Next To You

Next To You

Share

29/05/2025

👋🏻🎁 მოგესალმებით მეგობრებო, როგორც შეგპირდით 29 მაისს ვიყავით სოციალურად დაუცველ ოჯახში და 5 წლის იუბილარ საბას და მასთან ერთად მთელ ოჯახს მცირე საჩუქარი გავუკეთეთ.

💪🏻🥹თქვენი დახმარებით შეგროვდა 301.04 ლარი, რითაც შევიძინეთ საკვები პროდუქტები და ტორტი. ასევე თქვენი ჩართულობით შეგროვდა 20-მდე ჩანთა სხვადასხვა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სათამაშოების, რითაც ძალიან გაიხარეს ბავშვებმა.

❤️🙏🏻 ყველას დიდი მადლობა ჩართულობისთვის და ბედნიერების გაზიარებისთვის!

#ქველმოქმედება

05/03/2025

ამ ეტაპზე შეგოვებულია 52 ლარი. გავაქტიურდეთ მეგობრებო. 2 დღეზე ნაკლები რჩება დენის გადასახადის დასაფარად. 🙏🏻

🙏🏻 5 შვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება. ოჯახში არ არის გაზი და დენზე არიან დამოკიდებული. დენით თბებიან და დენით ამზადებენ საკვებს. დედა დამლაგებლად მუშაობს მაგრამ ახლა ოჯახში ყველა გაციებულია და ვერ დადის სამსახურში. დენის გადასახადი ამ დროისთვის 228 ლარია. თელმიკომ განცხადების საფუძველზე 1 კვირით გადაუწია გათიშვის თარიღი. დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები. ნუ დავტოვებთ დენის გარეშე პატარებს და გავუკეთოთ დედას საჩუქარი ❤️ თანხა სრულად მოხმარდება აღნიშნულს ოჯახს 💪🏻 თქვენი იმედი გვაქვს 🙏🏻

ბანკის ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი: GE25BG0000000541267926

თიბისი ბანკი:
GE45TB7448036515100059

#ქველმოქმედება #დახმარება

05/01/2024

💪🏻 კიდევ ერთ კარგ ორგანიზაციაზე უნდა გიამბოთ

👉🏻 „საქართველოს კარიტასი“ “Caritas Europa”-ს ქსელის და “Caritas Internationalis”-ის კონფედერაციის სრულუფლებიანი წევრია და ახორციელებს თავის საქმიანობას თავისი პროექტების და პროგრამების მეშვეობით, რათა დაეხმაროს მოწყვლად ადამიანებს - მარტოხელა მოხუცებს, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, უსახლკარო ადამიანებს, შშმ-პირებს, შინ მოვლის მწოლიარე პაციენტებს - მათზე ყოველდღიური ზრუნვით და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მეშვეობით. განვითარების კუთხით „საქართველოს კარიტასი“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს ბავშვებისა და მოზარდების განათლებისა და პროფესიულ მომზადებაზე, ნებაყოფლობით დაბრუნებული მიგრანტების რე-ინტეგრაციაზე და სოფლის თემების განვითარებასა და გაძლიერებაზე.

👉🏻 ეს არის მათი Facebook გვერდი:
https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial?mibextid=ZbWKwL

#ქველმოქმედება

04/01/2024

🌟 ს ა ქ ვ ე ლ მ ო ქ მ ე დ ო ა უ ქ ც ი ო ნ ი🌟

🐦"ჩიტუნიები"

🎨 ორიგინალი, ქაღალდი/აკრილი, A3 ფორმატი

საწყისი ფასი 30 ლარი. ბიჯი თავისუფალი.

🖌️ მხატვარი: Nineli Art

ვადა: 4 იანვარი, 23:59

#გააზიარებედნიერება #ხელოვანებიბედნიერებისთვის

Want your organization to be the top-listed Non Profit Organization in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Website

Address

Tbilisi
Tbilisi