M.G.A

M.G.A

Share

20/11/2025

Meta ამკაცრებს ბრძოლას კონტენტის ქურდობის წინააღმდეგ და ბოლოს და ბოლოს ამატებს ფუნქციას, რომელიც რეალურად დაიცავს კრეატორების შრომას.

დაემატა ახალი Content Protection ფუნქცია.

პლატფორმა ასკანირებს Facebook-ს და Instagram-ს და როგორც კი პოულობს თქვენი ორიგინალი Reels-ის მსგავს ვიდეოს
გაფრთხილებას გაძლევთ.

ეს არ არის ზედაპირული დამთხვევა.
Meta იყენებს იმავე ტექნოლოგიას, რაც Rights Manager-ში აქვთ და ამოწმებს როგორც სრულ, ისე ნაწილობრივ დამთხვევებს.

ამიტომ, თუ ვინმე თქვენს ვიდეოს გადმოწერს, დაჭრის, ცოტას გადააკეთებს და დადებს როგორც ახალ Reels-ს, თქვენ ამას ვერ გამოგაპარებენ.

მსგავსი გაფრთხილების მიღების შემდეგ, Creator-ს სამი არჩევანი აქვს

1. Track- ვიდეო დარჩება პლატფორმაზე, ნამდვილი ავტორი კი უბრალოდ დააკვირდება მის სტატისტიკას. პლუს შეძლებს დაამატოს წარწერა ,,original by”, რომ ყველა ნახვაში გამოჩნდეს ვის ეკუთვნის რეალურად. ეს ავტორობის აღიარებაა და შეიძლება ვინმეს აწყობდეს კიდეც.

2. Block-
ავტორი ვიდეოს დაბლოკავს Facebook-ზე და Instagram-ზე ისე, რომ ,,ქურდი” არ დაისჯება, მის მიერ მოპარული ვიდეო კი უბრალოდ გაქრება

3. Release-
ამ მოქმედებით ავტორი უბრალოდ გაწყვეტს მოთხოვნას.
ანუ Meta-ს ეუბნება:
,,კი, ეს ვიდეო ჩემია, მაგრამ ამ კონკრეტულ დამთხვევაზე არ დავსაჯოთ”. ანუ არ მინდა ამ ვიდეოს არც დაბლოკვა და არც შემდეგი მონიტორინგი.
დაე უბრალოდ დარჩეს..🫷🏻

გარდა ამისა თუ ვინმე ეცდება მეტას შეცდომაში შეყვანას და სხვისი ვიდეოების ხელოვნურად მითვისებას, ამას მკაცრი შეზღუდვები მოყვება კრეატორის მიმართ..

მოკლედ მე ვფიქრობ,
ეს ნაბიჯი ძალიან კარგი და დროულია იმ სამყაროში, სადაც სხვისი კრეატივების და ნაწვალების მოპარვა, უკვე თითქმის ნორმად არის ქცეული.

აქვე გეტყვით, რომ ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია იმ კრეატორებისთვის, რომლებიც მონეტიზაციის პროგრამაში არიან ჩართულები და აკმაყოფილებენ მეტას საავტორო მოთხოვნებს.

დანარჩენებს კი ეტაპობრივად დაგვემატება.

დღეისთვის სულ ეს იყო
აბა წარმატებები.🫶

Want your business to be the top-listed Advertising & Marketing Company in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Address

Tbilisi
0131

Opening Hours

Monday 08:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 08:00 - 17:00
Thursday 12:00 - 21:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 09:00 - 17:00