Idaaf Magazine
03/12/2024
ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და სხვა სამსახურების თანამშრომლების მხარდასაჭერი განცხადება
ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და სხვა სამსახურების თანამშრომლების მხარდასაჭერი განცხადება
ჩვენ, "საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება" (სას) და ქვემორე ხელმომწერი პირები, სოლიდარობას ვუცხადებთ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურული, ურბანული და სხვა სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც აპროტესტებენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მათ გადაწყვეტილებას, მკაცრი კონტროლისა და ზეწოლის პირობებში ეჩვენებინათ გამბედაობა არალეგიტიმური ხელისუფლების უსამართლო ქმედებების მიმართ და გამოეხატათ თავიანთი პოზიცია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისადმი.
ყოვლად მიუღებელია ქ. თბილისის მერიის მიერ მათი თანამშრომლების მიმართ ბოლო დროს განხორციელებული ზეწოლა და დაშინების აქტები, მათ შორის, უსამართლოდ გათავისუფლების მუქარა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მოვუწოდებთ პატივი სცეს ყველა მოქალაქის უფლებას, ვინც საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას მშვიდობიანად გამოხატავს.
მოგიწოდებთ დაიცვათ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა უფლებები, უზრუნველყოთ მათი უსაფრთხოება და აზრის გამოხატვის თავისუფლება და აქვე შევახსენებთ, რომ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს კანონს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.
ჩვენ, “საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება”, საქართველოში მოღვაწე არქიტექტორები და დარგის სპეციალისტები, გვერდში ვუდგავართ ყველას, ვინც იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის და უზრუნველვყობთ სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ადვოკატირებას. აქვე აღვნიშნავთ, რომ არქიტექტურის და ურბანული სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლების შემთხვევაში, "სას"-ი წარმოადგენს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, მათ მხარდასაჭერად როგოც მორალურად, ისე ფინანსურად.
ჩვენ გვწამს დემოკრატიის მნიშვნელობის და ვაგრძელებთ საქართველოს პროდასავლური კურსის შენარჩუნებისთვის ბრძოლას!
ძალა ერთობაშია!!!
საერთო განცხადებაზე ხელის მოსაწერად ეწვიეთ ბმულს:
https://docs.google.com/document/d/1PgLd4LZyvVQD2S_dra6a7UgGYAGq_Epq/edit?usp=sharing&ouid=100262642503612187917&rtpof=true&sd=true
30/11/2024
საქართველოს არქიტექტორების განცხადება!
შეძრწუნებულები ვართ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით და ძალოვანების მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტებით!
ვგმობთ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მოქალაქეების კონსტიტუციური ნების უგულებელყოფას და გადაწყვეტილებას, გადაუხვიოს ევროინტეგრაციის მრავალწლიანი გზიდან!
ვემიჯნებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც აკნინებს დამოუკიდებელ ინსტიტუციებს და ახშობს პროფესიონალების აზრს!
ჩვენ, საქართველოს არქიტექტორები, ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იცავენ კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროპულ მომავალს!
მოვითხოვთ დაუყონებლივ შეწყდეს ძალადობრივი ქმედებები მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ და გატარდეს ყველა ღონისძიება საქართველოს ევროპულ ორბიტაზე დასაბრუნებლად!
ძალა ერთობაშია!
საერთო განცხადებაზე ხელის მოსაწერად ეწვიეთ ბმულს:
https://manifest.ge/petitions/891722/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90
14/05/2024
საქართველოს არქიტექტორებისა და დიზაინერების განცხადება!
განცხადებას ხელს აწერს 375-ზე მეტი დარგის სპეციალისტი და სია მზარდია.
განცხადების სრული ლინკი კომენტარში.
საქართველოს არქიტექტორებისა და დიზაინერების განცხადება!
განცხადებას ხელს აწერს 520-ზე მეტი დარგის სპეციალისტი და სია მზარდია.
სრული ლინკი კომენტარში.
Clique aqui para requerer seu anúncio patrocinado.
Entre em contato com o negócio
Site
Endereço
Poti, CE
Horário de Funcionamento
| Segunda-feira | 09:00 - 17:00 |
| Terça-feira | 09:00 - 17:00 |
| Quarta-feira | 09:00 - 17:00 |
| Quinta-feira | 09:00 - 17:00 |
| Sexta-feira | 09:00 - 17:00 |