CENN

CENN

Share

Photos from CENN's post 06/06/2026

♻ ევროკავშირის ეგიდითა და CENN-ის ინიციატივით, საქართველომ პირველ საერთაშორისო ცირკულარულ ბიზნესსამიტს უმასპინძლა.

სამიტი სიმბოლურად 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს გაიმართა და მან 100-მდე სტუმარი გააერთიანა 60-ზე მეტი ორგანიზაციიდან. დამსწრეებს შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ინდუსტრიის ლიდერები, ფინანსური დაწესებულებები, ბიზნესები, დარგობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები და ექსპერტები.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ევროკავშირის დელეგაციის ატაშემ და მწვანე შეთანხმების, კავშირის, ეკონომიკისა და ინვესტირების გეგმის საკითხებში გუნდის ხელმძღვანელმა, ანელის ვანვიმელბეკემ; გაეროს განვითარების პროგრამის
მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ნილს ქრისტენსენმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლოღან ჯ. ე. ნიკოლმა.

"ეკონომიკის ტრადიციული ხაზოვანი მოდელი – „მოიპოვე, აწარმოე, გამოიყენე, გადააგდე“ – არამდგრადია და პლანეტარულ საზღვრებს სცდება. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შესამცირებლად, ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და კლიმატნეიტრალურობის მისაღწევად. ევროკავშირი კვლავაც საქართველოს გვერდით დგას ისეთი მდგრადი და მწვანე ზრდის ხელშეწყობაში, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც ადამიანებს, ისე პლანეტას", - მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა ანელის ვანვიმელბეკემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის
გარემოს დაცვის, კავშირის, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საკითხების გუნდის
ხელმძღვანელმა.

ღონისძიების მთავარ მიზანს ქვეყანაში ცირკულარული ტრანზიციის ძირითადი გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა, და, აგრეთვე, დაბალნახშირბადიანი და მდგრადი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. სამიტზე გამართულმა ბიზნესგამოფენამ კი თავი მოუყარა 23 მწვანე ბიზნესსა და საწარმოს და დამთვალიერებლებს მცირე თუ საშუალო ზომის ბიზნესებში ცირკულარული
გადაწყვეტები გააცნო.

ღონისძიება ევროკავშირის დაფინანსებითა და CENN-ის ორგანიზებით გაიმართა. სამიტის მხარდამჭერები იყვნენ ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADC), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), „ტერაბანკი“ და „პროკრედიტ ბანკი“.

European Union in Georgia Austrian Development Agency UNDP Georgia ტერაბანკი - Terabank პროკრედიტ ბანკი • ProCredit Bank CENN

#ცირკულარულიეკონომიკა #ინდუსტრიულისიმბიოზი

***
♻ Georgia Hosted First International Circular Business Summit, Initiated by CENN with EU Support.

Symbolically held on June 5, World Environment Day, the summit brought together 100 guests from over 60 organisations. Attendees included international organisations, industry leaders, and financial
institutions, businesses, sector-specific civil society organisations, academic institutions, and experts.

The event opened with welcoming remarks from Annelies Vanwymelbeke, Attaché and Team Leader for the Green Deal, Connectivity, and Global Gateway at the Delegation of the European Union to Georgia; Nils Christensen, UNDP Georgia Deputy Resident Representative; and Laurent G. E. Nicole, Executive
Director of CENN.

"The traditional linear model of 'take, make, use, dispose' is unsustainable and pushes us beyond planetary boundaries. The transition to a CE is crucial for reducing pressure on natural resources, halting biodiversity loss, and achieving climate neutrality. The EU remains by Georgia's side in fostering sustainable, green growth that benefits both people and the planet," - said Annelies Vanwymelbeke, Team Leader for Green Deal, Connectivity, Economic and Investment Plan at the Delegation of the European Union to Georgia, in her welcoming remark.

The main objective of the event was to discuss the key challenges and opportunities in the country's circular transition and to promote the development of a low-carbon, sustainable economy. Additionally, a business exhibition held during the summit featured 23 green businesses and enterprises, showcasing circular solutions within small and medium-sized enterprises to the visitors.

The event was organised by CENN with financial support from the
European Union, and supported by the Austrian Development Cooperation (ADC), the United Nations Development Programme (UNDP), Tera Bank, and ProCredit Bank.

European Union in Georgia Austrian Development Agency UNDP Georgia ტერაბანკი - Terabank პროკრედიტ ბანკი • ProCredit Bank

05/06/2026

📣 სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს!

გარემოს დაცვის დღესთან ერთად, გილოცავთ საინტერესო და ნაყოფიერი საკონკურსო და სასწავლო წლის დასრულებას და გთავაზობთ ნიკო კეცხოველის 2026 წლის სასკოლო პრემიის ნახევარფინალისტი სკოლების სიას.

გვინდა გისურვოთ შემდგომი წარმატებები როგორც კონკურსში, ასევე სწავლასა და გარემოსდაცვით საქმიანობაში.

CENN ამაყობს თქვენი პარტნიორობით!💚

ჩვენთვის ეს არის ერთადერთი გზა ქვეყნის და მსოფლიოს მდგრადი, განვითარებული და ბედნიერი მომავლისთვის.

📎 ნახევარფინალისტი სკოლების სრული ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://forestry.ge/ge/kviris-tema/97833-2025-2026-tslebis-niko-kecxovelis-saskolo-konkursis-pirveli-etapi-dasrulda
--
🇬🇪🇦🇹 პრემია ხორციელდება პროექტის — "მწვანე კავკასია" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.

Austrian Development Agency

27/05/2026

🍃 პლასტიკის მულჩის სრულად ამოღება ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების მთავარი პირობაა. ამ პროცესის გასამარტივებლად მსოფლიოში სპეციალიზებული აგროტექნიკა გამოიყენება.

✅ მულჩის ამღები აგრეგატები: ისინი ნიადაგს საჭირო სიღრმეზე ჭრიან და ფირს ზედაპირზე ისე ამოიტანენ, რომ მისი მთლიანობა არ დაირღვეს.

✅ დამხვევი მოწყობილობები: ამოღებულ ფირს ავტომატურად ახვევენ რულონებად, რაც მის ტრანსპორტირებას ბევრად აადვილებს.

✅ დამატებითი სარგებელი: მექანიზებული ამოღება არა მხოლოდ იცავს ნიადაგს მიკროპლასტიკით დაბინძურებისგან, არამედ მინიმუმამდე ამცირებს შრომით დანახარჯებსა და დროს.

🚜ტექნოლოგიური გადაწყვეტები გვეხმარება, რომ თანამედროვე მეურნეობა გარემოსთვის უსაფრთხო და ფერმერისთვის უფრო მარტივი გახდეს.

♻️ რატომ უნდა ვუთხრათ „არა“ პლასტიკულტურას? საინფორმაციო კამპანიის მასალები იხილეთ ბმულზე 🔗 https://bitly.cx/zsmKX
___
ℹ️ CENN-ისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association-ის ერთობლივი კამპანია “აგრიკულტურა - არა პლასტიკულტურა“ ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში.

#ჯანსაღინიადაგი #მულჩირება

***
🍃 The complete removal of plastic mulch is a key condition for maintaining soil fertility. To simplify this process, specialised agricultural machinery is used worldwide:

✅ Mulch removal machines: These cut the soil at the required depth and lift the plastic film to the surface without damaging its integrity.

✅ Rolling devices: These automatically roll up the removed film into bales, making transportation much easier.

✅ Additional benefits: Mechanised removal not only protects the soil from microplastic pollution but also significantly reduces labour costs and time.

🚜 Technological solutions help make modern farming both environmentally safer and easier for farmers.

♻️Why should we say "NO" to Plasticulture?
See the full campaign materials here:🔗 https://bitly.cx/27b39
___
ℹ️ The joint campaign by CENN and the Georgian Farmers’ Association (GFA), “Agriculture - Not Plasticulture,” is implemented within the framework of the EU-funded project “Circular Cities and Regions in Georgia”

19/05/2026

🍃 ორგანული მასალების გამოყენება საუკეთესო გზაა ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

✅ ეფექტი: ინარჩუნებს ტენიანობას და თრგუნავს სარეველებს.
✅ დამატებითი სარგებელი: დაშლისას ნიადაგს ამდიდრებს ჰუმუსითა და საჭირო საკვები ელემენტებით.

ორგანული მულჩი განსაკუთრებით ეფექტურია მრავალწლიან კულტურებსა და ბიომეურნეობებში.

♻️ რატომ უნდა ვუთხრათ „არა“ პლასტიკულტურას? საინფორმაციო კამპანიის მასალები იხილეთ ბმულზე 🔗 https://bitly.cx/zsmKX

ℹ️ CENN-ისა და საქართველოს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association-ის ერთობლივი კამპანია “აგრიკულტურა - არა პლასტიკულტურა“ ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში.

#ჯანსაღინიადაგი #მულჩირება

🍃 Using organic materials is the best way to improve soil structure.

✅ Effect: Retains moisture and suppresses weeds.
✅ Added Benefit: As it decomposes, it enriches the soil with humus and essential nutrients.

Organic mulch is especially effective for perennial crops and organic farming.

♻️Why should we say "NO" to Plasticulture?
See the full campaign materials here:🔗 https://bitly.cx/27b39
___
ℹ️ The joint campaign by CENN and the Georgian Farmers’ Association (GFA), “Agriculture - Not Plasticulture,” is implemented within the framework of the EU-funded project “Circular Cities and Regions in Georgia”.

Want your organization to be the top-listed Non Profit Organization in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Address


27 Betlemi Street
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00