Horizonti
09/08/2025
პროექტი „ჩემპიონები 3“ წარმატებით დავასრულეთ!🎉
დიდი მადლობა პარტნიორებს, მონაწილეებსა და მხარდამჭერებს.❤️
ეს იყო ძალიან ღირებული და შთამაგონებელი გამოცდილება, რომელიც კიდევ უფრო გვაძლიერებს მომავალ გამოწვევებთან შესახვედრად.🚀
#ჩემპიონები3 #ჰორიზონტი #ევროსაბჭო
Anastasia Makharadze Ana Qobuladze Martha Kubaneishvili
არ გაჩერდე იქ ,სადაც შენს შრომას არავინ აფასებს!!!
02/07/2025
გიზიარებთ საინფორმაციო პოსტერებს💫
📌 თემა:კულტურული მემკვიდრეობა
📖 გაეცანით და წაიკითხეთ ჩვენს მიერ შექმნილი პოსტერები.
საინტერესო ინფორმაცია მოკლედ, მარტივად და ვიზუალურად — თქვენი ყურადღებისთვის
13/06/2025
საუკეთესო დღე💫
და ბოლოს…
დღევანდელი დღის შეგრძნებები შევაჯამეთ ვიდეორგოლით, რომელიც ასახავს ჩვენს პერფორმანსს.
⭐️ეს იყო არამარტო სიტყვებით, არამედ ემოციით, მოძრაობით და სიჩუმით გადმოცემული გზავნილი — ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე.
ვიდეოში ჩანდა ჩვენი გულისხმიერება, ცოდნა და ის, რაც ამ თემამ გაგვაგებინა.
ერთადერთი მიზანი გვქონდა — ყველას გვახსოვდეს, რომ ბუნება ჩვენზეა დამოკიდებული.
#ევროსაბრჭო #ჩემპიონები
12/06/2025
მოგესალმებით😊
ჩვენმა კლუბმა ჩაატარაა აქცია პერფორმანსი, სადაც თემასთან დაკავშირებული მთავარი იდეები ჩვენივე ხედვით გამოვხატეთ.
ეს იყო გზავნილი ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე ,როგორ უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და ახლა ჩვენი ხელით შეიძლება დავკარგოთ.
🎯პერფორმანსში ჩავდეთ ჩვენი ემოცია, ცოდნა და იმედი, რომ მომავალი თაობებიც მიხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ნაკრძალი, ტყე, მღვიმე თუ მდინარე.
მარტო სიტყვებით არა — მოძრაობით, ჟესტით და სიჩუმითაც ვთქვით ყველაფერი.
#ჩემპიონები #ევროსაბჭო
12/06/2025
გაგიმარჯოთ მეგობრებო! ☺️
დღეს ჩვენს კლუბ „ჰორიზონტს“ ჰქონდა ძალიან საინტერესო და დატვირთული დღე.
ვსწავლობთ თემას,,ნაკრძალები და დაცული ტერიტორიები”.
ამ თემის ფარგლებში შეხვედრა გვქონდა სტუმართან, რომელმაც ამ თემაზე უამრავი საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიარა და ჩაგვიტარა ძალიან შთამბეჭდავი სემინარი.
ჩვენთვის ეს იყო ცოდნით და შთაგონებით სავსე დღე — ბუნება კიდევ ერთხელ დაგვანახა თავისი სიდიადე 🌍✨
12/06/2025
გაგიმარჯოთ მეგობრებო! 💚
დღეს ჩვენს კლუბ “ჰორიზონტს” ჰქონდა განსაკუთრებული დღე — თემა, რომელსაც ვსწავლობდით, იყო ნაკრძალები და დაცული ტერიტორიები, და სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩავატარეთ სასწავლო ვიზიტი პრომეთეს მღვიმეში.
გიდმა ძალიან საინტერესოდ გვიამბო ყველაფერზე როგორ შეიქმნა მღვიმე, რამდენად ძველია და რატომ ითვლება დაცულ ტერიტორიად.
სწავლაც იყო და აღმოჩენაც.
ბუნება თავისი სილამაზით და სიღრმით კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი დაფასება და დაცვა.
ძალიან გვიხარია, რომ ასეთ საინტერესო აქტივობაში მივიღეთ მონაწილეობა და ეს შთაბეჭდილებები დიდხანს დაგვრჩება მეხსიერებაში! 🌿✨
#ევროსაბჭო #ჩემპიონები
21/05/2025
05/05/2025
დღეს ქ.ქუთაისის კლუბმა ჰორიზონტმა პროექტის ფარგლებში ,,ჩემპიონები,” მოვიწვიეთ სტუმარი ქ.ხათუნა ბუაძე ისტორიკოსი,რომელმაც ჩაგვიტარა სემინარი თემაზე ,,ადვოკატირება,” და განგვიმარტა მისი სრული მნიშვნელობა,მადლობა მას♥️
30/04/2025
📊💬 დღეს ჩვენი კლუბის ფარგლებში ჩატარდა დებატები თემაზე — „ეკონომიკური სისტემები: რომელია უფრო ეფექტური?“
მოსწავლეებმა აქტიურად იმსჯელეს სხვადასხვა სისტემებზე —
🟢 კაპიტალიზმზე, 🔴 სოციალიზმზე და ⚖️ შერეულ მოდელებზე.
წარმოდგენილი იქნა არგუმენტები ეფექტურობაზე, თავისუფლებაზე, თანასწორობაზე და სახელმწიფო როლზე ეკონომიკაში.
✨ დებატების მიზანი იყო აზრის თავისუფლად გამოხატვა, კრიტიკული მსჯელობის განვითარება და ერთმანეთის მოსმენის ხელშეწყობა.
Click here to claim your Sponsored Listing.