Law Firm BLB

Law Firm BLB

Share

24/04/2026

მოხარული ვართ მხარი დავუჭიროთ ICC Georgia -ს ღონისძიებას თემაზე “ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა - ვალდებულებიდან სტრატეგიამდე”.

ღონისძიებაზე ჩვენი პარტნიორი ანა რეხვიაშვილი ისაუბრებს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის ვალდებულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ასპექტებზე.

ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://shorturl.at/Uzpzy

💫ვის შეხვდებით ღონისძიებაზე “ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა - ვალდებულებიდან სტრატეგიამდე”?

🦸🏽‍♀️იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორს ანა რეხვიაშვილს, რომელიც ისაუბრებს უსაფრთო სამუშაო გარემოს შექმნის ვალდებულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივი ასპექტებზე.

💫იურიდიული ფირმა BLB ღონისძიების სპონსორია

📅29 აპრილი, 2026
🕛13:30 – 17:45
📌ლოკაცია: Holiday Inn, 26 მაისის მოედანი #1, თბილისი
📢მოდერატორები: სალომე არღვლიანი - საკონსულტაციო კომპანია EVA; სანდრო ვეფხვაძე - ბიზნეს გადაცემების ავტორი, ბიზნეს კლუბ “შენობით ბიზნესთან” დამფუძნებელი; ხატია ბუხრაშვილი - ICC Georgia

💫ღონისძიება გააერთიანებს HR მენეჯერებს, HSE სპეციალისტებსა და CEO-ებს, რათა ერთად განვიხილოთ თანამედროვე ორგანიზაციების წინაშე არსებული გამოწვევები, პრაქტიკული გამოსავლები და სტრატეგიული ხედვები ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

ერთად ვისაუბრებთ მთავარ საკითხზე: ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა როგორც ორგანიზაციის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი.
ტრენინგის ღირებულება 200 ლარი (კომპანიიდან ერთზე მეტი წარმომადგენლის შემთხვევაში 150ლ).

📌ICC Georgia-ს წევრი კომპანიებისთვის 150 ლარი (კომპანიიდან ერთზე მეტი წარმომადგენლის შემთხვევაში 100ლ)
რეგისტრაციის ბოლო ვადა, 27 აპრილი, 2026

🔗რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeJekIpNyCKDhKe1riN0Sx2bwmne5V8xlXpGZ4B4ag7eAVDxg/viewform?fbclid=IwY2xjawROtPVleHRuA2FlbQIxMABicmlkETFTd3FnQTYwWDlmdkQ2Y0FGc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHjps019llRgod313ahMAgJU25pLykNh4xDuTeiy4YiyTJFabniFTAKCnWMbx_aem_0wivqwMkFWB4XcVZkpdF2w
ხოლო დღის წესრიგი გაეგზავნება რეგისტრირებულ მონაწილეებს

08/04/2026

შეიძლება თუ არა ბიზნესის ლიკვიდაცია მოხდეს იმის გამო, რომ მისმა დირექტორმა ან მფლობელმა საჯარო პოზიცია დააფიქსირა?

იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი წარმოგიდგენთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ახალი 355³-ე მუხლის (მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა) სამართლებრივ ანალიზს.

• კანონი კრძალავს ბიზნესის „საჯარო პოლიტიკურ აქტივობას“, რომელიც არ უკავშირდება მის „ძირითად საქმიანობას“.

• კანონი წინააღმდეგობაშია მეწარმეობისა და გამოხატვის თავისუფლებასთან.

• გაურკვეველია, სად გადის ზღვარი „სამეწარმეო ინტერესსა“ და „პოლიტიკურ აქტივობას“ შორის (მაგალითად, გარემოსდაცვითი ან სხვადასხვა სოციალური კამპანიები).

• პოლიტიკური განცხადების გამო კომპანიას სასჯელად შესაძლოა განესაზღვროს ლიკვიდაცია და ქონების ჩამორთმევა, ხოლო კომპანიის პასუხისმგებელ პირს - პატიმრობა.

• სისხლის სამართლის კოდექსის ახალი ცვლილებები პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ბიზნესის სტაბილურობისა და პროგნოზირებისათვის.

ბიზნესს აქვს უფლება ჰქონდეს პოზიცია საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე. კვლევა მიზნად ისახავს ამ უფლების დაცვის სამართლებრივ დასაბუთებას.

გაეცანით სამართლებრივ ანალიზს ინგლისურ და ქართულ ენებზე: https://shorturl.at/YHpdq

Want your practice to be the top-listed Law Practice in Tbilisi?
Click here to claim your Sponsored Listing.

Telephone

Address


Marjanishvili Street M5/18
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 09:00 - 21:00
Tuesday 09:00 - 21:00
Wednesday 09:00 - 21:00
Thursday 09:00 - 21:00
Friday 09:00 - 21:00
Saturday 09:00 - 21:00
Sunday 09:00 - 21:00