WIZ KIDS CAMP

WIZ KIDS CAMP

Share

23/02/2026

🗓 6-11 მარტი – Wiz Kids Sport x Villa Panorama 🤝

​მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ Wiz Kids Sport-ისა და Villa Panorama-ს ერთობლივი პროექტი იწყება! 🤝 ეს იქნება დაუვიწყარი დღეები სპორტული სულისკვეთებითა და აქტივობებით სავსე.

თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და ძალიან მალე გაიგებთ, თუ რომელი ცნობილი სტუმრები გვესტუმრებიან ბანაკში! 👀✨ არ გამოტოვოთ სიახლეები! 👊

15/02/2026

გამოიყენე ზაფხულის არდადეგები შენი ახალი სპორტული ცხოვრების დასაწყებად! 🌿🔥

📅 ბანაკის პერიოდები:
I ნაკადი: 25 ივნისი - 1 ივლისი
II ნაკადი: 1 ივლისი - 7 ივლისი

სპორტული განვითარების ბანაკი 8–15 წლის ბავშვებისთვის.

თუ თქვენი შვილი ჯერ არ არის ჩართული სპორტში ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რომელი მიმართულება აირჩიოს — ეს ბანაკი მისთვის იდეალური შესაძლებლობაა. აქ ბავშვები სხვადასხვა სპორტს პრაქტიკაში სცდიან და თავად გრძნობენ, რა უხდებათ ყველაზე მეტად.

პროგრამა მოიცავს:
• ფეხბურთს
• კალათბურთს
• ზოგად ფიზიკურ მომზადებას
• საინტერესო და შემეცნებით ლექციებს სპორტის შესახებ

ჩვენი მიზანია, ბავშვმა უსაფრთხო და პროფესიონალურ გარემოში განივითაროს სისწრაფე, კოორდინაცია, გამძლეობა და გუნდური უნარები. ბანაკი ეხმარება მათ გახდნენ უფრო თავდაჯერებულები, დისციპლინირებულები და მიზანდასახულები.

ეს არის სივრცე, სადაც ბავშვი არა მხოლოდ ვარჯიშობს — არამედ იძენს ახალ მეგობრებს და პოულობს საკუთარ სპორტულ გზას.

📌 ადგილები შეზღუდულია.
დარეგისტრირდით დროულად — ბანაკი გელოდებათ!

21/10/2025

Wiz Kids-ი ორბის საკალათბურთო აკადემიას დაუმეგობრდა 🤝
ერთად ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ 🥳🏀

🚀 საკალათბურთო აკადემია ''ორბსა'' და საკალათბურთო აკადემია ''Wiz Kids'' შორის მემორანდუმი გაფორმდა

"ორბი" წარმოადგენს თბილისის საკალათბურთო აკადემიას, რომელიც სუპერლიგაშიც ასპარეზობს. მისი ყველა ასაკობრივი გუნდი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატებში.

გარდა ამისა, ''ორბის'' აკადემიამ ცოტა ხნის წინ მემორანდუმი გააფორმა ესპანურ Joventut de Badalona-სთან.

ესპანეთის 9-გზის ჩემპიონთან, რომელსაც ევროლიგა ორჯერ აქვს მოგებული. მისი აღზრდილია რიკი რუბიო, რუდი ფერნანდესი, ძმები გასოლები და სხვა.

ჩვენს აკადემიებს შორის გაფორმებული შეთანხმება გულისხმობს ფართომასშტაბიან, სამომავლო თანამშრომლობას, რომელიც ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. საკალათბურთო აკადემია “Wiz Kids” შეძლებს თავისი პერსპექტიული, ნიჭიერი ბავშვები გაგზავნოს “ორბში”, სადაც ისინი კალათბურთში პროფესიონალური კარიერის დასაწყებად საჭირო გამოცდილებას მიიღებენ.

შესანიშნავი შესაძლებლობა ექნებათ იმ ბავშვებს, რომლებმაც საკუთარი უნარები და ძალები წარმოაჩინეს, გამოიყენონ “ორბის” პლატფორმა, რათა საკუთარი ნიჭი საერთაშორისო არენაზე გაიტანონ. ეს მათ საშუალებას მისცემს მოხვდნენ ესპანეთში, სუპერლიგაში და ძალები საერთაშორისო კალათბურთის დიდ სცენაზე გამოცადონ.

10/10/2025

🥳 Wiz Kids-ში დღეს განსაკუთრებული სტუმრები გვყავდა 🏀🏀 უმაღლესი ლიგის რუსთავის გამორჩეული მოთამაშეები 🥇

ბიჭებმა პატარებს თავისი გამოცდილება გაუზიარეს, რჩევები მისცეს, ბევრ კითხვას უპასუხეს და wiz kids-ის გუნდშიც კი ითამაშეს 👊❤️

მადლობა მათ, რომ ჩვენთვის დრო გამონახეს და პატარა კალათბურთელები ასე გააბედნიერეს 🤗

Want your business to be the top-listed Gym/sports Facility in Rustavi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Address


მე-15 სკოლა (მე-8 მიკრორაიონი)
Rustavi
3700