HRnet
07/08/2019
#ვაკანსია
ვეძებთ .NET დეველოპერებს middle და senior პოზიციებზე
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ სივი:
hr+[email protected]
👇სრული ინფორმაცია ნახეთ აქ
https://maxinai.com/net-developer-2
რატომ უნდა იაროთ გასაუბრებებზე?! 🤔🥴
🤝 გასაუბრება თანამშრომლის შერჩევის ერთ-ერთი ეტაპია, და მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ თუ გასაუბრებაზე სივის გაგზავნის შემდეგ დაგიბარეს, თქვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაქვთ მხოლოდ გადადგმული და მხოლოდ თქვენი კანდიდატურა არ განიხილება კონკრეტულ ვაკანსიაზე.
მიუხედავად, იმისა რომ შეიძლება კონკრეტული გასაუბრება თქვენთვის წარმატებით არ დასრულდეს და ვერ დასაქმდეთ, არ ჩათვალოთ რომ ეს ფუჭად დაკარგული დროა!
გასაუბრება, როგორც HR/რეკრუტერს, ისე კანდიდატს ბევრ რამეს ასწავლის:
🔎 იღებთ ინფორმაციას ორგანიზაციის შესახებ, მის გარემოზე, თანამშრომლებზე, პირობებზე და ა.შ.
🔎 იჩენთ ახალ ნაცნობებს (თუნდაც, მოსაცდელში სანამ გასაუბრებაზე შეხვალთ ან HR-ის სახით🧐)
🔎 გასაუბრება კარგი შანსია საკუთარი შესაძლებლობების, დადებითი და უარყოფითი მხარეების გასაანალიზებლად
🔎 ხდებით უფრო თავდაჯერებული და ყოველ მომდევნო გასაუბრებაზე ნაკლებად ნერვიულობთ
❗️ნუ აფიქრებინებთ, რომ უპასუხისმგებლო ადამიანი ხართ და არ აფასებთ სხვის დროს, HR-ები ამას ყოველთვის ითვალისწინებენ😉
❓გაგვიზიარეთ, თქვენ რა მოგცათ კონკრეტულმა გასაუბრებამ ან რა გადაგხდენიათ
✍️როგორი უნდა იყოს რეზუმე/CV?! 📄📑
📌 CV არ უნდა იყოს გადატვირთული, ფერადი და დიდი მოცულობის;
🔗 რაც შეიძლება მოკლედ უნდა იყოს ასახული თქვენი სამუშაო გამოცდილება;
📌 არ გადატვირთოთ მონაცემებით თქვენი ოჯახის წევრებზე;
🔗 პირველ რიგში მიუთითეთ პირადი ინფორმაცია (დაბადების თარიღი, მობილური, მეილი, მისამართი) ფოტოსურათით; არ დააწეროთ სათაურად რეზუმე ან CV;
🔗 გამოცდილება დაალაგეთ ქრონოლოგიურად - უახლესიდან ძველისკენ;
🔗 მიუთითეთ განათლება ( სკოლის მითითება არ არის საჭირო);
🔗 მიუთითეთ კომპიუტერული პროგრამები;
🔗 მიუთითეთ ენობრივი კომპეტენცია;
🔗 ფაილი PDF ფორმატში შეინახეთ და დაარქვით სახელი და გვარი.
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the business
Website
Address
Tbilisi