Masterclass.edu.ge

Masterclass.edu.ge

Share

Photos from Masterclass.edu.ge's post 11/06/2026

📚📚სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის მე-8 გ და დ კლასის მოსწავლეებისა და აჭარის მწერალთა სახლის კოლაბორაციით ლიტერატურული პერფორმანსი -- პერსონაჟთა სიმპოზიუმი მოეწყო.

🌟მეხუთედან მერვე კლასის ჩათვლით წაკითხული კლასგარეშე ლიტერატურიდან მოსწავლეებმა აირჩიეს პერსონაჟი, მოირგეს მათი როლი და საჯარო სიტყვით მიმართეს მსოფლიო მკითხველს.

🌟მათი გამოსვლა ( სფიჩი) ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებისა და თავგადასავლით მიღებული გაკვეთილის გათვალისწინებას ავალდებულებდა მსმენელს. პერსონაჟის შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს მკითხველმა და თუ რთული ცხოვრებისეული მომენტი მაინც დადგება, გმირი უნდა იყოს ინსპირაცია ამ პრობლემიდან გამოსვლისა.

☀️ე.წ. მკითხველთა საბჭომ თითოეული პერსონაჟი დააჯილდოვა სხვადასხვა ნომინაციით, კონკრეტულად, თუ რა სამსახური გაუწია მკითხველს, ან, ზოგადად, კაცობრიობას.
ნიშანდობლივია, რომ ღონისძიება მწერალთა სახლში გაიმართა. არაფორმალური გარემო სასწავლო პროცესის წამახალისებელი ფაქტორია.

🌟აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, ზეპირი მეტყველების, წერის, შეფასებისა და ემოციური კომპეტენციების განვითარებას.

👩‍🔧პედაგოგი: ნადია გუნდაძე,
კოორდინატორები: ია ფირცხალაიშვილი,
ანა მიქაელიანი.

11/06/2026

🌳 „პატარა გიდები დიდ ისტორიას ყვებიან“ – საინტერესო გაკვეთილი მე-4 „დ“ კლასში

დღეს ჩვენს კლასში ჩვეულებრივი გაკვეთილი არ ყოფილა! რუსული ენის ფარგლებში, მოსწავლეებმა უჩვეულო როლი მოირგეს – ისინი პარკის გიდებად იქცნენ.
რა გავაკეთეთ?

✅ შევისწავლეთ პარკის საინტერესო ისტორია;
✅ განვივითარეთ კვლევისა და საჯარო გამოსვლის უნარები;
✅ რუსულ ენაზე მოვამზადეთ პრეზენტაციები და თანაკლასელებს „ექსკურსია“ ჩავუტარეთ.

ამ აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებს არა მხოლოდ ენობრივი ბარიერი გადაელახათ, არამედ ესწავლათ ინფორმაციის სტრუქტურირება და საკუთარი სათქმელის დამაჯერებლად გადმოცემა. მოსწავლეებმა ბრწყინვალედ გაართვეს თავი გიდის რთულ, მაგრამ საპასუხისმგებლო როლს! 🎤✨

პროცესი წარიმართა საინტერესოდ და ინტერაქტიულად.
👩🏻‍🏫პედაგოგი: ქრისტინა ოსტაშევსკაია
🤵🏽‍♀️კოორდინატორი: მაია გორგილაძე
საგანი: რუსული ენა

#სასწავლოპროცესი #რუსულიენა #გიდები #პარკისისტორია #აქტიურისწავლება #განათლება

Photos from Masterclass.edu.ge's post 11/06/2026

V - გ კლასის ლიტერატურული მარათონი🎓📚📚
📌სასწავლო წლის დასაწყისში მასტერკლასელებს ეძლევათ აუცილებლად წასაკითხი მხატვრული ლიტერატურის ჩამონათვალი. წლის ბოლოს კი ლიტერატურულ მარათონში ერთმანეთს ლიტერატურის, პერსონაჟების, ახალი და საინტერესო იდეების აღმოჩენაში ეჯიბრებიან.
🌟I ადგილი - სანდრო ბერიძე;
🌟II ადგილი - ბაჩო ახალაძე;
🌟III ადგილი - ნატალი დიასამიძე;
🌟III ადგილი - ლაზარე ქათამაძე.

🌺ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მზია ხურცილავა.
🌺კოორდინატორი - სალომე კალაძე.

Photos from Masterclass.edu.ge's post 10/06/2026

V - ბ კლასის ლიტერატურული მარათონი🎓📚📚
📌სასწავლო წლის დასაწყისში მასტერკლასელებს ეძლევათ აუცილებლად წასაკითხი მხატვრული ლიტერატურის ჩამონათვალი. წლის ბოლოს კი ლიტერატურულ მარათონში ერთმანეთს ლიტერატურის, პერსონაჟების, ახალი და საინტერესო იდეების აღმოჩენაში ეჯიბრებიან.
🌟I ადგილი - მარიამ დუმბაძე;
🌟II ადგილი - ქეთა მახარაძე;
🌟III ადგილი - ნია ბოდენიუკი;
🌟III ადგილი - ლიკა ბასილაძე.
🌺ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ირინა კრავჩენკო.
🌺კოორდინატორი - თაკო გოგიტიძე.

Want your school to be the top-listed School/college in Batumi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Telephone

Address


55 Selim Khimshiashvili Street
Batumi
6000

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00