CALEN AI
11/22/2025
ფანტასტიური საუბარი შედგა❤
მადლობა BMG • ბიემჯი 🙏
ირაკლი ბესელიძე - AI ტრანსფორმაციის სტრატეგი და CALEN AI-ს დამფუძნებელი
06/23/2025
როგორ მივცეთ შესაძლებლობა მომხმარებელს რომ უფასოდ დაუკავშირდეს თქვენს სატელეფონო ცენტრს იმ შემთხვევაშიც კი როცა ის რეკავს უცხოეთიდან, WhatsApp-ის ახალი ფუნქციონალით.
მომხმარებლისთვის კომპანიასთან სატელეფონო კავშირი, განსაკუთრებით საზღვარგარეთიდან, ხშირად დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს ქმნის ბუნებრივ ბარიერს, რომელიც ბევრი კომპანიისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
15 ივლისიდან WhatsApp Business call API-ს წყალობით, თქვენს კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა, შესთავაზოს მომხმარებლებს WhatsApp-ის ხმოვანი ზარებით დაკავშირება თქვენი სატელეფონო ცენტრის ნომერზე – მათთვის სრულიად უფასოდ.
ეს არ არის ფართოდ გავრცელებული ინფორმაცია და ამ ეტაპზე, ამ ტექნოლოგიის დანერგვა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის, სტრატეგიულად შერჩეული კომპანიებისთვის არის გათვალისწინებული.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად თქვენი ბიზნესისთვის და მისი მომხმარებლებისთვის?
📞 ზარის ნულოვანი ღირებულება მომხმარებლისთვის: თქვენი კლიენტები აღარ იფიქრებენ ზარის საფასურზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ ლოიალობასა და კმაყოფილებას.
🧠 ზარების ავტომატური დამუშავება: ჩვენი AI კომპონენტი უზრუნველყოფს ზარების პირველად ფილტრაციასა და ოპერატიულ პასუხებს, ამცირებს რა თქვენი ქოლ-ცენტრის დატვირთვას და აუმჯობესებს მომსახურების სიჩქარეს.
👩💼 გამართული გადამისამართება ოპერატორებთან: საჭიროების შემთხვევაში, ზარი უწყვეტად გადაეცემა თქვენი გუნდის შესაბამის წევრს.
როგორ ხდება ეს ტექნიკურად?
CALEN AI უზრუნველყოფს WhatsApp Business ზარების დისკრეტულ და ეფექტურ ინტეგრაციას თქვენს არსებულ სატელეფონო ინფრასტრუქტურასთან (PBX). თქვენი მომხმარებლებისთვის პროცესი უმარტივესია: ისინი იყენებენ WhatsApp-ს, როგორც ნებისმიერ სხვა ზარზე.
ეს შესაძლებლობა განიხილება, როგორც სტრატეგიული ინვესტიცია მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებასა და ოპერაციული ეფექტურობის ზრდაში.
აჩვენეთ, რომ თქვენი კომპანია ზრუნავს მომხმარებელზე და იყენებს მოწინავე ტექნოლოგიებს. მოგვწერეთ მესენჯერში და გაიგეთ თუ როგორ დანერგოთ ეს სიახლე თქვენს კომპანიაში.
03/31/2025
🚀 დიდი ნაბიჯია ქართული სტომატოლოგიისთვის! CALEN AI-ისთვის პატივია Dentos-თან ერთად მოვახდინოთ ინდუსტრიის AI ტრანსფორმაცია და გავხადოთ AI ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი. ვიწყებთ ცხელი ხაზის ავტომატიზაციით, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია— წინ ბევრი საინტერესო ინოვაცია გველის! 🤖🦷✨
🚀 პირველად ქართულ სტომატოლოგიაში, CALEN AI და Dentos • დენტოსი პარტნიორობით ხელოვნური ინტელექტი ხელმისაწვდომი ხდება! 🤘
ხელოვნური ინტელექტი პირველ ეტაპზე სტომატოლოგიური კლინიკების ქოლ ცენტრებს გააციფრულებს, რაც საშუალებას მისცემს კლინიკებს:
1️⃣ გააციფრულონ პაციენტებთან ვიზიტების შეხსენების და დადასტურების, ზარების გახორციელების მიმდინარეობა ადამიანური რესურსების გარეშე.
2️⃣ მნიშვნელოვანად შეამცირონ პაციენტების მხრიდან ვიზიტზე გამოუცხადებლობა (No Show).
3️⃣ დაზოგონ ადამიანური და ფინანსური რესურსი დაგეგმილი ვიზიტების შეხსენების, დადასტურების, გაუქმების და მათი მენეჯმენტის კუთხით.
ეს პირველი ნაბიჯია ხელოვნური ინტელექტის სტომატოლოგიურ სერვისებში ინტეგრაციის მიმართულებით. წინ კიდევ დიდი და საინტერესო გზა გველოდება 🚀
იხილეთ ვრცლად 👉 https://cutt.ly/vraPHpp4
Click here to claim your Sponsored Listing.
Website
Address
Henderson, NV
89052