Comp shop
08/08/2023
ვისაც დაივინგის შესწავლა და საერთაშორისო სერთიფიკატების აღება, აგრეთვე შავ ზღვასა და ალპურ ტბებში დაივინგის ან წყალქვეშა ნადირობის ტურებში მონაწილეობა სურს, შეგიძლიათ მოგვმართოთ კვარიათში სასტუმრო ნონა-ს დაივინგ ცენტრში.
If you want to learn scuba diving and get international SDI certificates, as well as participate in diving tours or underwater hunting tours on the Black Sea and Alpine lakes, please contact us - Hotel Nona in Kvariati.
David Nikoleishvili
Diving Instructor TDI/SDI;
DiveMaster PADI
Address: №98 Andria Pirveltsodebuli st. Kvariati, (Hotel Nona).
Tel: +995.577 12 49 79.
Viber/whatsApp: +995.577.124979.
E-mail: [email protected]
29/03/2021
დაივინგის სეზონი გაიხსნა, წყალი ცივია, მაგრამ ნამდვილი დაივერებისთვის არა! ახლა ძალიან კარგი დროა, რადგან შავ ზღვაზე არც პანდემიის და არც ხალხის ჭაჭანება არ არის, ამიტომ არც დისტანციის და დიდი სივრცეების პრობლემა არ გვაქვს.
>კვარიათის სასტუმრო "ნონას" დაივინგ ცენტრში შეგიძლიათ გაიაროთ სხვადასხვა დონის კურსები და აიღოთ აშშ-ს SDI-ის (Scuba Diving International) საერთაშორისო სერთიფიკატები. >დაივინგის სწავლა (მათ შორის, ვინც ცურვა არ იცის) და საერთაშორისო სერთიფიკატების აღება შესაძლებელია 10 წლის ასაკიდან. სწავლება მიმდინარეობს, როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად.
>გაითვალისწინეთ: SDI Rescue Diver და DiveMaster-ის კურსის გავლის და შესაბამისი სერთიფიკატების აღებით, თქვენ უკვე შეგიძლიათ განაცხადი შეიტანოთ არა მარტო საქართველოს შსს-ს სანაპირო დაცვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და სხვა სახელმწიფო, კომერციული თუ საზღვაო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ მყვინთავის თავისუფალ ვაკანსიებზე, არამედ უცხოეთში მოქმედ დაივინგ ცენტრებშიც!
ჩვენს დაივინგ ცენტრს და ასევე საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციას ყველა ამ ორგანიზაციაში შესაბამისი რეკომენდაცია შეუძლია გაგიწიოთ.
ჩვენს დაივინგ ცენტრში ასევე შესაძლებელია შეიძინოთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების MARES, Beuchat და სხვ. ახალი და ასევე მეორადი საყვინთი აღჭურვილობა.
მის: კვარიათი, სასტუმრო "ნონა".
Tel: +995.577.124979; 577.464862
Viber/whatsApp: +995.577.124979.
Web: www.tdisdi.com
E-mail: [email protected]
10/08/2020
მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს - განსაკუთრებით ზღვისპირეთს და თბილისს!
>მოგმართავთ ყველას თხოვნით და მოგიწოდებთ არანაირი მომსახურება და დახმარება არ გაუწიოთ რუსეთიდან შემოგზავნილ ორ რუს მოქალაქეს (უფრო ზუსტად ოკუპანტებს და დიდ შნირებს)! ეს ორი პირი ამჟამად ფოთში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა საგულაოდ და წყალქვეშ სანადიროდ ხშირად ბათუმსა და სარფს სტუმრობენ. ისინი ძირითადად რუსულ-სომხურ ნომრიანი ორი ავტომობილით Hilux Pickup და Mercedes Vario-თი გადაადგილდებიან!
ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების და ასევე მოქალაქეების გასაგონად კიდევ ერთხელ ღიად ვამბობ, რომ საქართველოში შემოვიდა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებზე სხვადასხვა სახის საეჭვო საქმიანობას ეწევიან ორი რუსი მოქალაქე დიმიტრი ჟურავლიოვი და ალექსეი კოროლიოვი.
ეს უკანასკნელი საერთოდ სამხედრო მყვინთავია და კარგად ფლობს როგორც წყალქვეშა განაღმვის, ასევე დანაღმვის საქმიანობას, ასევე იცის პარაშუტიდან ხტომა და აქვს შესაბამისი რუსული ლიცენზია. მათ საქართველოში შექმნეს შპს „ალფა“, რომლის ძირითად ინტერსს წარმოადგენს როგორც მოქმედი დიდი პორტები და ჰიდროელექტრო სადგურები, ასევე ყველა ის მიტოვებული გვირაბები, რომელიც ახლოსაა და რაიმე ფორმით დაკავშირებულია ენგურის თუ სხვა დიდი ჰესების ელექტროენერგიის გამომამუშავებელ სადგურებთან!
ისინი ასევე ძალიან დიდ ინტრესს იჩენენ თბილისის მეტროსადგურების მიტოვებულ გვირაბებისადმი. მეტად საყურადღებოა, რომ ზოგიერთი მათგანის სიახლოვეს განლაგებულია მოქმედი ჰაერსატუმბი სადგურები, რომელიც მეტროს სადგურებს და მიწისქვეშა გვირაბებს ჩვენი მოქალაქეებისათვის საჭირო ჰაერით უზრუნველყოფენ!!!
გამომდინარე იმ რეალური ფაქტიდან, რომ რუსეთი, განსაკუთრებით კი პრეზიდენტი პუტინი და მისი ჯიბის მთავრობა არის საქართველოს №1 დაუძინებელი მტერი და საკუთარი ჯარით თუ სპეცდანიშნულების დანაყოფებით დღემდე ვერაგულად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და დესტაბილიზაციას! ყველა ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებთ, რათა რუსეთიდან შემოსული უცნობი ადამიანებისადმი, განსაკუთრებით კი მოქმედ და „ყოფილ“ სამხედრო პირების „ბიზნეს“ საქმიანობისა და გაადაადგილებისადმი ძალიან ფხიზლად და ყურადღებით ვიყოთ!
ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავთ და მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედი პორტების და ჰიდროელექტროსადგურების ხელმძღვანელებს, არ დაამყაროთ საქმიანი ურთიერთობები და დროულად გაწყვიტეთ არსებული ხელშეკრულებები რუსულ კომპანია შპს „ალფა-სთან“.
ამ ორი ოკუპანტის, თანაც ძალიან დიდი თაღლითების და გადამგდებების შესახებ უფრო ვრცელ მასალას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ!
საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის
თავმჯდომარე
დავით ნიკოლეიშვილი
Click here to claim your Sponsored Listing.
Contact the business
Website
Address
Tbilisi