Creative Collective Spectrum
14/07/2024
დღეს, 14 ივლისს, საღამოს 20:00 საათზე, გეპატიჟებით თანამედროვე ქართული მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, ანა კორძაია-სამადაშვილის რომანის კითხვის საღამოზე “ვინ მოკლა ჩაიკა?”, რომელიც ავანგარდულ ბარ KLARA-ში გაიმართება.
“წარმოიდგინეთ, რომ სულ იატაკქვეშეთში ხართ. გაგიხარდებოდათ? არც ისე, ხომ? არც ელისაბედს უხაროდა. მას სიხარული უნდოდა, ცეკვა, შორეული მოგზაურობები უხაროდა და სანდროს გაკეთებული სპაგეტი. ამიტომ იყო ჩაიკა. იმ კაცებთან ერთად იყო, ვისაც ის უყვარდა და ვინც მას უყვარდა. ბედნიერი ქალი იყო…”
“ვინ მოკლა ჩაიკა?” ანა კორძაია-სამადაშვილის მეორე რომანია, რომელსაც ფართო გამოხმაურება და საუკეთესო კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
KLARA-ში, ავტორთან ერთად, ნაწარმოებს წაიკითხავს ქართული გეი აქტივიზმის პიონერი, პაატა საბელაშვილი, საღამოს მოდერაციას გაუწევს მწერალი ზურა აბაშიძე.
Klara Bar
ია კარგარეთელის ქ. N1
11/03/2024
წიგნის "ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში" ხელმისაწვდომი ეგზემპლარების რაოდენობა სრულად ამოწურულია. "შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი" მუშაობს ახალ ტირაჟზე, რომლის გავრცელების შესახებ ინფორმაციას უახლოს პერიოდში შეგატყობინებთ. მადლობა მკითხველს ასეთი ინტერესისთვის და თითოეულ ადამიანს, მეგობრებსა და მხარდამჭერებს, ვინც კრებულის გამოცემა შესაძლებელი გახადა.
06/09/2023
შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი აცხადებს ღია საგრანტო პროგრამას ქვიარ არტისტებისთვის, რომლებიც ინტერსექციურად შეისწავლიან სექსუალობის, გენდერის, სქესისა და სხეულის კომპლექსურ, ფლუიდური ბუნებას; იკვლევენ ურთიერთკავშირს მეცნიერებას, ტექნოლოგიასა და კულტურას შორის, და ადამიანის სქესისა და სხეულის ურთიერთმიმართებას მომავლის (უკვე თანამედროვე) სამყაროსთან.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივ და რეგიონულ ქვიარ არტისტებს, რომლებიც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ საქართველოში.
* მონაწილეობის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ ნამუშევრის იდეის აღწერა და არტისტის პორტფოლიო. შერჩეული პროექტები დაფინანსდება 300-600 ევროს ფარგლებში.
* სახელოვნებო მედიუმები: ფერწერა, სკულპტურა, აუდიო-ვიდეო, ინსტალაცია, ციფრული ხელოვნება, მიქსმედია
ღია საგრანტო პროგრამის, ნამუშევრების შერჩევის კრიტერიუმების, ბიუჯეტის და ყველა სხვა დეტალის შესახებ ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://collectivespectrum.com/ka/open-call
** გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვებ-პლატფორმის მობილური ვერსია დამუშავების პროცესშია, ამიტომ მისი სრული ვერსიის სანახავად გამოიყენეთ PC ან ლეპტოპი.
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the establishment
Website
Address
Ia Kargareteli Street 2
Tbilisi
0112