Proconsulting

Proconsulting

Share

05/04/2024

📣სიახლე საჯარო რეესტრში!
რეგისტრაციის პროცესის გამარტივებისთვის, რეგისტრატორი უკვე ყველა საქმეზე დაუკავშრდება განმცხადებლებს!

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით, კომპანიებს... 19/03/2024

🔴კომპანიებს ევალებათ, 2025 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

➡️ ამ მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს:

🔹კომპანიის გადაწყვეტილება;
🔹სადამფუძნებლო შეთანხმება;
🔹ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი წესდება;

✅ ჩვენ დაგეხმარებით კომპანიის დოკუმენტაცია მოიყვანოთ „მეწარმეთა შესახებ" ახალ კანონთან შესაბამისობაში.

💯 პროკონსალტინგის პროფესიული პასუხისმგებლობა, კლიენტთა სასარგებლოდ დაზღვეულია 1 000 000 ლარით.

✅ ჩვენი მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება, არის თქვენთვის შემოთავაზებული სერვისის პროფესიონალურად განხორციელების გარანტი.

https://proconsulting.ge/fullnews.php?id=114
#პერერეგისტრაცია #კომპანიისრეგისტრაცია #იურიდიულიმომსახურება #იურიდიულიკომპანია

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით, კომპანიებს... „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით, რომელიც 2022 წლის 1 იანვარს ამოქმედდა,...

საჯარო რეესტრის პრაქტიკა, უცხო ქვეყანაში გაცემულ მინდობილ... 01/03/2024

📍2024 წლის თებერვალში, ჩვენმა კომპანიამ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

🔹უფლება უნდა დარეგისტრირებულიყო 2022 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელსაც მხარემ ხელი პირადად, საჯარო რეესტრში, უფლებამოსილი პირის თანდასწრებით მოაწერა.

🔹საჯარო რეესტრმა შეაჩერა წარმოება და მოითხოვა გარიგების საჯარო აქტის ფორმით დამოწმება.

🔹ჩვენ მიერ გასაჩივრდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

🔹ამ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მინდობილობის საფუძველზე მოქმედი პირი გახლდათ არა უშუალოდ გარიგების მონაწილე, ხელმომწერი, არამედ განაცხადის წარმდგენი. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო გარიგების საჯარო აქტის ფორმით დამოწმების მოთხოვნა.

✅საჩივრის ფარგლებში, მოთხოვნილ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, რომელიც საჩივრის წარდგენიდან რამოდენიმე დღეში დაკმაყოფილდა და საკუთრების უფლება დარეგისტრირდა დაინტერესებულ პირზე.

⚖️ჩვენი მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება, არის თქვენთვის შემოთავაზებული სერვისის პროფესიონალურად განხორციელების გარანტი.
☎️(+995 32) 210 90 99
📞 577 043 999

საჯარო რეესტრის პრაქტიკა, უცხო ქვეყანაში გაცემულ მინდობილ... ჩვენ მიერ გასაჩივრდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შ...

27/02/2024

როგორ ხდება საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება❓

📌„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

✔️განაცხადის წარდგენის შემდგომ, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, განმცხადებელი პირი ვალდებულია, გაიაროს ტესტირება ქართულ ენაში, ისტორიასა და სამართლის საფუძვლებში.

✔️გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, განმცხადებლის დოკუმენტაცია ტესტირების შედეგებთან ერთად გადაეგზავნება საქმის განმხილველ კომისიას.

✔️კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების არსებობის დადგენას.

✅კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
☎️ (+995 32) 210 90 99

კომპანიამ გაიარა ტრენინგი „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთ... 26/02/2024

📌ჩვენმა კომპანიამ გაიარა ტრენინგი „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან დაკავშირებით. ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო ბაქაქური.

✅ტრენინგის ფარგლებში გაკეთდა მნიშვნელოვანი აქცენტები, მოქმედ კანონმდებლობაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე. ფართოდ განიხილა შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმები და ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციები.
აღსანიშნავია, რომ თანაშრომლებს მიეცათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვან პრაქტიკასა და განმარტებებს.

💯პროკონსალტინგის პროფესიული პასუხისმგებლობა, კლიენტთა სასარგებლოდ დაზღვეულია 1 000 000 ლარით.

კომპანიამ გაიარა ტრენინგი „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთ... ჩვენმა კომპანიამ გაიარა ტრენინგი „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან დაკავშირებით....

Want your practice to be the top-listed Law Practice in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Telephone

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00