Flycomp
04/05/2026
შეკითხვაზე - ემუქრება თუ არა Wizz Air-ს საწვავის კრიზისი და გაუქმდება თუ არა ფრენები ზაფხულის სეზონზე, ავიაკომპანიის წარმომადგენელმა ასეთი პასუხი გასცა:
„ეს ინფორმაცია არის აბსურდი, რადგან Wizz Air-ს ამ მიმართულებით საკმაოდ ძლიერი ბალანსი აქვს. 18 თვით ადრე იწყებს მზადებას შემდეგი პერიოდისთვის. ფლოტის 75%-ი შედგება 320 ნეო-ოჯახის თვითმფრინავებისგან, რაც როგორც იცით, უზრუნველყოფს სტრუქტურულ ხარჯობრივ უპირატესობას ევროპაში მოქმედებ სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით. შესაბამისად, მომავალი 18 თვის განმავლობაში შეიძლება ითქვას , რომ Wizzair-ს საწვავის მარაგი მზად აქვს.
რაც შეეხება ფრენების გაუქმებას - ავიასაწვავის კრიზისი არ გახდება ამის მიზეზი".
16/09/2025
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრობა კიდევ უფრო კომფორტული და სწრაფი ხდება. როგორც მოფრენის, ისე გაფრენის დარბაზებში e-gate სისტემები დაინერგა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მოცდის დროს და ამარტივებს პროცედურებს.
მოფრენის დარბაზის სიახლეები
ქართველი მოქალაქეებისთვის, ვინც საზღვრის კვეთისას რიგში დგომისგან დაიღალა, სასიამოვნო სიახლეა: აეროპორტში შვეიცარიული კომპანია SITA-ს მიერ შექმნილი 7 ავტომატიზებული სასაზღვრო გამშვები (e-gate) ამოქმედდა. ამიერიდან, ქვეყანაში შემოსვლა მარტივია: პასპორტის დასკანერებისა და ბიომეტრიული მონაცემების შემოწმების შემდეგ, პროცესი წამებში სრულდება. ერვისი, რომლის ინვესტიციამაც 1.6 მილიონი ლარი შეადგინა, სრულად ოქტომბრიდან ამოქმედდება.
გაფრენის დარბაზის სიახლეები
რაც შეეხება გაფრენას, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ფრანგული კომპანია RESA ELECTRONIQUE-ის e-gate სისტემა წარმატებით მუშაობს. ეს სისტემა მგზავრებს საშუალებას აძლევს, ჩასხდომის ბარათის (boarding pass) დასკანერებით, ავტომატურად გაიარონ ტურნიკეტი, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს მგზავრთა ნაკადის გადაადგილებას და რიგებს ამცირებს.
14/09/2025
2025 წლის 11 სექტემბერს, ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 13:39 საათზე, Wizz Air UK-ის Airbus A321-271NY (XLR) ტიპის თვითმფრინავს, სარეგისტრაციო ნომრით G-XLRA, , რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვის იყო, ასრულებდა რეისს W95775 ლონდონ-გეტვიკიდან (LGW) პრაღის მიმართულებით. ასაფრენ ბილიკზე 24 პირველი შეხებისას თვითმფრინავმა განიცადა მცირე შეხტომა, რის შემდეგაც პილოტმა, მეორე დაშვების მცდელობისას, ზედმეტად მოატრიალა თვითმფრინავი. ამის გამო ფიუზელაჟის უკანა ნაწილი შეეხო ასაფრენ ბილიკს, რამაც ფიუზელაჟის ზედაპირის დაზიანება გამოიწვია.
მიუხედავად ინციდენტისა, თვითმფრინავმა უსაფრთხოდ გადაინაცვლა სადგომზე, სადაც ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი ჩვეულ რეჟიმში გადმოვიდა. არავინ დაშავებულა.
ამის შემდეგ, თვითმფრინავი ექსპლუატაციიდან ამოიღეს დეტალური ინსპექტირებისა და საჭირო შეკეთებისთვის.
05/02/2025
იტალიური მედია აქვეყნებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქემ მოახერხა რომის ჩამპინოს აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკში შეღწევა და იქ ცეცხლს გაჩენა. ინციდენტის შედეგად, აეროპორტმა დროებით შეწყვიტა ფრენები და მგზავრების მიღება. საქართველოს მოქალაქეობის მქონე მამაკაცი დაკავებულია ხოლო ადგილზე მუშაობენ იტალიური სამართალდამცავი ორგანოები.
შეგახსენებთ რომ როდესაც რეისის გადადება ან გაუქმება ხდება მსგავსი - ავიაკომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, დაგვიანებაზე ან გაუქმებაზე კომპენსაციის გაცემა არ ხდება.
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
Selim Khimshiashvili Str 20
Batumi
6000