SS Rustavi maternity home

SS Rustavi maternity home

Share

10/01/2024

ორსულთა საყურადღებოდ !!!!

სს რუსთავის სამშობიარო სახლი ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში DRG, მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულიად უფასოა საქართველოს მოქალაქესთვის (გარდა მოთხოვნით საკეისრო კვეთის) დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე :

5 (11) 17-53-00

24/01/2023

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი-პროფესორი ლევან მაყაშვილი

🔵 წამყვანი ექიმი
🔵 მეან-გინეკოლოგი

რუსთავის სამშობიარო სახლი
მის: რუსთავი, წმ. ნონოს 3

17/01/2023

რუსთავის სამშობიარო სახლი ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში და თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ რვა უფასო ვიზიტის ფარგლებში შემდეგი მომსახურება:

🔵 პირველი ვიზიტი – 13 კვირის ორსულობის ვადამდე:

1) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
2) სისხლის საერთო ანალიზი;
3) შარდის კულტურალური გამოკვლევა;
4) სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა;
5) რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში;
6) სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტის ვირუსი, C-ჰეპატიტის ვირუსი, აივ ინფექცია და სიფილისი);
7) ულტრაბგერითი გამოკვლევა;
8) სისხლში თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა.

🔵 მეორე ვიზიტი – ორსულობის 18-20 კვირაზე:

1) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
2) ულტრაბგერითი გამოკვლევა.

🔵მესამე ვიზიტი – ორსულობის 26 კვირაზე

1) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
2) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;
3) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში;
4) რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში;
5) სკრინინგი გესტაციურ დიაბეტის გამოვლენის მიზნით.

🔵 მეოთხე ვიზიტი – ორსულობის 30 კვირაზე:

1) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
2) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;
3) სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა.

🔵 მეხუთე ვიზიტი – ორსულობის 34 კვირაზე:

1) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
2) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

🔵 მეექვსე ვიზიტი – ორსულობის 36 კვირაზე

1) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
2) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;
3) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში;
4) ჰემოლიზურ სტრეპტოკოკზე გამოკვლევა;
5) ულტრაბგერითი გამოკვლევა.

🔵მეშვიდე ვიზიტი – ორსულობის 38 კვირაზე:

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

🔵 მერვე ვიზიტი – ორსულობის 40 კვირაზე:

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

გვეწვიეთ რუსთავის სამშობიარო სახლში აქ თქვენ დაგხვდებათ თბილი გარემო და გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც პატარას ჩასახვის პირველივე დღიდან მის დაბადებამდე იზრუნებენ მის ჯანმრთელობაზე.

მნიშვნელოვანია ბავშვის დაბადების დროს 9 თვის მანძილზე თქვენი შვილის განვითარების ისტორიას თვალს ადევნებდეს თქვენი მეანი.

Want your practice to be the top-listed Clinic in Rustavi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Website

Address


ქ. რუსთავი , წმინდა ნინოს ქ. N3
Rustavi