BK

BK

Share

24/03/2024

გულის ცრემლები

მეგონა, ვიცნობდი და მწარედ შემშლია,

ის რაც მისწავლია, ზღვაში წვეთია,

ცხოვრებას, ასე სწარაფად ვერვინ გაიცნობს,

როდის, სადღაც, რაღაც ნიღაბს გაიძრობს,

კიდევ, ბევრი რაღაც, კარგად სასწავლია,

ზოგი ტყუილიც კი სადღაც მართალია,

ბედნიერია განა ვინც იღიმის ?!

არ დაიჯერო რამე არ აკლია,

სადღაც, სიღრმეში, რაღაც ედარდება,

გულის ცრემლები ხომ, თვალებს, არ ატყვია...

ბ. კუთხაშვილი

20/03/2024

,,რა მაქვს სატირალი ღმერთო,
რა მაქვს საწუწუნო შენთან,
ზოგჯერ უაზროდ რომ ვყბედობ,
მაინც საყვედურს რომ ვბედავ.

მე რომ სიმდიდრეზე ვფიქრობ,
ვიღაც წყლის წყურვილით კვდება,
ვიღაც განთიადის ცისკარს,
საწოლმიჯაჭვული ხვდება.

მე რომ არ ვჯერდები ცოტას,
ძვირფას სამოსელს რომ ვეძებ,
მშიერ, ფეხშიშველთან ვცოდავ,
საჭმელს ნაგავზე რომ ეძებს.

რა მაქვს საწუწუნო ღმერთო,
ამდენ სიყვარულის პატრონს,
ბევრჯერ რა უაზროდ ვყბედობთ
და რა სისულელეს ვნატრობთ..’’

?.?.

31/12/2023

HAPPY NEW YEEEEAAR! 🥳🙌🏼

Მინდა ყველას ჩემსავით უხაროდეს ან უფრო მეტად!
Ბოლოსდაბოლოს ძველი ძველს გავატანოთ!
Მინდა ყველა ძალიან ბედნიერი იყოთ!
Მინდა შური და ბოღმა არ არსებობდეს!
Მინდა წყენა და ტკივილი გაქრეს!
Მინდა გვეპატიოს
მინდა ვაპატიოთ!
Მინდა მადლიერები ვიყოთ, ყოველი წამისთვის და ყველაფრისთვის რაც მოგვეცა!
Მინდა შევიყვაროთ და დავაფასოთ ერთმანეთი!
Მინდა ახალი, ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე ძველი!
Მრავალს დავესწროთ! Ჯანმრთელები, ბედნიერები და ლაღები! 🥳😊🥳❤️

HAPPY NEW YEEEEAAAR! 🥳 Yeaaah! 🥳

13/04/2021

იდეები!

იდეები, ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული! არც რაოდენობას აქვს მნიშვნელობა! ფული ვერაფერს ცვლის!
თუ ცვლის, მხოლოდ ერთი შეხედვით! ერთჯერადად!
მხოლოდ ფული თუ გაქვს და იდეები არა, მაშინ შენი ყველა ქმედება, დროებითია! ფასი არ აქვს!

ფული იდეის გარეშე, იგივეა, რაც სხეული, სულის გარეშე!

სული კი სხეულის გარეშე მარადიული და უკვდავია!

იდეა ფულს იშოვნის!
ფული ვერა! ფული მას იყიდს!
თუ იყიდის, ვერ შეინარჩუნებს! 👌🏾

რაც შეეხება მოპარულ, მიტოვებულ და მიკერძოებულ იდეებს... :
ისინი, პატრონის გარეშე, დიდხანს ვერ ცოცხლობენ!
ის სული არ აქვთ, რაც შემქმნელმა შთაბერა! დროდადრო ქრებიან, ნადგურდებიან! 👌🏾

BK... 🖐🏾

Want your public figure to be the top-listed Public Figure in Gori?
Click here to claim your Sponsored Listing.

Website

Address


Gori
1400