FC Rustavi

FC Rustavi

Share

Photos from FC Rustavi's post 03/06/2026

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ივნისის მატჩებისთვის მზადება დაიწყო🇬🇪

21-წლამდე ნაკრები, ივნისში, 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 5 ივნისს, ჩვენი გუნდი ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში აშშ-ს დაუპირისპირდება, ხოლო 9 ივნისს ნისპორენში მოლდოვას შეხვდება.

03/06/2026

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, ჯაბა დვალის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს!

ჯაბა დვალი 2007-2008 წლის სეზონში რუსთავის “ოლიმპში” თამაშობდა.

31/05/2026

ლევან გოგუაძე — რუსთავის „მეტალურგის“ ეპოქა და სიმბოლო!

XX საუკუნის 70-80-იანი წლების ლეგენდარული გუნდის ლიდერი, წლების განმავლობაში სამართლიანად მიიჩნეოდა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო და გამორჩეულ ფეხბურთელად.
ამპლუით ცენტრალურ ნახევარმცველს მოედანზე ყველაფერი შეეძლო, თუმცა მისი საფირმო ნიშანი სტანდარტული მდგომარეობების უბადლო შესრულება და „არანორმალური“ სიძლიერის დარტყმა იყო. გულშემატკივარს დღემდე ახსოვს მისი ფანტასტიკური გოლები — ლევან გოგუაძეს ათეულობით ბურთი აქვს გატანილი 35-40 მეტრის მანძილიდან! 🎯
🚀

დღეს რუსთავური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა 72 წლის გახლავთ. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის სპორტული ისტორიის ოქროს ფურცლებზე! 🌟

Want your business to be the top-listed Gym/sports Facility in Rustavi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Address


Rustavi
031