BSU Jean Monnet Chair Euconst - JM Module Trio.Join.EU
16/05/2026
#ჟანმონესმოდული #ბსუ #ევროკავშირი #საჯაროსკოლა
🇬🇪🇪🇺 2026 წლის 14 მაისს, ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ ქალაქ ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ევროკავშირი: ძირითადი პრინციპები, ღირებულებები, ჩამოყალიბების ისტორია და გაწევრიანების პირობები”. ღონისძიება განხორციელდა ბსუ-ს ჟან მონეს მოდულის (TRIO.JOIN.EU) „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროპეიზაცია“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
🇬🇪🇪🇺On May 14, 2026, Prof. Malkhaz Nakashidze, Jean Monnet Chair (EUCONST) of the Batumi S***a Rustaveli State University, delivered a public lecture on "The European Union: Basic Principles, Values, History and Conditions of Membership" at Batumi Public School №3. The event was held in as part of Jean Monnet Module (TRIO.JOIN.EU) "Political Criteria for Accession to the European Union and Europeanization of Georgia, Moldova, and Ukraine" funded by European Commission in the framework of Erasmus+ Programme and aims to promote excellence in teaching and research in the field of European Union studies. 🇪🇺🇬🇪
22/02/2026
For English scroll down
#ბსუ #კონსტიტუცია1921🇬🇪🇪🇺
🔹️2026 წლის 21 თებერვალს, ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟან მონეს ზამთრის სკოლის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ ფარგლებში, საქართველოს პირველი კონსტიტუციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ბსუ-ს პროფესორმა, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა მალხაზ ნაკაშიძემ ჩაატარა ლექცია თემაზე: “1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია - ევროპული ღირებულებები და დემოკრატიული მმართველობის ევროპული მოდელი“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია საქართველოს პირველი კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების, სტრუქტურის და ღირებულებების შესახებ.
🔹️საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვლის მიიღო საქართველოს პირველი კონსტიტუცია, რომელიც ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში დაიბეჭდა. საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია ეფუძნებოდა ევროპული კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს და ერთ-ერთ პროგრესულ დოკუმენტს წარმოადგენდა იმ პერიოდისთვის. კონსტიტუციამ დააფძნა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა, დაადგინა პროპორციული საარჩევნო სისტემა, საქართველო გამოაცხადა სეკულარულ სახელმწიფოდ, ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი სასამართლო, გააუქმა სიკვდილით დასჯა, აღიარა ქალთა საარჩევნო უფლება და სხვა. საქართველოს მოქმედი, 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა.
🔹️On February 21, 2026, an event dedicated to the first Constitution of Georgia, organized by the Jean Monnet Chair (EUCONST) was held at Rustaveli State University, within the framework of the Jean Monnet Winter School “Political Criteria for Membership in the European Union and Europeanization”. Malkhaz Nakashidze, Professor of BSU, the Jean Monnet Chair, delivered a lecture “The Constitution of February 21, 1921 - European Values and the European Model of Democratic Governance”. A discussion was held within the framework of the event on the main principles, structure and values of the first Constitution of Georgia.
🔹️The Constituent Assembly of Georgia adopted the first Constitution of Georgia on February 21, 1921, which was printed in Batumi, at the Nestor Khvingia Printing House. The Constitution of Georgia of February 21, 1921, was based on the fundamental principles of constitutionalism and was one of the most progressive documents of that period. The Constitution established a European-type parliamentary system of government, proportional elections, declared Georgia a secular state, established an independent judiciary, abolished the death penalty, recognized the right of women to vote. The current Constitution of Georgia of August 24, 1995, is based on the historical and legal heritage of the 1921 Constitution.
17/02/2026
🇬🇪🇪🇺 #ჟანმონესზამთრისსკოლა
ბსუ-ში ზამთრის სკოლა გაიხსნა | AdjaraTV ბსუ-ში ზამთრის სკოლა ,,ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ გაიხსნა. აქტივობ....
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the university
Website
Address
Ninoshvili/Rustaveli Str. 35/32
Batumi
6010
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |