Mamao Gabriel

Mamao Gabriel

Share

28/06/2026

სასწაული, რომელიც უფალმა მამა გაბრიელის ლოცვით აღავლინა — ბავშვი, რომელიც ვერ საუბრობდა, ამეტყველდა!

"დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!"

24/06/2026

ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის და წმინდა სერაფიმე საროველის მადლი შეგეწიოთ, ძვირფასო მეგობრებო!

23/06/2026

დიდება უფალს!
შეგვეწიოს წმინდა სერაფიმე საროველის ლოცვა!

22/06/2026

ყველას შეგეწიოთ წმინდა მამა სერაფიმეს ლოცვა!

22/06/2026

ჩემო ძვირფასო მეგობრებო,
ღვთის წყალობით, მივემგზავრებით დივეევოში — წმინდა სერაფიმე საროველის წმინდა სავანეში. თუ უფალი ინებებს, უკვე ამ საღამოს მის წმინდა ნაწილებთან და იმ მადლმოსილ ადგილას ვიქნებით, სადაც დღემდე განსაკუთრებული ძალით იგრძნობა მისი ლოცვა, სიყვარული და მამობრივი მზრუნველობა.

ამიტომ, ვისაც სურვილი გაქვთ, მომწერეთ პირად შეტყობინებაში თქვენი და თქვენი ახლობლების საჯანმრთელო მოსახსენებლები. დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით მოვიხსენიებთ თითოეულ სახელს წმინდა სერაფიმე საროველის წინაშე. ხვალ შუადღემდე შეგიძლიათ.

ამ დღეებში განსაკუთრებით ვილოცოთ მშვიდობისთვის, ჯანმრთელობისთვის, ოჯახების გამთლიანებისთვის, განსაცდელში მყოფთა გამხნევებისთვის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობისთვის.

წმინდა მამა სერაფიმე საროველის მადლი და კურთხევა გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და ახლობლებს. შეგვეწიოს იგი სრულიად საქართველოს, ჩვენს მრავალტანჯულ, მაგრამ ღვთის მიერ განსაკუთრებულად შეყვარებულ ქვეყანას.

ხომ გახსოვთ, რა დიდი სიყვარულით იხსენიებდა წმინდა სერაფიმე საქართველოს? გადმოცემის თანახმად, იგი განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ქართველ ერს და ჩვენს ქვეყანას ღვთის განგებულებაში მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებდა. ამიტომ დღეს, მისი წმინდა ნაწილების წინაშე, განსაკუთრებული გულით ვილოცოთ ჩვენი სამშობლოსთვის, მისი ერთობისთვის, მშვიდობისთვის და სულიერი გაძლიერებისთვის.

„ქრისტე აღსდგა, სიხარულო ჩემო!“ — ამ სიტყვებით ეგებებოდა წმინდა სერაფიმე ყველას. დაე, მისი ეს სიხარული, სიყვარული და ლოცვა თითოეული ჩვენგანის გულში დამკვიდრდეს.

🙏 მოსახსენებლების გამოგზავნა შეგიძლიათ პირად შეტყობინებაში.
☦️ წმინდა სერაფიმე საროველო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის! 🇬🇪❤️

22/06/2026

...

ავტორი:

ჩემი გზა საკურთხეველში ძალიან ადრე, ხუთი წლის ასაკში დაიწყო. მაგრამ ის, რომ ადრეულ ასაკში თბილისის ერთ-ერთი მთავარი ტაძრის — სამების სტიქაროსანი გავხდი, დღემდე აშკარა სასწაულად და ჩვენი განსაკუთრებულ მეოხებად მიმაჩნია.
უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევა პირველად 18 წლის ასაკში მივიღე, თუმცა მასთან ჩემი ახლო და ღრმა ურთიერთობა 2014 წელს, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების აღმოყვანების დღეებში დაიწყო. სწორედ მაშინ მიმიყვანეს პატრიარქთან. მან ჯერ წმინდა ნაწილებთან მსახურების კურთხევა მომცა, შემდეგ კი — თავად #სამების საკათედრო ტაძარში.
ყოველ ღვთისმსახურებაზე ვცდილობდი, უწმინდესის ტახტის პირდაპირ დავმდგარიყავი. თვალს ვერ ვაშორებდი. თითქოს მსურდა შემეთვისებინა ის სიმშვიდე, ის შინაგანი ნათელი და მადლი, რომელიც ასე უხვად იყო მის პიროვნებაში. ეს იყო #თავმდაბლობის საოცარი სკოლა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები სიტყვების გარეშე ისწავლებოდა.
მოგვიანებით, როდესაც მისი უწმინდესობის კურთხევით მამა გაბრიელის შესახებ წიგნის თარგმნა დავიწყე, ხოლო შემდეგ ფილმების შექმნასაც შევუდექი, ჩემა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
გუშინ ჩვენს უწმინდესზე გადაცემა ჩავწერე და გავიხსენე
ერთი შემთხვევა, რომელიც განსაკუთრებით ღრმად ჩამრჩა გულში.
ეს #სვეტიცხოვლში მოხდა. იმ დღეებში გამოვიდა ჩენი თარგმანი წიგნისა „ბერის დიადემა“ , და გადავწყვიტე, პირველი ეგზემპლარი პირადად პატრიარქისთვის მესახსოვრა.
საკურთხეველში მიმიყვანეს, მის წინაშე მუხლი მოვიყარე, წიგნი მივაწოდე და აღელვებულმა დავიწყე საუბარი იმაზე, თუ როგორი კარგი ნაშრომი გამოვიდა.
აქ ერთ მნიშვნელოვან დეტალს უნდა გავუსვა ხაზი. #უწმინდესში ერთი თვისება იყო, რომელიც ყოველთვის მაოცებდა: იგი ყველას თქვენობით ესაუბრებოდა, ჩემნაირ ცოდვილსაც კი. ჩემთვის ეს საოცარი და ცოტათი უხერხულიც კი იყო — წინამძღვარი, დიდი მამა და სულიერი მოძღვარი, ახალგაზრდა კაცს ისეთი პატივისცემით ესაუბრებოდა, თითქოს დიდი ხნის მეგობარი ყოფილიყავი. ამაში ნათლად ჩანდა მისი ნამდვილი ქრისტიანული კეთილშობილება.
პატრიარქი ყურადღებით ათვალიერებდა წიგნს.
— შესანიშნავია, — მშვიდად თქვა მან.
უცებ ერთ ფოტოზე შეჩერდა. სურათზე უბრალო სპილენძის დიადემა იყო აღბეჭდილი.
— ეს რა ფოტოა, კონსტანტინე? — მკითხა მან.
მაშინ გავახსენე ისტორია, რომელიც იღუმენია ქეთევანის მონათხრობიდან იყო ჩაწერილი:
ერთხელ სამთავროს მონასტერს უწმინდესი და უნეტარესი ეწვია. მის შესახვედრად თავისი კოშკიდან გამოვიდა, თავზე დიადემით. მისალმების შემდეგ პატრიარქმა ღიმილით ჰკითხა:
— მამა გაბრიელ, თქვენი დიადემა ოქროსია?
— არა, თქვენო უწმინდესობავ, — მყისვე უპასუხა ბერმა, — ოქროსი რომ ყოფილიყო, თავს დიდი ხნის წინ მომაჭრიდნენ!
ამ სიტყვების გაგონებაზე #პატრიარქს სახე შეეცვალა. მის სახეზე ისეთი თბილი, ღრმა და ბავშვურად გაბრწყინდა, რომელიც დღემდე თვალწინ მიდგას.
ამ ღიმილში მთელი მათი საიდუმლო მეგობრობა და სულიერი ერთობა ჩანდა — ორი დიდი საყრდენი ჩვენი ეკლესიისა, რომლებიც ხშირად სიტყვების გარეშეც შესანიშნავად უგებდნენ ერთმანეთს.
დღესაც, როდესაც იმ ნათელს ვიხსენებ, მტკიცედ ვიცი: . ჩვენი პატრიარქი კვლავ ჩვენს გვერდით არის თავისი ლოცვით, და მისი სიყვარული, ისევე როგორც მამა გაბრიელის დიადემა, კვლავ იცავს და მფარველობს ჩვენს ერს.

19/06/2026

როგორი ნატანჯი იყო ჩვენი მამა გაბრიელი... @топовые поклонники Mamao Gabriel

19/06/2026

...

ავტორი:

«არის სიტყვები, რომლებიც დროს არ ემორჩილება.
და არიან ადამიანები, რომლებიც თავად იქცევიან ასეთ სიტყვებად.
მამა გაბრიელის ცხოვრება სწორედ ასეთი სიტყვა იყო — ჩუმი, მაგრამ ძლიერი; უბრალო, მაგრამ შეუვალი სიყვარულით სავსე.
„საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს“ — ეს არ არის მხოლოდ ნათქვამი ფრაზა. ეს არის გზა, რომელსაც ქვეყანა ან გაივლის, ან საკუთარ თავში დაკარგავს. რადგან იქ, სადაც სიყვარული ქრება, ნელ-ნელა ქრება ადამიანიც და ყველაფერი ღვთაებრივი,
ხოლო სადაც სიყვარული რჩება — იქ ყველაფერი გაბრწყინებულია.
მამა გაბრიელი დღესაც გვახსენებს: სიყვარული მხოლოდ გრძნობა არ არის. ის არის არჩევანი — პატიების, მოთმინების, და იმ სიჩუმის, რომელიც უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა.
დღეს ეს სიტყვა ისევ გვიბრუნდება როგორც კითხვა:
შევძლებთ თუ არა სიყვარულით შევინარჩუნოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვეძვირფასება?
მთელ საქართველოს ვუსურვებ სიყვარულის განმტკიცებას — გულებში, ოჯახებში, ურთიერთობებში.
რათა ჩვენი ლამაზი და მრავალტანჯული ქვეყანა მართლაც სიყვარულმა გადაარჩინოს.»

15/06/2026

...

ავტორი:

«აკეთეთ სიკეთე, თქვენი კეთილი საქმეებით გადარჩებით!» — მოუწოდებდა მამა გაბრიელი თითოეულს და ამ სიტყვებში ისმოდა თავად უფლის ხმა.
ეს მოწოდება — „აკეთეთ სიკეთე!“
— ბერისთვის ლამაზი მეტაფორა არ ყოფილა. იგი მას ქმედებად აქცევდა ყველაზე მოულოდნელ
ადგილებში, იქ, სადაც სამყარო მხოლოდ ფაციფუცს, ბოროტებასა თუ გულგრილობასაა ჩვეული.
წმინდანის სიწმინდე განსაკუთრებულ გარემოს არ მოითხოვდა; იგი კაშკაშა შუქად ინთებოდა ქალაქის გადაჭედილ ავტობუსებში თუ გამზირების ხმაურში, ყოველდღიურობას გადარჩენის სივრცედ აქცევდა.

დედა თებრონია (კვალიაშვილი) იხსენებს

შემთხვევას, რომელმაც მისი სული შეძრა. ერთხელ ისინი მამა გაბრიელთან ერთად მეტროთი მგზავრობდნენ. გადაჭედილ ვაგონში, ხალხის მასაში, ერთმა ახალგაზრდამ ხელი პირდაპირ ბერის ჯიბეში ჩაყო. მამა გაბრიელი ზურგით იდგა და თითქოს ვერც ამჩნევდა მომხდარს. დედა თებრონია, აღშფოთებისა და შიშისგან გაოგნებული, თვალს ვერ აშორებდა ქურდს.
მაგრამ როგორც კი მატარებელი ბაქანთან
გაჩერდა და კარები გაიღო, დაუჯერებელი რამ მოხდა. მამა გაბრიელი ელვისებურად შემობრუნდა ამ კაცისკენ. მას ხელი კი არ სტაცა, არც სინდისზე მიუთითა და არც დახმარება ითხოვა.
ნაცვლად ამისა... მან ეს ახალგაზრდა გულში მაგრად ჩაიკრა. ბერმა მას სიყვარულზე რამდენიმე სიტყვა ჩასჩურჩულა და დალოცა.
ამ მოულოდნელი მოწყალების ძალა ისეთი იყო, რომ კაცი წამში სრულმა სინანულმა მოიცვა. მისი თავხედობა გაქრა და ადგილი ბავშვურ სიხარულს დაეთმო. მოშორებით მდგარი მეგობრებისკენ მიბრუნებულმა, აღტაცებულმა, მთელ ვაგონზე დაიყვირა:
— ნახეთ! მამაომ დამლოცა!
შემდეგ კი, თითქოს სურდა ეს ნაპოვნი ნათელი ყველა მგზავრისთვის გაეზიარებინა, კიდევ უფრო ხმამაღლა გაიმეორა:
— მამაომ დამლოცა! გესმით?!

Want your place of worship to be the top-listed Place Of Worship in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Address

Tbilisi