Sui Generis
20/09/2022
💡 როგორ დავამარცხოთ შემოდგომის მელანქოლია?
🔆 ემოციები:
მიეცით საკუთარ თავს ემოციების სრულად გამოხატვის უფლება, იქნება ეს ტირილის, სიბრაზის თუ რაიმე სხვა ნეგატიური ემოცია.
🔆 საკუთარ თავთან საუბარი:
💭 « დღეს უბრალოდ ცუდ ხასიათზე ავდექი, ხდება ხოლმე.»
💭 « ხვალ ყველაფერი უკეთესად იქნება.»
💭 « უნდა დავისვენო, თუკი დასვენება მჭირდება.»
🔆 დაგეგმეთ აქტივობა:
🧺 იქნებ ძველი ნივთების/ტანსაცმელების გადარჩევის დროა
💡 სულ მცირე ფიზიკურ აქტივობასაც კი შეუძლია ისეთი ჰორმონების გააქტიურება როგორიცაა: დოფამინი, ენდორფინი და სეროტონინი- რომლებიც განწყობის ამაღლებას უწყობენ ხელს.
🔆 გაატარეთ დრო თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად:
ადამიანი ადამიანისთვის ხომ დღეა ❤️🩹
25/08/2022
მხსნელი -> აგრესორი -> მსხვერპლი
⚡️ თანადამოკიდებული ადამიანი თავის ცხოვრებისეულ სცენარს ამ სამი როლით ათამაშებს.
🫂 მხსნელის როლი გამომდინარეობს თანადამოკიდებულის გადამატებული მოთხოვნით იზრუნოს სხვაზე, მოაგვაროს სხვისი პრობლემები და ისევ და ისევ იცხოვროს სხვისი ცხოვრებით, ვინაიდან:
1. საკუთარი აღარ გააჩნია;
2.მხოლოდ ამ როლში გრძნობს თავს საჭიროდ;
3.ფიქრობს რომ მხოლოდ ასე დაიმსახურებს სხვა ადამიანის სიყვარულს.
🥊 თუმცა, როდესაც მისი შრომა და გარჯა დაუფასებელი რჩება და მოლოდინი არ უმართლდება, მხსნელი გადის თამაშიდან და იღვიძებს აგრესორი.
აგრესორი ჩხუბითა და ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს საკუთარი პოზიციების გამყარებას და როდესაც არც ამას აქვს შედეგი..
🥁 საბოლოოდ რჩება მსხვერპლი, რომელიც თავს უბედურად, ცხოვრებისგან დაჩაგრულად, უსარგებლოდ გრძნობს.
მსხვერპლის როლში ყოფნისას ხშირია დეპრესია და სუიციდური აზრები.
⚡️ ჯოჯოხეთის ამ დონეებს გადის თანადამოკიდებული ადამიანი ყოველდღიურად, სანამ არ გაიაზრებს პრობლემის არსებობას და არ გადაწყვეტს მის გამოსწორებას.
23/08/2022
⚡️ რას ნიშნავს რთული ხასიათის ადამიანი?
- ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობაა რთული
თუ
- ადამიანი, რომლის მართვაც არის რთული?
22/08/2022
⚡️ თუკი მუდმივად ცოდნის დაგროვების რეჟიმზე ხართ და არასდროს პრაქტიკულად გამოყენების;
⚡️ თუკი მუდმივად გგონიათ რომ კიდევ ერთი კურსი/ტრენინგი/ მასტერ კლასი უნდა გაიაროთ იმისათვის, რომ რეალურად შეძლოთ ამა თუ იმ საქმეზე პასუხისმგებლობის აღება;
⚡️ და თუკი უბრალოდ საკუთარ თავს მუდმივად არასაკმარისად გრძნობთ, ამ შემთხვევაში იმპოსტერის ანუ თვითმარქვიას სინდრომთან გვაქვს საქმე.
- იმპოსტერის სინდრომი ძირითადად ვითარდება რამდენიმე მიზეზით, ესენია:
🪨 ბავშვობაში უფროსებისგან დაკისრებული გადაჭარბებული მოლოდინი;
🪨 როლების იერარქია: როდესაც ბავშვობიდანვე მოგანიჭეს გარკვეული ადგილი, რომლის იქეთ არ შეგეძლოთ მოქმედება;
🪨 შეცდომის დაშვების შიში;
როგორ ვაჯობოთ ამ სინდრომს?
🧊 რეალობის ინდიკატორები:
- როდესაც საკუთარი გონებისა და დამახინჯებული წარმოსახვის ხაფანგში აღმოვჩნდებით, აუცილებელია რაიმე გამოსაფხიზებელი სიგნალი.
ანუ, გონების მიერ ნაკარნახევ მცდარ მოსაზრებებს საკუთარი უუნარობის შესახებ უნდა დავუპირისპიროთ რეალური მაგალითები განვლილი ცხოვრებიდან, სადაც ვაღწევდით დასახულ მიზნებს.
🧊 ,,ცოცხალი მე”
- უნდა მივცეთ საკუთარ თავს საკუთარ თავად ყოფნის უფლება 😅
დავუშვათ შეცდომები და შემდეგ მოვძებნოთ მათი გამოსწორების გზები.
🧊 ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
- როდესაც საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით სხვა ადამიანს ეხმარებით რაიმე ამოცანის გადასაჭრელად, ამით არამხოლოდ კარგ საქმეს აკეთებთ, არამედ საკუთარ თავსაც უმტკიცებთ რომ რეალურად რაღაც შეგიძლია.
22/08/2022
🧘🏻♀️✨🫶🏻
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Telephone
Website
Address
Batumi
6010