Busy Bees
19/06/2015
20/05/2015
• საუზმის შემდეგ ლაურა ბავშვებს სთხოვს დაიკაონ მერხთან ადგილები, რათა დაიწყოს მეცადინეობა, მაგრამ ბავშვები ცუღლუტობენ და თამაშს აგრძელებენ.
ლაურა: ბავშვებო, სწავლა არ გინდათ?
სანდრო შერვაშიძე: უკვე ვიცით!
• სესილი: მე დედიკომ გუშინ ქართული მარწყვი მომიტანა.
ნიკუშა ქართველიშვილი სიცილისგან ჩაკუჭკუჭდა და პასუხობს: ეე, ქართული მარწყვი ვის გაუგონია, აბა, მარწყვმა ქართულად ლაპარაკი იცის?
• ქეთო მიზანდარი: ბევრი სუნამო არ დაისხა, თორემ გასუქდები.
• მათემატიკის გაკვეთილზე ლაურა ბავშვებს ასწავლის შესაკრების ათამდე დამრგვალებას, შემდეგ წერს მაგალითს და ნიკუშა ხოშტარიას სთხოვს ახსნას, თუ როგორ მივუმატოთ შვიდს ხუთი.
ნიკუშა: ჯერ შვიდი დავაბურთაოთ ათამდე.
• ნიკა ბილაშვილი: მე ზოოპარკში ვიყავი და ვნახე სირაქლემა და ჩუტყვავილა
• ინგლისურის გაკვეთილზე: I know ნიშნავს „მე ვიცი“
სესილი: და I yes რას ნიშნავს?
08/05/2015
სანამ ჯერ კიდევ მზეა
While it's still sunny
Click here to claim your Sponsored Listing.
Category
Contact the school
Telephone
Website
Address
Tbilisi
0162