში მონიტორინგი: წარმოების პროცესის რეალურ დროში მონიტორინგი და მონაცემთა ანალიზი, რათა დროულად გამოვლინდეს და გამოსწორდეს პრობლემები.
27/07/2024
კოკაკოლა ცდილობს გააუმჯობესოს თავისი წარმოების პროცესი და შეამციროს ხარჯები. კომპანიას სურს, რომ მისი წარმოების პროცესი იყოს მაქსიმალურად ავტომატიზირებული და გამართული.
👉წარმოების ხარჯები: მაღალი ხარჯები წარმოების პროცესში.
👉პროდუქტიულობის პრობლემა: პროდუქციის წარმოების სიჩქარე არ არის საკმარისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.
👉ენერგიის მოხმარება: ენერგიის დიდი ხარჯვა წარმოების პროცესში.
პრობლემების გადასაჭრელად კომპანიამ განახორციელა შემდეგი ქმედებები:
✅დანერგა ავტომატიზაციის სისტემები, რითიც შემცირდა ხელით მუშაობის საჭიროება და გაიზარდა წარმოების სიჩქარე.
✅კომპანიამ დაიწყო ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება, ენერგიის ხარჯვის შესამცირებლად.
✅კომპანიამ მოახდინა წარმოების პროცესის მონიტორინგი და ოპტიმიზაცია.
15/07/2024
შემოქმედებითი აზროვნება/ დიზაინ ფიქრი - Design Thinking 👇
⭕️დიზაინ ფიქრი არის მაინდსეტი, რომელიც პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებისა თუ ინოვაციის პროცესში, გადაწყვეტილებებს აფუძნებს მომხმარებლის საჭიროებსა და გამოცდილებაზე.
⭕️დიზაინ ფიქრი ხელს უწყობს კომპანიებს, ფოკუსირება მოახდინონ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც ქმნიან, რაც განაპირობებს უფრო კლიენტზე ორიენტირებულ, ე.წ. customer centric პროდუქტს, მომსახურებასა და პროცესებს.
⭕️პირველი კითხვა რომელიც ყოველი გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა დაისვას არის - მომხმარებლის რა საჭიროება დგას ამ ყველაფრის უკან? What's the human need behind it? დიზაინ ფიქრი გვეხმარება:
✅გაზარდო ინოვაციური პროდუქტიულობა. ...
✅უკეთ გესმოდეს საკუთარი მომხმარებლების ...
✅მომხმარებლის გამოცდილებაში გეფების ელიმინაცია. ...
✅გაზრდილი customer lifetime value - მეტი ლოიალური მომხმარებელი
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Website
Address
Tbilisi